შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ანგარიშვალდებულებას მხოლოდ მათ მიმართ გრძნობს, ვისგანაც დაკვეთას იღებს, ანგარიშვალდებულება არ აქვთ მათ შორის მხარდაჭერების მიმართ

ერთადერთი, ვის მიმართაც გრძნობს რადიკალური ოპოზიცია ანგარიშვალდებულებას, არიან ისინი, ვისგანაც დაკვეთას იღებენ. არანაირი ვალდებულება არ აქვთ ქართველი ხალხის, მათ შორის მათივე მხარდაჭერების მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: „პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხსო, გეგონება, ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და გამოყვანა მეზარებოდეს, ისიც არ მესმის, რატომ ფიქრობს ვინმე, რომ ხალხის გაღვიძების ვალდებულება მაქვს".

„ეს ის ხალხია, რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც მხარდაჭერების მიერ მინიჭებული მანდატები დახია და პარლამენტი დატოვა. არანაირი ვალდებულება ქართველი ხალხის, მათ შორის არ აქვთ მათივე მხარდაჭერების მიმართ. მანდატების დახევა, პირველ ყოვლისა, არის ამ მანდატების საკუთარი ამომრჩევლისთვის სახეში შეყრა. ერთადერთი, ვის მიმართაც აქვთ ანგარიშვალდებულება, უცხო ძალებია. ვხედავთ, თავს ლაღად ვერ გრძნობენ რეგიონში და ხალხთან შეხვედრებში. თავს ლაღად გრძნობენ ელჩებთან ოფისებში, ბრიუსელის სხვადასხვა დერეფნებში. ეს არის მათი ბუნებრივი გარემო. ვისგანაც იღებენ დაკვეთას, მათ მიმართ გრძნობენ ანგარიშვალდებულებას. 2024 წელს ამომრჩევლის მიერ მიღებული დაკვეთა დახიეს, მანდატები დახიეს და გადაყარეს ნაგვის ურნაში. ეს არის მათი დამოკიდებულება საკუთარი მხარდამჭერის მიმართ. ერთადერთი, ვისაც ვერ უბედავენ ასეთ ტონს, არის ზოგიერთი უცხოელი ელჩი, რომელიც მათთან კონსპირაციულ შეხვედრებს მართავს და დირექტივების მიცემით არის დაკავებული, ასევე ქვეყნის გარეთ პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებთანაც თავს ვალდებულად გრძნობენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
უკრაინული მხარის ინიციატივით, მაკა ბოჭორიშვილსა და ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ანგარიშვალდებულებას მხოლოდ მათ მიმართ გრძნობს, ვისგანაც დაკვეთას იღებს, ანგარიშვალდებულება არ აქვთ მათ შორის მხარდაჭერების მიმართ
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია
შალვა პაპუაშვილი - მიჭირს იმის ყურება, როდესაც ვხედავთ დაპირისპირებულ კომენტარებს თავად ეკლესიის შიგნიდან, ყველას მიმართ მექნება თხოვნა, ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი
პაველ ჰერჩინსკი - წელს საქართველოში ევროპის დღე მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო
თენგიზ შარმანაშვილი - ოპოზიციას მორიგი ხმაური აქვს, 26 მაისს ვერავის მობილიზებას ვერ შეძლებენ, მხარდაჭერა ნულოვანია
"ამ ოთხოქტომბრელს ვინმემ აუხსენით, რომ თავის პარტიას მიმართოს ხოლმე, დანარჩენებს მისი მოწოდებები წიხლზე გვკიდია "-თამარ ჩერგოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილს პასუხობს
ვასილ მაღლაფერიძე: თავის დროზე ე.წ. ტროიკები უყენებდნენ მუხლს სასამართლოსა და ძიების გარეშე, არ შეიძლება ასეთი საუბარი, მით უმეტეს მედიაზე და მით უმეტეს ევროპარლამენტის სახელით
მეუფე იობის დიპლომთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
,,ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას''- საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ზურაბ ჯაფარიძე - პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხსო, გეგონება, ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და გამოყვანა მეზარებოდეს
გიორგი გაბუნია: საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე
ვატო შაქარიშვილი: ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია
ევევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ
ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ
ნიკა გვარამია - ალიანსში დაპირისპირება არ არის, მძიმე დისკუსიებია ზოგჯერ, ერთმანეთის კრიტიკა ალიანსის დაშლას არ ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ მივსულვართ
შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ყველა ელჩს, გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია საბჭოური მიდგომებიდან როგორც კი გამოვა, ყველაფერი გაჯანსაღდება, ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერაა
სომხეთში საერთაშორისო კონფერენცია „ერევნის დიალოგი 2026“ იმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია მონაწილეობს