ნიკა გვარამია - ალიანსში დაპირისპირება არ არის, მძიმე დისკუსიებია ზოგჯერ, ერთმანეთის კრიტიკა ალიანსის დაშლას არ ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ მივსულვართ

„ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ალიანსში დაპირისპირება არ არის, არამედ ზოგჯერ მძიმე დისკუსიებია.

 

გვარამიას თქმით, კრიტიკა ალიანსის დაშლას არ ნიშნავს.

 

„ვისურვებდი, ეს არ ყოფილიყო, მაგრამ ალიანსის შექმნისასაც ვთქვით, არავის გვეგონა, ცხოვრება მარტივი იქნებოდა. ერთმანეთის კრიტიკა არ ნიშნავს ალიანსის დაშლას, ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ მივსულვართ. ალიანსში შემავალ პარტიებს გვაერთიანებს მთავარი - ეს არ არის ურთიერთსიყვარული, ეს არის ერთიანი მიზანი, საქართველოს გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილისგან. პლუს, ალიანსში შემავალ პარტიებს გვაერთიანებს, რომ არ ვაღიარეთ არჩევნების შედეგები, არ შევედით არჩევნებში, რომელიც არ მიგვაჩნდა არჩევნებად და არც შევალთ იმგვარ არჩევნებში, რომელიც სავარაუდოდ იქნება ასევე „არჩევნები". ეს გვაერთიანებს და თუ დავიშლებით, დავიშლებით იმ ნიადაგზე, რომ ვიღაც ამას არ დაეთანხმება. იმედი მაქვს, ასეთები არ იქნება.

 

დისკომფორტს წარმოადგენს ნებისმიერი ურთიერთდაპირისპირება, თუნდაც პერსონალური. მიხეილ სააკაშვილს და პატიმრებს მე ზოგადად არაფერს ვურჩევ, მათ აქვთ ბევრად მეტი თავისუფლება ნებისმიერი გამოხატვის ფორმაში, ვიდრე ადამიანებს, რომლებიც არიან გარეთ. მე შემიძლია, ეს გითხრათ, როგორც პატიმარმა და როგორც ადამიანმა, რომელმაც ჩემი მეგობრები დავტოვე ციხეში იქიდან გამოსვლის შემდეგ, რაც ძალიან მძიმეა. მაგრამ ყველას, მათ შორის არა მხოლოდ ალიანსის წევრებს, არამედ გულშემატკივრებს ვურჩევდი, დაპირისპირების გაღვივებაში არ მიიღონ მონაწილეობა. პირიქით, ვეცადოთ, ამგვარი დაპირისპირებები რაც შეიძლება მინიმიზებული იყოს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 





მსგავსი სიახლეები
გიორგი გაბუნია: საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე
ვატო შაქარიშვილი: ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია
ევევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ
ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ
ნიკა გვარამია - ალიანსში დაპირისპირება არ არის, მძიმე დისკუსიებია ზოგჯერ, ერთმანეთის კრიტიკა ალიანსის დაშლას არ ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ მივსულვართ
შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ყველა ელჩს, გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია საბჭოური მიდგომებიდან როგორც კი გამოვა, ყველაფერი გაჯანსაღდება, ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერაა
სომხეთში საერთაშორისო კონფერენცია „ერევნის დიალოგი 2026“ იმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია მონაწილეობს
ელენე ხოშტარია - ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთებას, დავიწყოთ ფიქრი, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლის შემდეგ
პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრაზე - პრობლემები რაც იყო, რა თქმა უნდა, არსად წასულა, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულნი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, შესაბამისად, ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის
,,დიდი ხნის განმავლობაში პირველად, საქართველოს პრემიერთან პირისპირ ხანმოკლე საუბარი გვქონდა, მიმაჩნია, რომ ესეც სწორია''- ვოლოდიმირ ზელენსკი
ირაკლი კობახიძე - არავის არ ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
,,საქართველოს შესახებ როდესაც უსამართლო რეზოლუციებია მიღებული, შეუძლებელია, კომენტარის, პასუხის გარეშე დარჩეს''- მაკა ბოჭორიშვილი
,,უკრაინულ მხარესთან დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ელჩების საკითხსზე ვისაუბრეთ''- მაკა ბოჭორიშვილი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ერთიანდებოდნენ და იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ
,,გუნდი და საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა - იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება
,,ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდებოდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა''- პრემიერი