ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ერთიანდებოდნენ და იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ

 

კოლექტიური ნაცმოძრაობა გაერთიანდა უკვე ე.წ. ალიანსის სახით, ფორმალურად, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი კერძო ინტერესები, შესაბამისად ვერ ერთიანდებიან. ეს ხდება ყოველ ჯერზე და ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ესენი ერთიანდებოდნენ და მერე იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ოპოზიციის ალიანსში" არსებულ მდგომარეობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია ყოველ ჯერზე გარედან მიღებული მითითების საფუძველზე ერთიანდება ხოლმე.

"ასეთი ალიანსი ხშირად შექმნილა, თუმცა არის პერსონალური დისკომფორტიც. ამ ყველაფრიდან რაც ჩანს ხოლმე, არის ის, რომ ყოველ ჯერზე მათ გარედან ავალებენ გაერთიანებას, მაგრამ ბოლოს ისე ხდება ხოლმე, რომ პერსონალური კონფლიქტები არ აძლევს მათ ერთიანობის შენარჩუნების საშუალებას. აქაც იგივე ხდება - ვიღაცამ დაავალა გარედან გაერთიანება, ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა გაერთიანდა უკვე ე.წ. ალიანსის სახით, ფორმალურად, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი კერძო ინტერესები, შესაბამისად ვერ ერთიანდებიან. ეს ხდება ყოველ ჯერზე და ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ესენი ერთიანდებოდნენ და მერე იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ", - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა ასევე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, რომელიც სასამართლო სხდომაზე გააკეთა და რომელიც მისი პრეზიდენტობის პირობებში ეკლესიის ძლიერებასა და პოლიტპატიმრების არარსებობას ეხებოდა.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება ურიგებდა სასულიერო პირებს ჯიპებს და შემდეგ თავად აგორებდა კამპანიას ჯიპებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, კობახიძის განმარტებით, სააკაშვილის მხრიდან სიტყვა პატიმრის ხსენება ამაზრზენი და სირცხვილია.

"რაც შეეხება ეკლესიას, ჩვენ გვახსოვს, როგორი კამპანიები წარმოებდა ეკლესიის წინააღმდეგ ამ რეჟიმის პირობებში, ცხრა წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ეს კამპანია, თვითონ ურიგებენ სასულიერო პირებს ჯიპებს და შემდეგ თვითონ ეწეოდნენ კამპანიას ამ ჯიპებთან დაკავშირებით. ეკლესიის დისკრედიტაცია ხდებოდა სხვადასხვა ფორმით, იქ რაღაც კომპრომატებით შანტაჟი და ა.შ. უამრავი უბედურება ხდებოდა მაშინდელი ხელისუფლების პირობებში. ეს ყველაფერი შეიცვალა და მიდგომებიც შეიცვალა და დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა ეფუძნება პრინციპებს და, მათ შორის, მთავარი პრინციპი არის სეკულარიზმის პრინციპი და ჩვენ ამ სულისკვეთებით ვაპირებთ ურთიერთობის გაგრძელებას.

თვისებრივად განსხვავებულია ურთიერთობების შინაარსი დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის და ამისგან თვისებრივად განსხვავებული იყო ურთიერთობების შინაარსი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში.

რაც შეეხება პატიმრებს, სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე სირცხვილია. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა თავის დროზე საპატიმროებში. 25 ათასამდე პატიმარი ჰყავდათ საპატიმროებში, ხდებოდა ადამიანების წამება,. დეტალებში აღარ შევალ, გახსენებაც არ მინდა ამ ყველაფრის. ეს იყო სისტემური დანაშაული, რასაც ჩადიოდა მაშინდელი ხელისუფლება.

როდესაც ასეთ პირობებში სააკაშვილი სიტყვა პატიმარს ახსენებს, იქ უკვე კომენტარიც ზედმეტია, ამაზრზენია ეს ყველაფერი", - განაცხადა კობახიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - არავის არ ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
,,საქართველოს შესახებ როდესაც უსამართლო რეზოლუციებია მიღებული, შეუძლებელია, კომენტარის, პასუხის გარეშე დარჩეს''- მაკა ბოჭორიშვილი
,,უკრაინულ მხარესთან დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ელჩების საკითხსზე ვისაუბრეთ''- მაკა ბოჭორიშვილი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ერთიანდებოდნენ და იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ
,,გუნდი და საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა - იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება
,,ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდებოდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა''- პრემიერი
,, სამწუხაროდ, ხშირად საქართველოსთან მიმართებით დომინირებს არასწორი ინტერესები და ეს თუ შეიცვლება, ვითარება გაუმჯობესდება''- პრემიერი
პრემიერი - საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით
ირაკლი კობახიძე - ზელენსკისთან გვქონდა მეგობრული, საინტერესო საუბარი, თავად უკრაინის პრეზიდენტმა გამოხატა შეხვედრის ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ მზაობა
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა - როგორც თავის დროზე ჩვენმა გარღვევამ მოიყვანა რეგიონში ევროპა, ზუსტად ასე, სომხეთს შეუძლია იკისროს ეს როლი და დაგვეხმაროს
ირაკლი კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის
ირაკლი კობახიძემ EPC-ს სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
ანდრეი სიბიგა - მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, შევთანხმდით, რომ მომავალშიც ვიქნებით კონტაქტზე
ირაკლი კობახიძე - გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ, ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს
დავით ქართველიშვილი: გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს
ირაკლი კობახიძე - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ამ ღონისძიებას ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ