ილჰამ ალიევი:ევროპარლამენტი იმის ნაცვლად, რომ სამშვიდობო პროცესს მხარი დაუჭიროს, მის საბოტაჟს ცდილობს

ევროპარლამენტი იმის ნაცვლად, რომ სამშვიდობო პროცესს მხარი დაუჭიროს, მის საბოტაჟს ცდილობს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მისი პოზიციისთვის. თუმცა ყველა ევროპული ინსტიტუტი ერთნაირ მიდგომას არ ავლენს. მათ შორისაა ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. აზერბაიჯანი ევროსაბჭოს წევრია 2001 წლის იანვრიდან. სხვათა შორის, იმ პერიოდში თავადაც აქტიურად ვმონაწილეობდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ვიყავი აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტის წევრი. 2024 წლის იანვრამდე ჩვენს დელეგაციას ევროპის საბჭოში არასოდეს შეხებია რაიმე სახის შეზღუდვა. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ყარაბაღში სეპარატიზმს დაუსვა წერტილი. ჩვენ თავად აღვასრულეთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1993 წელს მიღებული ოთხი რეზოლუცია, რომლებიც 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. ოთხი თვის შემდეგ კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენი დელეგაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის ერთგვარ მეთოდად იქცა. აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ისეთივე ღირებულება აქვს, როგორიც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ამ საკითხში ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. ევროპარლამენტიც სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად მის საბოტაჟზეა ორიენტირებული.

2020 წელს, ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ, 2021 წლის მაისიდან 2026 წლის 30 აპრილამდე, ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 14 რეზოლუცია მიიღო, რომლებიც შეურაცხმყოფელი განცხადებებით იყო სავსე. წარმოიდგინეთ, 14 რეზოლუცია ხუთ წელიწადში. ეს უკვე ერთგვარი აკვიატებაა. ბოლო რეზოლუცია კი სულ ოთხი დღის წინ, უშუალოდ სამიტის წინ მიიღეს. იმის ნაცვლად, რომ ევროპარლამენტი ისეთი ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებაზე იყოს კონცენტრირებული, როგორებიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა და უსახლკარობის პრობლემები ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში, ის აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილისწამებასა და სიცრუის გავრცელებაზეა გადართული. ამის მიზეზი ისაა, რომ აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტს აღადგენს, ბოლოს უღებს სეპარატიზმს და სამხედრო დამნაშავეებს პასუხისგებაში აძლევს. ევროპარლამენტის ქმედებების საპასუხოდ, აზერბაიჯანის პარლამენტმა პირველ მაისს ოფიციალურად შეაჩერა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, შეაჩერა მონაწილეობა ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტში და „ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეაში.

ასევე მიღებულია გადაწყვეტილება წევრობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამიტების ფარგლებში ჩვენ ღიად ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს შეხედულებებსა და შეშფოთებებს. მსურს, კოლეგებს მივაწოდო ინფორმაცია ამ საკითხზე მიმდინარე პროცესების შესახებ, რათა არ დარჩეს ადგილი დეზინფორმაციისა და მანიპულაციებისთვის",- განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა, დაიწყება „ევრონესტში" წევრობის შეწყვეტის პროცედურაც.

 





მსგავსი სიახლეები
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმა უარყო
რობერტა მეცოლა ილჰამ ალიევს პასუხობს - ჩვენ არასდროს შევცვლით მუშაობისადმი მიდგომას და დავიცავთ საკუთარ პოზიციას
ფრიდრიხ მერცი - უნდა შევეგუო იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს გერმანიის მთავრობისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს
ილჰამ ალიევი - მშვიდობის საერთაშორისო გზა, რომელსაც ტრამპის სახელი ეწოდება, აზერბაიჯანს თავის ექსკლავთან, ნახიჩევანთან დააკავშირებს, ამავდროულად, ეს მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილიც გახდება
ილჰამ ალიევი:ევროპარლამენტი იმის ნაცვლად, რომ სამშვიდობო პროცესს მხარი დაუჭიროს, მის საბოტაჟს ცდილობს
სომხეთში მიმავალი პედრო სანჩესის თვითმფრინავი თურქეთში ავარიულად დაეშვა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნდა შევამციროთ ზედმეტი დამოკიდებულება კონკრეტულად სამ სფეროში, მათ შორის ენერგეტიკაში, გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში
ილჰამ ალიევი ერევანში მიმდინარე „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ მერვე სამიტში დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას
მარკ რუტე - აშშ-ის მხრიდან იყო იმედგაცრუება ევროპის რეაქციაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ნათლად გაიგეს აშშ-ის გზავნილი
ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებისთვის აშშ-ის გამანადგურებლები, 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 15 000 ჯარისკაცი განლაგდება -აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის ნებისმიერი ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად აღიქმება-ებრაჰიმ აზიზი
ირანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისთვის წარდგენილ სამშვიდობო შეთანხმებაზე ვაშინგტონისგან პასუხი მიიღო, რასაც განიხილავს
თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადატრიალდა, არის მსხვერპლი
4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი გაიხსნება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მომავალ კვირას იტალიასა და ვატიკანს ეწვევა - Politico
ქალაქში მასშტაბური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - ბრიტანეთში, ქალაქ ბრისტოლში საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ზელენსკი ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
რომის პაპი - დღეს ჩვენ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ, სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარად, ზოგჯერ კი უფრო ფარული ფორმით
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში 11 ქალაქისა და სოფლის ევაკუაციის ბრძანება გასცეს - Abc News
გამოკითხვის მიხედვით, გერმანელთა 76% ფრიდრიხ მერცის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა