მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გაახანგრძლივა.
მათივ ცნობით, კანდიდატებს საგამოცდო საფასურის (არანაკლებ ერთი გამოცდის) გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, ხოლო რეგისტრაციის დასრულება - 11 მაისის 18:00 საათამდე.
„აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, საგამოცდო საფასურის გადახდა რეგისტრაციის პროცესის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს და აღნიშნული ვადების დაცვა სავალდებულოა.
ვადების გახანგრძლივება მიზნად ისახავს კანდიდატების ხელშეწყობას, რათა მათ სრულფასოვნად და შეუფერხებლად შეძლონ რეგისტრაციის პროცედურის გავლა. განსაზღვრული ვადების ამოწურვის შემდეგ რეგისტრაციის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობა შეუძლებელი იქნება.
სპეციალური საგამოცდო პირობების საჭიროების მქონე პირებმა რეგისტრაციისას უნდა მონიშნონ შესაბამისი ველი და 11 მაისის 18:00 საათამდე წარადგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N IV-100ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში", - ნათქვამია
მსგავსი სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - გაგრძელდება დიუშენის მედიკამენტების შესწავლა, თანხა არ იქნება დაზოგილი, როცა სამკურნალო საშუალებას რეალური ეფექტების მოტანა შეუძლია და ეჭვქვეშ არ დგას უსაფრთხოება
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა
გამოცხადდა 2026 წლის ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს, 18:00 საათზე იწურება
5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მაისის ამინდის პროგნოზი
თუ ჩვენ გვინდა, რომ ქართული ღვინო იყოს ხარისხთან ასოცირებული, ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან - დავით სონღულაშვილი
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა დღეს არ არის დაგეგმილი
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა
4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
4 მაისის ამინდის პროგნოზი
ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია
მიტროპოლიტი შიო - ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში საყოველთაო ნათლობების ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს
მეუფე გრიგოლი - ძალიან მინდა, არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, რაც ერში ტარდება
რომელ კლინიკებში ჩატარდება ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი - დაწესებულებების ჩამონათვალი
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაფი პროდუქტების კალათა - რამდენიმე კომპანია პირობას დებს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები უფრო ხელმისაწვდომი გახდება
3 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
როდის გაიმართება გაფართოებული საეკლესიო კრება - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება