6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
თქვენს ცხოვრებაში დაუვიწყარი მოვლენა მოხდება. ვარსკვლავების განლაგებით თუ ვიმსჯელებთ, ეს დიდი ხნის ნანატრი და სასიამოვნო ამბავი იქნება. ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, თქვენს მეორე ნახევარს მეტად ენდოთ. თქვენი ეჭვიანობა და უმიზეზო უნდობლობა შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს. უახლოეს დღეებში საქმიანი შეხვედრა ან მივლინება გელით. ამ დღეს „ცივი გონებით" მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. ფულთან ან საბუთებთან მუშაობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ - არსებობს შეცდომის დაშვების საფრთხე. ნუ გასცემთ ნაჩქარევ დაპირებებს, რადგან სავარაუდოდ, მათ შესრულებას ვერ შეძლებთ. დღეს შანსი გექნებათ, რომ აპატიოთ მათ, ვინც წარსულში გული გატკინათ. ეს კეთილშობილი ნაბიჯი თქვენს აურაზე დადებითად აისახება.
კურო
თქვენი ფსიქიკა ახლა დაუცველია, ამიტომ დამშვიდდით და მოთმინება გამოიჩინეთ. მეგობრის რჩევა პირადი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. მალე დარწუნდებით, რომ ხანგრძლივ ფილოსოფიურ მსჯელობას გადამჭრელი მოქმედება სჯობს. დაუღალავი შრომა და შეუპოვრობა ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ფინანსურ დავებს და ეცადეთ, მატერიალური საკითხები მშვიდობიანად მოაგვაროთ. თუ ზედმეტი კილოგრამების დაკლებაზე ოცნებობთ, გახსოვდეთ, რომ თუ ჯერ ივარჯიშებთ, შემდეგ კი დივანზე წამოწვებით და ტორტს მიირთმევთ, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
ტყუპები
პირად ცხოვრებაში პატარა სიურპრიზი გელით. დადგა დრო, რომ იმიჯი შეიცვალოთ და ურთიერთობებს გადახედოთ. ეცადეთ, მეორე ნახევართან მეტი დრო გაატაროთ - ეს თქვენს კავშირს გააძლიერებს. ამ დღეს სამსახურში თქვენს წარმატებას ის განსაზღვრავს, თუ რამდენად მონდომებული იქნებით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მუშაობა მხოლოდ ფუსფუსის იმიტაცია არ უნდა იყოს. საუკეთესო დღეა სპორტისა და ფიზიკური შრომისთვის. ბევრ ტყუპს გაუჩნდება სურვილი, რომ გარისკოს და ადრენალინის მოზღვავება იგრძნოს.
კირჩხიბი
მათ, ვინც სასიყვარულო ურთიერთობა ახლახან დაიწყო, მოვლენების დაჩქარებას არ ვურჩევთ - ამან შეიძლება თქვენი პარტნიორის გაღიზიანება გამოიწვიოს. სანამ გაებუტებით, ეცადეთ, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ - შესაძლოა მისი პრეტენზიები უსაფუძვლო არ იყოს. კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს, მოსალოდნელია კამათიც. კოლეგა, რომელიც მეგობარი გეგონათ, ეცდება, სხვა კოლეგების ან ხელმძღვანელობის თვალში უარყოფითად წარმოგაჩინოთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება წარმატებულ ფინანსურ ოპერაციებს გპირდებათ. ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ლომი
შესაძლოა, მალე სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ. ვარსკვლავების პროგნოზით, თქვენი რჩეული შეიძლება ის ადამიანი გახდეს, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ. გამორიცხული არ არის შორეული ნათესავების მოულოდნელი სტუმრობა. შესაძლოა, ძველი მეგობრების დახმარებით გავლენიანი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ფინანსებთან დაკავშირებული სარისკო გარიგებები სამომავლოდ გადადოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას - ერთი შეხედვით უწყინარი გაციება შესაძლოა გართულდეს.
ქალწული
ამ დღეს განვითარებული მოვლენების გავლენით სტრატეგიის შეცვლა და პრაგმატულად მოქმედება მოგიწევთ. ძლიერმა ემოციებმა რომ შეცდომა არ დაგაშვებინოთ, ეცადეთ, დროულად შეჩერება ისწავლოთ. პროფესიული პრობლემები სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს - თუ საჭიროა, დახმარება კოლეგებს სთხოვეთ. გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით, თუმცა სანერვიულო არაფერია - თქვენი მატერიალური მდგომარეობა მყარია და შემოსავლების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება. ერთადერთი, რამაც შეიძლება თქვენს განწყობაზე იმოქმედოს, ახლობელი ადამიანის პრობლემებია. თუ ყველა საქმის დროულად დასრულება გსურთ, დილას ადრე უნდა ადგეთ და მოვალეობების ნაწილი სანდო ადამიანებს მიანდოთ.
სასწორი
ეცადეთ, რომ სიმპათიური უცნობის გაცნობის შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გულწრფელობა და სიმართლე ერთმანეთის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ უსამართლო პრეტენზიებით ოჯახის წევრებს გული ატკინოთ. ასე რომ არ მოხდეს, საყვარელი ადამიანების მოსმენა უნდა ისწავლოთ. დღეს კარიერული წინსვლის კარგი შანსი გექნებათ. პირადი მომხიბვლელობა, კავშირები და გამოცდილება ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მთავარია, თავში არ აგივარდეთ - იღბალს ამპარტავანი ხალხი არ უყვარს. დღის დასაწყისში სტრესულ სიტუაციებს მოერიდეთ. დილას რაც ნაკლებად ინერვიულებთ, საღამოს მით უკეთესი განწყობა გექნებათ.
მორიელი
დღევანდელმა შეხვედრამ შესაძლოა დიდ მეგობრობას საფუძველი ჩაუყაროს, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო დიდ გრძნობაში გადაიზრდება. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, უბრალოდ ამ ადამიანთან ურთიერთობით ისიამოვნეთ. ახლობელ ადამიანს თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა დასჭირდება - შესაძლოა ვინმე შეუძლოდ გახდეს ან უსიამოვნო სიტუაციაში გაეხვიოს. ცდუნებას ნუ აჰყვებით, გახსოვდეთ, რომ იოლი ფული მხოლოდ სათაგურშია. ჯობია საქმიანი პარტნიორის კეთილ რჩევას დაუჯეროთ და დაწყებული საქმე დაასრულოთ. თქვენს ჯანმრთელობაზე ემოციური ფონი დიდ გავლენას ახდენს. გაითვალისწინეთ, რომ ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს.
მშვილდოსანი
მოვლენები აჩვენებს, რომ საყვარელ ადამიანს ისე კარგად არ იცნობთ, როგორც გეგონათ და ყველა აღმოჩენა სასიამოვნო არ იქნება. მოერიდეთ ნათესავების კრიტიკას და განსჯას - თქვენი სიტყვები ძალიან მტკივნეულად იქნება აღქმული. ეცადეთ, პოზიტიური და მეგობრული ატმოსფერო შეინარჩუნოთ. შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა დაგეხმარებათ, მნიშვნელოვან ამოცანებზე კონცენტრირდეთ და საქმეები დროულად დაასრულოთ. ფინანსური მდგომარეობა ნაკლებად სტაბილურია, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, გაუაზრებელი ხარჯებისგან თავი შეიკავოთ. ამ დღეებში დიეტის დაწყება ნაკლებად ეფექტურია, რადგან ჯერჯერობით, თქვენი მეტაბოლიზმი შენელებულია.
თხის რქა
ჭორები და სპეკულაციები რომ აირიდოთ, თქვენი პირადი ცხოვრება ყველასთვის საიდუმლოდ უნდა შეინახოთ. სავარაუდოდ, ამ დღეს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ახლობლების პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. თქვენი ბოლოდროინდელი შრომა ნაყოფს გამოიღებს - მოსალოდნელია მატერიალური კეთილდღეობის ზრდა.
შეიძლება არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ - ეცადეთ, რეალურსა და სასურველს შორის გონივრული ბალანსი იპოვოთ.
შესაძლოა დღის ბოლომდე ენერგია არ გეყოთ, მაგრამ ყავისა და სხვა სტიმულატორების გადამეტებული მოხმარებისგან მაინც თავი შეიკავეთ.
მერწყული
თუ გრძნობთ, რომ თქვენს ურთიერთობაში მოწყენილობა გაჩნდა, იფიქრეთ იმაზე, როგორ გაამრავალფეროვნოთ - უჩვეულო პაემანი თქვენს კავშირს ახალ ნაპერწკალს შემატებს. სამსახურში სიფრთხილე გამოიჩინეთ - უფროსი ცუდ ხასიათზეა და სჯობს, თვალში არ მოხვდეთ. როცა საქმე ფულს ან ახალ შენაძენს ეხება, გაბედულად უნდა იმოქმედოთ. ატმოსფერული წნევის ცვალებადობამ შესაძლოა თავის ტკივილი გამოიწვიოს, ამიტომ გამაყუჩებელი საშუალებები ახლოს იქონიეთ.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. ეცადეთ საოჯახო პასუხისმგებლობები სამართლიანად გაანაწილოთ - მნიშვნელოვანია, რომ სახლის მოვლაში ოჯახის ყველა წევრს თავისი წვლილი ჰქონდეს. საპასუხისმგებლო საქმის დაწყება ნუ შეგაშინებთ - თუ მონდომებით და თავდადებით იმუშავებთ, შედეგი თავადაც გაგაოცებთ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური სტრატეგიის განახლებისთვის - დროა, შემოსავლების გაზრდის ახალ გზებზე იფიქროთ. დაგეგმეთ საქმეები პრიორიტეტების მიხედვით და გეგმას მიჰყევით - სწორად ორგანიზებული სამუშაო მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ.
მსგავსი სიახლეები
6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს - სამი ლოცვა, რომელიც გიორგობას ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს
გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დიდ დიღომში გაზის მიწოდება 4200 აბონენტს შეუწყდება
მიხეილ სარჯველაძე - გაგრძელდება დიუშენის მედიკამენტების შესწავლა, თანხა არ იქნება დაზოგილი, როცა სამკურნალო საშუალებას რეალური ეფექტების მოტანა შეუძლია და ეჭვქვეშ არ დგას უსაფრთხოება
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა
გამოცხადდა 2026 წლის ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს, 18:00 საათზე იწურება
5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მაისის ამინდის პროგნოზი
თუ ჩვენ გვინდა, რომ ქართული ღვინო იყოს ხარისხთან ასოცირებული, ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან - დავით სონღულაშვილი
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა დღეს არ არის დაგეგმილი
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა
4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
4 მაისის ამინდის პროგნოზი
ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია
მიტროპოლიტი შიო - ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში საყოველთაო ნათლობების ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს
მეუფე გრიგოლი - ძალიან მინდა, არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, რაც ერში ტარდება
რომელ კლინიკებში ჩატარდება ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი - დაწესებულებების ჩამონათვალი
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე