5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ ახლობელ ადამიანს თქვენი გრძნობები დაანახვოთ. ემოციებს ნუ დამალავთ, მაშინაც კი, თუ შექმნილი ვითარება რთული ან წინააღმდეგობრივი გეჩვენებათ. გახსოვდეთ, რომ სიცილი საუკეთესო წამალია და ხელიდან არ გაუშვათ ერთმანეთის გამხიარულების შესაძლებლობა. ჩართეთ საყვარელი კომედია და ერთად ყოფნით ისიამოვნეთ.
სამსახურში წინა პლანზე პროფესიული განვითარების საკითხები წამოიწევს. მიმართეთ ხელმძღვანელობას, ისინი რამეს აუცილებლად შემოგთავაზებენ. დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, განსაკუთრებით - თუ საქმე ფინანსებს ეხება. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა შესაძლოა ქრონიკული დაავადებების გამწვავება, სეზონური ვირუსული ინფექციები და გაციება.
კურო
პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სირთულეები - შესაძლოა, ეჭვიანობით ან ბუტიაობით პარტნიორთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დრო დაუთმოთ ფინანსური პრობლემების მოგვარებას და ყველაფერს, რაც პირად კეთილდღეობას უკავშირდება. თუ თქვენი საქმიანობა ფინანსებს ან ინვესტიციებს ეხება, დღეს შესაძლოა სარფიანი შემოთავაზება მიიღოთ. ზოგიერთ კუროს გაუჩნდება სურვილი, რომ თავი გამოიჩინოს და შთაბეჭდილება მოახდინოს, თუმცა ამის მიღწევა ადვილი არ იქნება.
ამ პერიოდში თქვენი ჯანმრთელობა არასტაბილურია და შესაძლოა, ყურადღების კონცენტრაცია გაგიჭირდეთ. მოერიდეთ წითელ ხორცს და მძიმე საკვებს და უპირატესობა ბოსტნეულსა და ხილს მიანიჭეთ.
ტყუპები
ახლობელი ადამიანის დადანაშაულებას ნუ იჩქარებთ, სანამ სიტუაციაში კარგად არ გაერკვევით. არაა გამორიცხული, რომ უბრალოდ არაკეთილმოსურნეთა ჭორების მსხვერპლი გახდით. დღე ხელსაყრელია შვილებზე სასაუბროდ - მათი წარმატებებისა და პრობლემების განხილვა კიდევ უფრო დაგაახლოებთ. ძველ პროექტებზე მუშაობამ შეიძლება მოულოდნელი შედეგი გამოიღოს. გადახედეთ თქვენს მიდგომებს და ეცადეთ, ძველ იდეებს მეორე შანსი მისცეთ. ამ დღეს ხარჯებთან სიფრთხილე გმართებთ. შესაძლოა მოულოდნელი ვალდებულებები გამოგიჩნდეთ, ამიტომ მზად იყავით და ფინანსები შესაბამისად დაგეგმეთ.
სავარაუდოდ, საღამოს აღმოჩნდებით იმ ადამიანთა გარემოცვაში, რომლებსაც უყვარხართ და გაფასებენ, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე დადებითად აისახება.
კირჩხიბი
უარს ნუ იტყვით პაემანზე - ის დიდ სიხარულს მოგიტანთ. სავარაუდოდ, დღევანდელი ნაცნობობა მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება. მზად იყავით მოულოდნელი სტუმრებისთვის. სამსახურში წარმატება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. დამატებითი ვალდებულებების აღება ნუ მოგერიდებათ, ეს კარიერული ზრდისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია! ერიდეთ თაღლითებს, რომლებიც თქვენი სახსრების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს ფასდაკლებული ნივთების შეძენას უნდა მოერიდოთ. ჯანსაღი კვება და სრულფასოვანი ძილით ძალების აღდგენაში და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.
ლომი
მოახლოვებული ცვლილებები, პირველ რიგში, პირად ცხოვრებას შეეხება. ბოლოს და ბოლოს, მიხვდებით, რომ სიტყვებს ნაკლები მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია წარმატება, თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ კოლეგების მოსაზრებებს მეტი ანგარიში უნდა გაუწიოთ. ნუ უგულებელყოფთ ახლობლების რჩევებს ფულის ხარჯვასა და ინვესტირებასთან დაკავშირებით. ამ საკითხებში მხოლოდ ინტუიცია ვერ დაგეხმარებათ - სჯობს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ. თქვენი ენთუზიაზმი გარშემომყოფებისთვისაც გადამდები იქნება.
ქალწული
გარემოებათა არახელსაყრელი განვითარება ან შურიანი ადამიანების ინტრიგები გაიძულებთ, რომ მთელი ენერგია საკუთარი პატიოსანი სახელის დაცვისკენ მიმართოთ. შესაძლებელია მცირე კამათი ახლო ნათესავებთან. გახსოვდეთ, რომ შვილების აღზრდა მეტ მოთმინებასა და გაგებას მოითხოვს. მარსის გააქტიურების გამო, შესაძლოა სხვადასხვა სახის სირთულეები წარმოიშვას, ამიტომ უმჯობესია, კონტრაქტების გაფორმებასა და გარიგებებთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადოთ. ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ ახალი კავშირები დაამყაროთ - ეს დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.
სასწორი
შეინარჩუნეთ ცივი გონება, მაშინაც კი, თუ პირად ცხოვრებაში პრობლემები გაქვთ. ნუ ინერვიულებთ, თანდაყოლილი სიფრთხილე და გამჭრიახობა წარმოქმნილი უთანხმოებების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა ახალი ცოდნის მიღებისა და ანალიტიკური საქმიანობისთვის. თქვენი ინტელექტუალური პოტენციალი იზრდება, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ფინანსებთან დაკავშირებით გაუაზრებელ ნაბიჯებს ნუ გადადგამთ.
მოერიდეთ ცხიმიან საკვებს, რადგან მან შეიძლება გულძმარვა და კუჭში დისკომფორტი გამოიწვიოს.
მორიელი
სასიყვარულო ურთიერთობებში შეიძლება ბევრი გარეშე ფაქტორი ჩაერიოს: ბინის საკითხი, მშობლებთან ურთიერთობა, დაუსრულებელი საქმეები და ა.შ. შესაძლოა, უფროსთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდეს, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შენაძენს, რადგან გაუმართლებელი ხარჯები ოჯახურ ბიუჯეტს დააზარალებს. ამ ეტაპზე ვალები არაფერში გჭირდებათ. ძალისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ.
მშვილდოსანი
ვარსკვლავების განლაგება სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ვარსკვლავები დაუჯერებელი რომანტიკული თავგადასავლის შესაძლებლობაზე მიგანიშნებენ! თუმცა ყურადღებით იყავით, რომ საკუთარი ბედნიერება არ გამოგეპაროთ. ხელმძღვანელობა დღეს განსაკუთრებით მომთხოვნი იქნება, რაც აქტიური იუპიტერის გავლენაა. ეცადეთ, შრომითი დისციპლინა არ დაარღვიოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ მალე შემოსავალი გასავალს გადააჭარბებს და ფულის დაგროვებას შეძლებთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა თქვენს ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე დადებით გავლენას მოახდენს.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება დაუთმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ურთიერთობაში შესაძლოა ხანგრძლივი კრიზისი დაიწყოს. ყოველდღიურ საქმეებში წარმატების მისაღწევად „ღრუბლებიდან მიწაზე დაშვება" და დასახულ ამოცანებზე სრული კონცენტრირება დაგჭირდებათ. ხელქვეითებთან უხეშად საუბარს და მბრძანებლობას მოერიდეთ, თორემ საპასუხოდ უკმაყოფილებას და აგრესიას მიიღებთ. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი არც ისე მაღალია, ამიტომ ეცადეთ, ძალები ტყუილად არ ხარჯოთ და ნერვებს გაუფრთხილდეთ. თუ თქვენი დღის რუტინა არ მოგწონთ და უინტერესოა, ახალი სამსახურის პოვნაზე უნდა იფიქროთ.
მერწყული
გარშემო მყოფების ნდობით ბოროტად ნუ ისარგებლებთ, ამბიციები აკონტროლეთ და ავანტიურებს მოერიდეთ. მალე მოგეცემათ შანსი, რომ ძველი სურვილი აიხდინოთ. შესაძლოა, ეს ძვირად ღირებული შენაძენი იყოს, რომელიც განწყობას მკვეთრად აგიმაღლებთ! პროფესიული თვალსაზრისით ეს დღე საინტერესო გეგმებით სავსეა, თუმცა გარკვეული ფაქტორები გეგმების განხორციელებაში ხელს შეგიშლით. არც კი იფიქროთ ფულის მოტყუებით ან უკანონო გზით შოვნაზე, თორემ მკაცრად დაისჯებით! საღამოსთვის შინაგანად და ფიზიკურად გამოფიტული იქნებით, თუმცა მიღწეული შედეგები კმაყოფილებას მოგიტანთ. ენერგეტიკული ბალანსის აღდგენაში ვარჯიში და სწორად დაბალანსებული კვება დაგეხმარებათ.
თევზები
დღეს თქვენს მეორე ნახევარს თქვენი დახმარება და თანადგომა დასჭირდება, თანაც თქვენთვის უცნობ სფეროში. ეს დღე ხელსაყრელია ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გამოსაკვლევად. სამსახურში დიდი წარმატება გელით, ნუ მოგერიდებათ გამოცდილების გაზიარება ახალბედა კოლეგებისთვის. ფულთან დაკავშირებულ პრობლემებს გულთან ნუ მიიტანთ - თქვენი ფინანსური მდგომარეობა მალე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამ დღეს სასიცოცხლო ძალების აშკარა მატება არ შეიმჩნევა, თუმცა არც ავადმყოფობის სიმპტომები შეგაწუხებთ. დალიეთ ახლად გამოწურული წვენები, სუფთა ჰაერზე ისეირნეთ და მსუბუქ ფიზიკურ აქტივობას ნუ დაივიწყებთ.
მსგავსი სიახლეები
5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მაისის ამინდის პროგნოზი
თუ ჩვენ გვინდა, რომ ქართული ღვინო იყოს ხარისხთან ასოცირებული, ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან - დავით სონღულაშვილი
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა დღეს არ არის დაგეგმილი
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა
4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
4 მაისის ამინდის პროგნოზი
ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია
მიტროპოლიტი შიო - ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში საყოველთაო ნათლობების ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს
მეუფე გრიგოლი - ძალიან მინდა, არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, რაც ერში ტარდება
რომელ კლინიკებში ჩატარდება ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი - დაწესებულებების ჩამონათვალი
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაფი პროდუქტების კალათა - რამდენიმე კომპანია პირობას დებს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები უფრო ხელმისაწვდომი გახდება
3 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
როდის გაიმართება გაფართოებული საეკლესიო კრება - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება
3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
3 მაისის ამინდის პროგნოზი
„ნიკორა სუპერმარკეტი": ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე
„გუდვილი“: კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნეს „სოციალური კალათის“ პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი