შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ყველა ელჩს, გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში

ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ დიპლომატებს, რომლებსაც კიდევ აქვთ იმედი, რომ ანტიქართული ძალებისგან რაიმე შეიძლება გამოაცხონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან „ძლიერი საქართველოს" წევრების შეხვედრასთან დაკავშირებით.

„ყველა გეგმა, რომელიც სხვადასხვა საელჩოს ჰქონდა დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩაიშალა მარტივი რამის გამო: ისინი გვერდში უდგებიან მათ, ვინც ერთგულებას უცხადებს მათ - უცხოელებს და არა ქართველებს და ამას არ ექნება არანაირი შედეგი.

რაც შეეხება კონკრეტულად „ლელოს", ეს არის რადიკალური პარტია, რომელმაც უარი თქვა დემოკრატიულ მანდატზე და, შესაბამისად, არის ანტიდემოკრატიული ძალა, ანტიკონსტიტუციური ძალა. თქვენ იცით, რომ მიმართული გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ველოდებით განხილვებს. ეს არის ძალა, რომელიც ცდილობდა, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარი ლარი ამოეღო და ჯიბეში ჩაედო. მამუკა ხაზარაძე ცდილობდა თაღლითური სარჩელებით ამას და დამარცხდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ. ეს ძალა როდესაც არის მხარდაჭერილი სხვადასხვა უცხოური ჯგუფების მიერ, აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერს აეხადა ფარდა; ღირებულებებზე საუბარი არის აბსოლუტური ფარსი ზოგიერთი ევროპელის მხრიდან, ვინაიდან ისინი ჩაფლული არიან თაღლითებთან, ანტიქართული განწყობების მქონე ძალებთან თანამშრომლობაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში არცერთი ადამიანის ბედი არ წასულა კარგად, ვინც ცდილობდა გარე ძალებით ხელისუფლების მოპოვებას.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უნდა რაიმე გააკეთოს საქართველოს პოლიტიკაში, ყველას ვურჩევ, შეეშვან ერთი საელჩოდან მეორეში სიარულს და გარე ძალების იმედად აქ ყოფნას. საქართველოს ისტორიაში არცერთი ადამიანის ბედი არ წასულა კარგად, ვინც ცდილობდა გარე ძალებით ხელისუფლების მოპოვებას და შენარჩუნებას. ისტორია ყოველთვის მეორდება და არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი გავლენის დამყარებას საქართველოში, აქვთ სხვადასხვა მტრული თუ არასწორი მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით. ყველა, ვინც დადგება და ჩადგება უცხო ქვეყნის სამსახურში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში, დამარცხდება საკუთარ ხალხთან. როგორც მარცხდებოდნენ აქამდე სხვადასხვა უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების თუ ელჩების იმედად, ასე დამარცხდებიან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მიმართა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს.

„ასევე, ვეტყვი უცხო ქვეყნების ელჩებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სხვადასხვა დიდი ქვეყნის წარმომადგენლები რახან არიან, ეს მათ აძლევს რაიმე უფლებას, სხვა ხალხის ცხოვრებაში ჩაერიონ. შეიძლება, ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ ბრიტანეთის მიერ ატომური ბომბის ფლობა აძლევს უფლებას, სხვა ქვეყნებს შეხედოს, როგორც მეორეხარისხოვანს და თავს მოახვიოს საკუთარი დღის წესრიგი, გადახედონ გინდ საკუთარ და გინდ საქართველოს ისტორიას. ბევრი გვინახავს ასე ცხვირაწეული საქართველოსთან მოლაპარაკე ხალხი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საქართველო დარჩა და სხვა, ვინც დიდი გონორით ცდილობდა საქართველოს დამორჩილებას, ვხედავთ, რომ სხვადასხვა ბედს იზიარებენ. მე ყველა ელჩს მოვუწოდებ, გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ საქართველოში ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში. კარგი არაფერი მოუტანია სხვისი ხელების ფათურს ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ამიტომ ყველა, შესაბამისად, უნდა შეეშვას ამგვარ ქცევას", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
გიორგი გაბუნია: საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე
ვატო შაქარიშვილი: ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია
ევევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ
ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ
ნიკა გვარამია - ალიანსში დაპირისპირება არ არის, მძიმე დისკუსიებია ზოგჯერ, ერთმანეთის კრიტიკა ალიანსის დაშლას არ ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ მივსულვართ
შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ყველა ელჩს, გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია საბჭოური მიდგომებიდან როგორც კი გამოვა, ყველაფერი გაჯანსაღდება, ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერაა
სომხეთში საერთაშორისო კონფერენცია „ერევნის დიალოგი 2026“ იმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია მონაწილეობს
ელენე ხოშტარია - ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთებას, დავიწყოთ ფიქრი, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლის შემდეგ
პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრაზე - პრობლემები რაც იყო, რა თქმა უნდა, არსად წასულა, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულნი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, შესაბამისად, ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის
,,დიდი ხნის განმავლობაში პირველად, საქართველოს პრემიერთან პირისპირ ხანმოკლე საუბარი გვქონდა, მიმაჩნია, რომ ესეც სწორია''- ვოლოდიმირ ზელენსკი
ირაკლი კობახიძე - არავის არ ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
,,საქართველოს შესახებ როდესაც უსამართლო რეზოლუციებია მიღებული, შეუძლებელია, კომენტარის, პასუხის გარეშე დარჩეს''- მაკა ბოჭორიშვილი
,,უკრაინულ მხარესთან დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ელჩების საკითხსზე ვისაუბრეთ''- მაკა ბოჭორიშვილი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ერთიანდებოდნენ და იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ
,,გუნდი და საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა - იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება
,,ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდებოდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა''- პრემიერი