პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთივმიმადლებული პიროვნული თვისებების წყალობით, უდიდესი ძალისხმევით, სულიერებით და სიბრძნით შეძლო საქართველოს ეკლესიის აღორძინება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე თქმით, ილია მეორემ შეძლო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაებრუნებინა ის უდიდესი ავტორიტეტი, რაც მას ყოველთვის გამოარჩევდა სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებისგან და ამისთვის უდიდესი ძალისხმევა გასწია.

პროტოპრესვიტერმა განმარტება გააკეთა მართვა-გამგეობის დებულების კრიტერიუმებზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც გაფართოებულ კრებაზე ახალი პატრიარქის გამორჩევა მოხდება, სინოდი მიუბრუნდება ამ საკითხებს. იქნება ძალიან არგუმენტირებული და კვალიფიციური მსჯელობა ასაკთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განისაზღვროს, რომ რაიმე გაუგებრობა არ გამოიწვიოს ამ მოთხოვნამ, რომ რაც შეიძლება ზედმიწევნით იყოს ეს განსაზღვრული მართვა-გამგეობის დებულებაში და ცვლილების განხორციელებაც არის სავსებით შესაძლებელი წმინდა სინოდის წევრთა ინიციატივით", - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ასევე ისაუბრა ახალი პატრიარქის მომავალ არჩევნებზეც.

„უდიდესი სიმშვიდის საფუძველია ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის აბსოლუტურ უმრავლესობას ნათლად აქვს გაცნობიერებული ეს უდიდესი პასუხისმგებლობა ღვთის, ეკლესიის და მთელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. ყველა მათგანი ცდილობს იმას, რომ გაფართოებული კრება იმ ღირსებით წარიმართოს, რა ღირსებასაც ამისთვის განსაზღვრავს საეკლესიო სამართლის ნორმები. ყველას გვმართებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და კორექტულობა, გვმართებს საეკლესიო ეთიკის დაცვა იმისთვის, რომ ნებით თუ უნებლიედ, ყოვლად უსაფუძვლო განცხადებით და მითუმეტეს ცილისწამებით გარკვეული ზიანი არ მივაყენოთ უწმინდესს, ეკლესიას და საეკლესიო სისავსეს.

ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით, რასაც ჩვენ ვუწოდებთ საღვთო სამართლიანობას, მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ექნება, როგორც წმინდა ეკლესიის, ასევე მთელი ჩვენი ერის წინაშე", - განმატა გიორგი ზვიადაძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა
4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
4 მაისის ამინდის პროგნოზი
ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია
მიტროპოლიტი შიო - ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში საყოველთაო ნათლობების ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს
მეუფე გრიგოლი - ძალიან მინდა, არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, რაც ერში ტარდება
რომელ კლინიკებში ჩატარდება ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი - დაწესებულებების ჩამონათვალი
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაფი პროდუქტების კალათა - რამდენიმე კომპანია პირობას დებს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები უფრო ხელმისაწვდომი გახდება
3 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
როდის გაიმართება გაფართოებული საეკლესიო კრება - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება
3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
3 მაისის ამინდის პროგნოზი
„ნიკორა სუპერმარკეტი": ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე
„გუდვილი“: კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნეს „სოციალური კალათის“ პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი
Daily GROUP საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: ჩვენი ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას
გურამ მაჭარაშვილი - ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა სამეცნიერო ხასიათისაა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა- რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
„რითეილ ასოციაცია“ საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: დავიწყეთ „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები