დავით ქართველიშვილი: გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს

პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ერევნის სამიტს და წერს, რომ ევრობიუროკრატიის მცდელობის მიუხედავად, საქართველო უკვე არის სამხრეთ კავკასიის ცენტრი.

ანალიტიკოსი წერს, რომ ჩვენი ქვეყნის შავ ზღვაზე გასასვლელი, მოქმედი დერეფნები და სტაბილური ჰაბის რეპუტაცია საქართველოს შეუცვლელის ხდის:

„ბრიუსელი ცდილობს მარშრუტების დივერსიფიკაციას, თუმცა ვერ გადაანაწილებს საკვანძო ტრანზიტულ როლს სხვა წერტილში მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებითა თუ სურვილით. გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს", - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ახლა საკითხი მხოლოდ რეგიონული ცენტრის როლის გაძლიერების სისწრაფეშია, პირველ რიგში კი ანაკლიის მიმართულებით.

„ერევნის სამიტი არის სამხრეთ კავკასიის რუკის გადახაზვის მცდელობა, თუმცა „ნურას უკაცრავად" - დიპლომატიური „რბილი" ფორმის მიღმა მკაცრი რეალობაა: საქართველო უკვე ჩამოყალიბებული ცენტრია, მაშინ როდესაც სომხეთი მხოლოდ პოლიტიკურ „ავანსს" იღებს, თანაც ისეთი ძალისგან, რომელიც ჩვენს თვალწინ კოტრდება ყველა არსებული გეოპოლიტიკური მიმართულებით. თანაც, თბილისისგან განსხვავებით, ერევანს არ აქვს არც ზღვისკენ გასასვლელი და არც მოქმედ ლოჯისტიკურ ჯაჭვებში ინტეგრაცია. ეს კი ნიშნავს, რომ სომხეთი, თუნდაც ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერის პირობებში, ობიექტურად ვერ აიცილებს ქართულ ტრანზიტს, როგორც ამაზე ბრიუსელი ოცნებობს, და ეს არის ევრობიუროკრატიის „ახალი სცენარის" ყველაზე ფუნდამენტური შეზღუდვა.

ამასთან, გადაჭარბებულად არის შეფასებული სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-აზერბაიჯანის სწრაფი ნორმალიზაციის სცენარიც. ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთისა და აზერბაიჯანის ელიტებს შორის კვლავ რჩება ღრმა წინააღმდეგობები. საზღვრების ნაწილობრივი გახსნა ავტომატურად არ აქცევს ქვეყანას ტრანზიტულ ჰაბად: ასეთ პროექტებს სჭირდება გრძელვადიანი სტაბილურობა, ინფრასტრუქტურა და ნდობა. ეს ყველაფერი საქართველოს უკვე აქვს, სომხეთს კი ჯერ მხოლოდ გეგმებში.

ევროკავშირი, სომხეთის გაძლიერებით, საქართველოს ვერ შეცვლის, მაქსიმუმ (თავისი ჭკუით) რისკები დააზღვიოს.

ბრიუსელი ცდილობს მარშრუტების დივერსიფიკაციას, თუმცა ვერ გადაანაწილებს საკვანძო ტრანზიტულ როლს სხვა წერტილში მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებითა თუ სურვილით. გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს: შავი ზღვისკენ გასასვლელი, მოქმედი დერეფნები და სტაბილური ჰაბის რეპუტაცია მას რეგიონულ არქიტექტურაში შეუცვლელს ხდის.
შედეგად, ერევნის სამიტი საქართველოსთვის საფრთხე კი არა, ჭეშმარიტების მომენტია. ქვეყანა უკვე არის რეგიონული ცენტრის პოზიციაში და საკითხი არა ამ როლის შენარჩუნებაში, არამედ მისი გაძლიერების სისწრაფეშია (პირველ რიგში, ანაკლიის მიმართულებით). ასე რომ, ვისაც ერევნის სამიტი კვლავ საქართველოსთვის „არმაგედონად" სურს რომ წარმოაჩინოს, ცნობილ ანეკდოტს შევახსენებ: ნოეს კიდობანი რომ მიადგება არარატის მწვერვალს და ამით მხიარული ხმების აჟიოტაჟს რომ გამოიწვევს - "პაპაჯან, მოდი ნახე - ცირკი ჩამოვიდა"... - წერს დავით ქართველიშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ, ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს
დავით ქართველიშვილი: გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს
ირაკლი კობახიძე - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ამ ღონისძიებას ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ADB-ის პრეზიდენტი - საქართველო კვლავ ცენტრალურ როლს ასრულებს შუა დერეფანში - ძირითადი სატრანსპორტო დერეფნების განახლებისთვის მომავალშიც გავაძლიერებთ მხარდაჭერას
,,რამდენიმე დღეში დახლებზე პროდუქტების ფასი შემცირდება''- ლევან მაჭავარიანი
,,კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციებით ფასწარმოქმნების ჯაჭვი სისტემურად მოწესრიგდება''- ლევან მაჭავარიანი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
პრემიერი - დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება
პრემიერი - კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე, აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია
პრემიერი - სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ხელისუფლება და ბიზნესი იყო „შეხმატკბილებული", როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება
ირაკლი კობახიძე - სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი. დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, მაგრამ ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას
,,ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო არის მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებული''- პრემიერი
პრემიერი - ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც 9.7%-ით გაიზარდა ფასები ჯამურად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით, 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვთ მეტის შეძენის საშუალება, ვიდრე ჰქონდათ თავის დროზე, ეს აისახება სურსათზეც და სხვა პროდუქტებზეც
ირაკლი კობახიძე - ჭარბი რეგულაცია თუ არის, ჭარბი ჯარიმა, რაც შეიძლება, თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე, მზად ვართ, ყველა საკითხი განვიხილოთ