,,გუნდი და საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე''- პრემიერი
ძალიან გვიხარია, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც დადებითად აფასებენ ეკონომიკურ პოლიტიკას საქართველოში და ქვეყნის მიღწევებს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუნდი და საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე.
„ჩვენი გუნდი არის ძალიან ეფექტური, რამდენიმე მინისტრისგან შედგება მთლიანობაში ეკონომიკური გუნდი და თქვენ იცით, რომ პოლიტიკა არის ძალიან ეფექტიანი. ასევე, დავამატებდი ეროვნული ბანკის როლს, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით ახორციელებს შესაბამის მონეტარულ პოლიტიკას საქართველოში და მართავს შესაბამის პროცესებს. გუნდი არის ეფექტიანი. საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგები. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი არის ის, რომ პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 9.1% ეკონომიკური ზრდით, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ტურიზმის სფეროში გვქონდა სერიოზული დანაკლისი ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კრიზისის ფონზე და ა.შ. ამ ყველაფრის მიუხედავად პირველი კვარტალი დაიხურა 9.1% ეკონომიკური ზრდით. იგივე მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვაკლებთ ეკონომიკას. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ჯერ კიდევ 350 000 ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჯერ კიდევ დაბალია საშუალო ხელფასი, რომელიც დაახლოებით 2 400 ლარია. შესაბამისად, გვჭირდება ყველა მიმართულებით აქტიურად მუშაობა იმისათვის, რომ შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი და საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - არავის არ ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
,,საქართველოს შესახებ როდესაც უსამართლო რეზოლუციებია მიღებული, შეუძლებელია, კომენტარის, პასუხის გარეშე დარჩეს''- მაკა ბოჭორიშვილი
,,უკრაინულ მხარესთან დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ელჩების საკითხსზე ვისაუბრეთ''- მაკა ბოჭორიშვილი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ერთიანდებოდნენ და იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ
,,გუნდი და საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა - იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება
,,ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდებოდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა''- პრემიერი
,, სამწუხაროდ, ხშირად საქართველოსთან მიმართებით დომინირებს არასწორი ინტერესები და ეს თუ შეიცვლება, ვითარება გაუმჯობესდება''- პრემიერი
პრემიერი - საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით
ირაკლი კობახიძე - ზელენსკისთან გვქონდა მეგობრული, საინტერესო საუბარი, თავად უკრაინის პრეზიდენტმა გამოხატა შეხვედრის ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ მზაობა
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა - როგორც თავის დროზე ჩვენმა გარღვევამ მოიყვანა რეგიონში ევროპა, ზუსტად ასე, სომხეთს შეუძლია იკისროს ეს როლი და დაგვეხმაროს
ირაკლი კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის
ირაკლი კობახიძემ EPC-ს სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
ანდრეი სიბიგა - მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, შევთანხმდით, რომ მომავალშიც ვიქნებით კონტაქტზე
ირაკლი კობახიძე - გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ, ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს
დავით ქართველიშვილი: გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს
ირაკლი კობახიძე - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ამ ღონისძიებას ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ