,,საქართველოს შესახებ როდესაც უსამართლო რეზოლუციებია მიღებული, შეუძლებელია, კომენტარის, პასუხის გარეშე დარჩეს''- მაკა ბოჭორიშვილი

 

საქართველოს შესახებ როდესაც უსამართლო რეზოლუციებია მიღებული, შეუძლებელია, კომენტარის, პასუხის გარეშე დარჩეს. პოლიტიკოსების პასუხი არ უნდა იყოს ისე ნათარგმნი, თითქოს ეს ანტიევროპული რიტორიკაა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ეს არის უბრალოდ რეაქციები იმ უსამართლო ნაბიჯებზე, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

„ევროკავშირს არ აქვს არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით. ეს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ასევე ინსტრუმენტად იყო გამოყენებული საქართველოსთან ურთიერთობებში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან როგორ კეთდებოდა განცხადებები ამა თუ იმ პროგრამების შეჩერების თაობაზე, რასაც შემდგომ იყენებდნენ, რათა ქვეყნის შიგნით შექმნილიყო პოლიტიკური დღის წესრიგი და ჰქონოდა გარკვეული გამოხმაურება. ამისთვის იყო გამოყენებული ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან პროგრამები და სხვადასხვა დაფინანსების საკითხები. საქართველოს მხრიდან არანაირ დაფინანსებას პრობლემა არ შექმნია. ნაბიჯები უნდა გადაიდგას წესებისა და კანონის მიხედვით, ამაში უცნაური არაფერია. კანონები მიღებულია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვინმეს თუ აინტერესებს, რა ინტერესებიდან გამომდინარე არის ესა თუ ის კანონი მიღებული, ყველას აქვს შესაძლებლობა, ნახოს. ჩვენ არასდროს გვითქვამს დიალოგზე, ახსნაზე უარი და ვინმეს თუ სურს, სიღრმეებში ჩაიხედოს, ამის შესაძლებლობაც არსებობს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რატომ მოხდა და ხდება ამა თუ იმ კანონის მიღება.

„ჩვენ არასდროს დაგვიშურებია ახსნა და ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რატომ მოხდა და რატომ ხდება ამა თუ იმ კანონის მიღება. პირველ რიგში, ეს გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების ინტერესებიდან და მიმართული ქვეყანაში სწორედ დემოკრატიული წესრიგისა და სტაბილურობის დასაცავად. ვინმეს თუ სურს დამატებითი ინფორმაციის მიღება, რას ემსახურება კანონი, აქვს ეს შესაძლებლობა. თუკი ექნებათ სურვილი, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ, მივაწოდოთ ის ახსნა-განმარტებები, რაც სჭირდებათ, რათა ევროკავშირის მხრიდან ასეთი რიტორიკა აღარ ვიხილოთ.

კრიტიკა, თუ წუხილი, რომელიც ისმის ხოლმე და უკავშირდება თითქოს ანტიევროპულ რიტორიკას, ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს პასუხი - ერთია, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს და თუ არსებობს რეაქციები ქართული პოლიტიკური წრეების, პოლიტიკოსების მხრიდან, არსებობს სწორედ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიისგან. კონკრეტულად, როდესაც საქართველოს შესახებ უსამართლო რეზოლუციებია მიღებული, შეუძლებელია, ეს დარჩეს კომენტარის, პასუხის გარეშე. პოლიტიკოსები როდესაც სცემენ პასუხს, ეს არ უნდა იყოს ნათარგმნი ისე, თითქოს ეს ანტიევროპული რიტორიკაა. ეს არის უბრალოდ რეაქციები იმ უსამართლო ნაბიჯებზე, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს რეზოლუციები ყველაფერს ეხება, მათ შორის თუ ვსაუბრობთ, დეზინფორმაციაზე, უსამართლობაზე, თუ ჩავიხედავთ რეზოლუციებში, ძალიან ბევრ უსამართლობას და დეზინფორმაციას ნახავთ. შეგიძლიათ, წაიკითხოთ ევროპარლამენტის მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიღებული ათი რეზოლუცია. შეგვიძლია, დავსხდეთ და განვიხილოთ. ამ რეზოლუციებში მოცემულია ძალიან ბევრი ისეთი ნარატივია და ისეთი რამ, რომელიც სრულიად მოწყვეტილია რეალობას, ძალიან მძიმე სურათს ხატავს საქართველოს შესახებ. ეს არის ზუსტად დეზინფორმაციული, როდესაც დეზინფორმაციაზე ვსაუბრობთ, ეს არის გამოსასწორებელი", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - არავის არ ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
,,საქართველოს შესახებ როდესაც უსამართლო რეზოლუციებია მიღებული, შეუძლებელია, კომენტარის, პასუხის გარეშე დარჩეს''- მაკა ბოჭორიშვილი
,,უკრაინულ მხარესთან დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ელჩების საკითხსზე ვისაუბრეთ''- მაკა ბოჭორიშვილი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ერთიანდებოდნენ და იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ
,,გუნდი და საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა - იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება
,,ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდებოდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა''- პრემიერი
,, სამწუხაროდ, ხშირად საქართველოსთან მიმართებით დომინირებს არასწორი ინტერესები და ეს თუ შეიცვლება, ვითარება გაუმჯობესდება''- პრემიერი
პრემიერი - საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით
ირაკლი კობახიძე - ზელენსკისთან გვქონდა მეგობრული, საინტერესო საუბარი, თავად უკრაინის პრეზიდენტმა გამოხატა შეხვედრის ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ მზაობა
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა - როგორც თავის დროზე ჩვენმა გარღვევამ მოიყვანა რეგიონში ევროპა, ზუსტად ასე, სომხეთს შეუძლია იკისროს ეს როლი და დაგვეხმაროს
ირაკლი კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის
ირაკლი კობახიძემ EPC-ს სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
ანდრეი სიბიგა - მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, შევთანხმდით, რომ მომავალშიც ვიქნებით კონტაქტზე
ირაკლი კობახიძე - გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ, ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს
დავით ქართველიშვილი: გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს
ირაკლი კობახიძე - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ამ ღონისძიებას ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ