შალვა პაპუაშვილი - მიჭირს იმის ყურება, როდესაც ვხედავთ დაპირისპირებულ კომენტარებს თავად ეკლესიის შიგნიდან, ყველას მიმართ მექნება თხოვნა, ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი

ვცდილობთ, რაც შეიძლება მორიდებული ვიყოთ ჩვენს კომენტარებში, შესაძლებლობა მივცეთ სინოდს, ღირსეულად გაუძღვეს ამ პროცესს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მრევლის მოლოდინია, რომ სინოდის წევრები ღირსეულად გაუძღვებიან იმ საქმეს, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორემ მათ გადააბარა.

„ძალიან მიჭირს იმის ყურება, როდესაც ვხედავთ დაპირისპირებულ ხმებს, კომენტარებს თავად ეკლესიის შიგნიდან, რაც არ ეკადრება პატრიარქის ხსოვნას. სინოდის თითოეული წევრი, ყველა ეპისკოპოსი ხელდასმულია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ, ყველა არიან მისი სულიერი შვილები. ასევე კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრედ წლების წინ გამორჩეული იყო მეუფე შიო. მე მგონი, ყველამ პატივი უნდა სცეს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას, ყველამ ღირსეულად უნდა ატაროს ის ხელდასმა, რომელიც პატრიარქისგან აქვს მიღებული. ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ გადააბარა კათოლიკოს-პატრიარქმა. ეს არის ყველას მოლოდინი, უპირველეს ყოვლისა, მრევლისა და საზოგადოების მოლოდინი ეკლესიის, სინოდის მიმართ. მე ყველას მიმართ მექნება თხოვნა, ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი, ღირსეულად გაგრძელდეს ის საქმე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით თითოეულ მათგანს ჩააბარა.

ამ განსაკუთრებულ მდგომარეობას, რასაც ჰქვია სინოდის წევრობა, ეპისკოპოსობა, ეპარქიის სულიერი წინამძღვრობა, სჭირდება პასუხისმგებლობით ტარება, მით უფრო, როცა ყველა წევრი ერთი პატრიარქის მიერ არის ხელდასმული. ვისმენთ ისეთ კომენტარებს, როდესაც ხდება პოლიტიკის სფეროში ჩვეულებად ქცეული სიძულვილის ენით საუბარი და შეფასებები. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისგან. ხელისუფლება, ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მორიდებული ვიყოთ ჩვენს კომენტარებში, შესაძლებლობა მივცეთ სინოდს, ღირსეულად გაუძღვეს ამ პროცესს და გამოავლინოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
უკრაინული მხარის ინიციატივით, მაკა ბოჭორიშვილსა და ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ანგარიშვალდებულებას მხოლოდ მათ მიმართ გრძნობს, ვისგანაც დაკვეთას იღებს, ანგარიშვალდებულება არ აქვთ მათ შორის მხარდაჭერების მიმართ
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია
შალვა პაპუაშვილი - მიჭირს იმის ყურება, როდესაც ვხედავთ დაპირისპირებულ კომენტარებს თავად ეკლესიის შიგნიდან, ყველას მიმართ მექნება თხოვნა, ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი
პაველ ჰერჩინსკი - წელს საქართველოში ევროპის დღე მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო
თენგიზ შარმანაშვილი - ოპოზიციას მორიგი ხმაური აქვს, 26 მაისს ვერავის მობილიზებას ვერ შეძლებენ, მხარდაჭერა ნულოვანია
"ამ ოთხოქტომბრელს ვინმემ აუხსენით, რომ თავის პარტიას მიმართოს ხოლმე, დანარჩენებს მისი მოწოდებები წიხლზე გვკიდია "-თამარ ჩერგოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილს პასუხობს
ვასილ მაღლაფერიძე: თავის დროზე ე.წ. ტროიკები უყენებდნენ მუხლს სასამართლოსა და ძიების გარეშე, არ შეიძლება ასეთი საუბარი, მით უმეტეს მედიაზე და მით უმეტეს ევროპარლამენტის სახელით
მეუფე იობის დიპლომთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
,,ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას''- საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ზურაბ ჯაფარიძე - პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხსო, გეგონება, ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და გამოყვანა მეზარებოდეს
გიორგი გაბუნია: საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე
ვატო შაქარიშვილი: ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია
ევევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ
ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ
ნიკა გვარამია - ალიანსში დაპირისპირება არ არის, მძიმე დისკუსიებია ზოგჯერ, ერთმანეთის კრიტიკა ალიანსის დაშლას არ ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ მივსულვართ
შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ყველა ელჩს, გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია საბჭოური მიდგომებიდან როგორც კი გამოვა, ყველაფერი გაჯანსაღდება, ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერაა
სომხეთში საერთაშორისო კონფერენცია „ერევნის დიალოგი 2026“ იმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია მონაწილეობს