ზურაბ ჯაფარიძე - პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხსო, გეგონება, ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და გამოყვანა მეზარებოდეს

 

26 მაისის აქციაზე მესმის და ვკითხულობ სხვადასხვა ტექსტს, ასჯერ გამოვედით და მერე რა, ვიდრე ალტერნატივა არ გამოჩნდება, არაფერს აზრი არ აქვს, ოპოზიცია არ ვარგა. ყველა უნიჭო ამას იმეორებს, თითქოს ვინმეს განსაკუთრებული ვალდებულებები გვქონდეს, სასწაულები ჩავიდინოთ, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, 26 მაისს თსუ-დან მსვლელობა გაიმართება პარლამენტის შენობისკენ.

„26 მაისს, 19:00 საათზე დაანონსებულია აქცია, თსუ-დან მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ. ალიანსმა დააანონსა. შემდეგ მესმის და ვკითხულობ სხვადასხვა ტექსტს ამ აქციაზე: რა არის მიზანი, რატომ უნდა გამოვიდეთ, ასჯერ გამოვედით და მერე რა, ვიდრე ალტერნატივა არ გამოჩნდება, არაფერს აზრი არ აქვს, ოპოზიციის ბრალია ყველაფერი, ოპოზიცია არ ვარგა. ეს კლასიკაა უკვე. ყველა უნიჭო და უტრაკო ამას იმეორებს ოცდაოთხი შვიდზე, სოციალურ ქსელში იქნება, თუ ტელევიზორში. თითქოს ვინმეს, ან მე, ან რომელიმე სხვა მოქალაქეს რაღაც განსაკუთრებული ვალდებულებები გვქონდეს, სასწაულები ჩავიდინოთ. კიდევ არის ის, რომ პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხსო. გეგონება, მე სადმე ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და ამ ხალხის გამოყვანა მეზარებოდეს. მოკლედ, ტონა აზრია. ერთ სულზე ოცი აზრი მოდის, მათ შორის ხშირად ურთიერთგამომრიცხავი. ისიც არ მესმის, რატომ ფიქრობს ვინმე, რომ მე ხალხის გაღვიძების ვალდებულება მაქვს, რადგან პოლიტიკოსი გქვია. კაი, ნუ გაატრაკე მართლა. პოლიტიკოსი მქვია და ამიტომ რაღაც განსაკუთრებული ვალდებულებები მაქვს? ვისაც პოლიტიკოსებს ეძახით, რამდენი ადამიანია ეგეთი, ორი ათეული ალბათ. ეგ ხალხი რომ უცებ პენსიაზე გავიდეს, ჩემი ჩათვლით, ან უბრალოდ ვთქვათ, რომ დავიღალეთ, მოგვბეზრდა, აღარ გვინდა, შვილებს გვინდა, მივხედოთ, ან შეიძლება დაგვიჭირონ, ან მაგალითად, აგერ გვკრძალავენ, შემდეგ შენ რას აპირებ? კონკრეტულად შენ, ბრძნულ აზრებს რომ აფრქვევ, მაგით რომ ხარ დაკავებული ან მაგასაც არ აკეთებ, შემდეგ ვისკენ იშვერ თითს და როგორ აგრძელებ ამ რაღაც უთავმოყვარეო წუმპეში ცხოვრებას? მერე ვის აბრალებ ყველაფერს, მათ შორის საკუთარ სიმხდალესა და უუნარობას? ალბათ მოიგონებ რამეს, ენას ძვალი არ აქვს. სხვა თუ არაფერი, გადაბარგდები იმ მრავალრიცხოვანი ადამიანების რიგებში, რომლებიც ახლა ელოდებიან ახალი ქართველი მადიარის გამოჩენას ან რუსეთის დაშლას, რადგან ამ წუთში ეგ არის ყველაზე უსაფრთხო, მოდური თავშესაფარი ყველა შეშინებულისთვის ან ნაადრევად დაღლილისთვის", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რატომაც, მისი აზრით, ხალხი 26 მაისს აქციაზე უნდა გავიდეს.

„ორი სიტყვის თქმა მინდა 26 მაისზე, იმაზე, თუ რატომ უნდა გამოვიდეთ. იმავეს გავიმეორებ, რაც ათასჯერ მითქვამს. ასეთი რეჟიმები ყოველთვის დგას ტყუილებზე. ტყუილი არის რეჟიმის სისხლი. მის გარეშე ის უბრალოდ ჩამოიშლება. ერთ-ერთი მთავარი ტყუილი, რაზეც ეს რეჟიმი და მისი მილიონერი მსახურები დგას, არის ის, რომ ისინი თითქოს უმრავლესობა არიან. ყოველ ჯერზე, როდესაც ქუჩაში გამოდის ბევრი ხალხი, ეს მითი ინგრევა. მათ ნაყიდ თუ დაშინებულ მხარდამჭერებში ჩნდება ბზარი. „იმედის", „პოსტივის" და „რუსთავი 2"-ის პროპაგანდას აკლდება ძალა ყოველთვის, როცა ბევრი ხალხი გამოდის ქუჩაში. იმედი უჩნდებათ სისტემის სამსახურში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც ასევე ყელში აქვთ ამოსული ეს რეალობა, შეიძლება ჩვენზე მეტადაც კი, შეიძლება ჩვენზე მეტადაც უნდოდეთ ცვლილებები, ასევე ციხეში მყოფ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ საჩვენებლად დასაჯეს, რომ სხვებმა ვერ გაბედონ ხმის ამოღება, ნაწამებ ადამიანებს, რომლებმაც ვერ იპოვეს სამართალი, ჯოჯოხეთი გაიარეს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს, რომ ისევ იქ ვართ, ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას, ერთმანეთს რაღაცნაირად ვავსებთ იმედით, რწმენით. ჩვენი მეგობრები ხედავენ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას და მათაც მეტი მოტივაცია უჩნდებათ, რაღაცნაირად დაგვეხმარონ. ბევრნი თუ გამოვდივართ, მაშინ ხდება ეს, მაგრამ პირიქითაც ხდება, როდესაც შენ რაიმე მიზეზით - უიმედობის, დაღლილობის, სიზარმაცის, გაურკვევლობის გამო რჩები სახლში.  რეჟიმი უფრო მარტივად ყიდის თავისი ტყუილების კასკადს, რომ ისინი არიან უმრავლესობა, ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს, რომ ხალხში პროტესტი, ბრაზი, ცვლილებების სურვილი არ არის, ან აღარ არის, ჩვენ შევეგუეთ იმას, რომ ახალგაზრდები აწამეს, გოგოები სცემეს, ქალები, რომლებიც ღირსებას იცავდნენ, ციხეში ჩასვეს, ქვეყანა მოაქციეს სრულ იზოლაციაში, ცხოვრება გააძვირეს, ქაჯები და უნიჭოები აღაზევეს და დაგვასვეს თავზე, ფუფუნებაში, სასახლეებში ცხოვრობენ და ამას აღარ მალავენ; იპარავენ ბაგა-ბაღების, ჯარისკაცების, მოხუცთა თავშესაფრების ფულებს, სახლში, სეიფში ულაგიათ მილიონები და ოქროს ზოდები. მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებსაც პრემიერსა და პრეზიდენტს ეძახიან. ეგ ადამიანები ლაქიებად ჰყავს დაყენებული ვიღაც ფულიან კაცს. ის ორი მთელი მონდომებით, სიამაყით ასრულებს ამ როლებს. მ ყველაფერს  თუ გააპროტესტებ, შესაძლოა, მათ შორის ტროტუარზე დგომის გამო გაგიშვან ციხეში ერთი წლით. სახლში როდესაც რჩები, თითქოს ამ ყველაფერს შევეგუეთ. ყოველ ჯერზე, როდესაც რჩები სახლში, ამას აწერ ხელს. რეჟიმის პროპაგანდა ამას გაყიდის, რომ დაგაკარგვინა არა უბრალოდ ყველაფერი, რასაც მთელი ცხოვრება გასწავლიდნენ და რაც საამაყოდ გქონდა, არამედ ადამიანობა, გაქცია პირუტყვად, რომ აღარ გინდა და აღარ შეგიძლია ხმის ამოღება. ამიტომ, უნდა გამოხვიდე 26 მაისს, დაამტკიცო საწინააღმდეგო, რომ ხარ ისევ ადამიანი. პირველ რიგში, დაუმტკიცო საკუთარ თავს, თორემ სხვების თვალში რა გამოჩნდები, მაგას რა დიდი მნიშვნელობა აქვს. 26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. ისედაც ცხადია, ამ დღეს უნდა გამოვდიოდეთ გარეთ, მაგრამ ამ წუთში ვართ სხვა რეალობაში, სხვა ბრძოლაში და უფრო ფუნდამენტური რაღაცები გაქვს მოსაგვარებელი, რათა დამოუკიდებლობაც არ დავკარგოთ, ან დამოუკიდებლობას რაიმე ფასი, შინაარსი, აზრი,  ღირებულება ჰქონდეს. 26 მაისს, 19:00 საათზე თსუ-თან, გადაეცით ყველას", - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას''- საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ზურაბ ჯაფარიძე - პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხსო, გეგონება, ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და გამოყვანა მეზარებოდეს
გიორგი გაბუნია: საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე
ვატო შაქარიშვილი: ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია
ევევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ
ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ
ნიკა გვარამია - ალიანსში დაპირისპირება არ არის, მძიმე დისკუსიებია ზოგჯერ, ერთმანეთის კრიტიკა ალიანსის დაშლას არ ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ მივსულვართ
შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ყველა ელჩს, გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია საბჭოური მიდგომებიდან როგორც კი გამოვა, ყველაფერი გაჯანსაღდება, ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერაა
სომხეთში საერთაშორისო კონფერენცია „ერევნის დიალოგი 2026“ იმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია მონაწილეობს
ელენე ხოშტარია - ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთებას, დავიწყოთ ფიქრი, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლის შემდეგ
პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრაზე - პრობლემები რაც იყო, რა თქმა უნდა, არსად წასულა, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულნი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, შესაბამისად, ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის
,,დიდი ხნის განმავლობაში პირველად, საქართველოს პრემიერთან პირისპირ ხანმოკლე საუბარი გვქონდა, მიმაჩნია, რომ ესეც სწორია''- ვოლოდიმირ ზელენსკი
ირაკლი კობახიძე - არავის არ ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
,,საქართველოს შესახებ როდესაც უსამართლო რეზოლუციებია მიღებული, შეუძლებელია, კომენტარის, პასუხის გარეშე დარჩეს''- მაკა ბოჭორიშვილი
,,უკრაინულ მხარესთან დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ელჩების საკითხსზე ვისაუბრეთ''- მაკა ბოჭორიშვილი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ერთიანდებოდნენ და იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ
,,გუნდი და საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე''- პრემიერი