თუ ჩვენ გვინდა, რომ ქართული ღვინო იყოს ხარისხთან ასოცირებული, ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან - დავით სონღულაშვილი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი "რუსთავი 2-ის" გადაცემაში - "დებატები", ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების გზებზე და გამოწვევებზე საუბრობს.

მისი თქმით, იმისთვის რომ ქართული ღვინო ბაზარზე ხარისხიან პროდუქტად პოზიციონირებდეს აუცილებელია სწორედ ის როფორმები, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის სააგენტო ახორციელებენ:

"დღეს მსოფლიო ღვინის მოხმარება 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეს ვარდნა განხორციელდა ბოლო 10 წლის მანძილზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ღვინის მოხმარება არის ძალიან მკვეთრად შემცირებული. აქედან გამომდინარე, კონკურენცია ჩნდება უფრო მწვავედ საერთაშორისო ბაზრებზე და ამ ყველაფრის ერთ-ერთი პირველი განმსაზღვრელია ხარისხი.

ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქართული ღვინო 8 000-წლიანი ისტორიის არის, აუცილებლად უნდა ვაპოზიციონიროთ, რომ ქართული ღვინო და ხარისხიანი ღვინო არის ერთი და იგივე. ამისთვის მნიშვნელოვანია რიგი რეფორმები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის სააგენტო ახორციელებენ - დაწყებული ყურძნის ჩაბარების დროს ხარისხის დიფერენცირების კონტროლიდან, დასრულებული ხარისხიანი ვენახების გაშენებით.

თუ ჩვენ გვინდა, გვქონდეს ხარისხიანი ღვინო, ეს შეუძლებელია ხარისხიანი ვენახის გარეშე; ხარისხიანი ვენახი კი შეუძლებელია შესაბამისი ვაზის ნერგისა და შესაბამისი ადგილის გარეშე. ამ ყველაფრის ერთობლიობამ კი გამოიწვია ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული ადგილი, შესწავლილ იქნას ნიადაგი, თუ სად შენდება ვენახი, და გამოყენებულ იქნას სერტიფიცირებული ვაზის ნერგი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის უნდა იყოს ხარისხიანი. ასევე, დარგვის დროს ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული, რომ ერთ მეტრზე ქვევით არ იყოს გრუნტის წყალი. რაც, ერთობლიობაში, ქმნის შესაძლებლობას, რომ გაშენდეს მინიმალური ხარისხის ვენახი, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხიანი ღვინის სტანდარტს.

ზუსტად ეს მიზეზებია, რატომაც გადაწყვიტა სახელმწიფომ ეს ყველაფერი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაში, მთავარი საექსპორტო პროდუქტი და მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ხარისხი გაუმჯობესდეს. მით უმეტეს იმ გამოწვევების დროს, რომლებიც დღეს საერთაშორისო ბაზრებზე დგას, ეს გარდაუვალია ხარისხიანი ღვინის გარეშე. მევენახის შრომას, რომელსაც ის ეწევა ხარისხიანი ყურძნის მოსაყვანად, არ უნდა დავუპირისპიროთ ნაკლებად ხარისხიანი და ნაკლებად კონდიციური ვენახი და ყურძენი. თუ ჩვენ გვინდა, რომ ქართული ღვინო იყოს ხარისხთან ასოცირებული, ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან - მხოლოდ ასე შეიძლება იყოს კონკურენტუნარიანი ქართული ღვინო", - აცხადებს დავით სონღულაშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მაისის ამინდის პროგნოზი
თუ ჩვენ გვინდა, რომ ქართული ღვინო იყოს ხარისხთან ასოცირებული, ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან - დავით სონღულაშვილი
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა დღეს არ არის დაგეგმილი
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა
4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
4 მაისის ამინდის პროგნოზი
ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია
მიტროპოლიტი შიო - ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში საყოველთაო ნათლობების ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს
მეუფე გრიგოლი - ძალიან მინდა, არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, რაც ერში ტარდება
რომელ კლინიკებში ჩატარდება ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი - დაწესებულებების ჩამონათვალი
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაფი პროდუქტების კალათა - რამდენიმე კომპანია პირობას დებს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები უფრო ხელმისაწვდომი გახდება
3 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
როდის გაიმართება გაფართოებული საეკლესიო კრება - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება
3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
3 მაისის ამინდის პროგნოზი
„ნიკორა სუპერმარკეტი": ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე
„გუდვილი“: კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნეს „სოციალური კალათის“ პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი