სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა "სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან"
„სადაზღვევო კომპანია ვაიზერმა" საქართველოს ბაზარს ახალი და ინოვაციური პროდუქტი - ფრილანსერების დაზღვევა შესთავაზა.
თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ფრილანსერულ საქმიანობას. მსოფლიოში ფრილანსერების რაოდენობა 1.5 მილიარდს აჭარბებს, რაც გლობალური სამუშაო ძალის დაახლოებით 46%-ს შეადგენს.
თუმცა, თავისუფლებასთან ერთად ფრილანსერებს მნიშვნელოვანი გამოწვევებიც აქვთ - არასტაბილური შემოსავალი, სოციალური გარანტიების ნაკლებობა, ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევის არქონა და ავადმყოფობის შემთხვევაში შემოსავლის დაკარგვის რისკი.
სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ, „ვაიზერმა" შექმნა სპეციალურად ფრილანსერებზე მორგებული პროდუქტი - „ფრილანსერების დაზღვევა". იგი მოიცავს როგორც სტანდარტულ სამედიცინო მომსახურებებს, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმების დაფარვასა და შრომისუუნარობის შემთხვევაში ფინანსურ კომპენსაციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ფინანსურ რისკებს.
ახალი პროდუქტი პირველად წარადგინეს „დაზღვევის დღესთან" დაკავშირებულ ღონისძიებაზე, სადაც მას დიდი დაინტერესება მოჰყვა. ასევე, „ვაიზერის" შეთავაზებამ დიდი მოწონება დაიმსახურა „კომბინატში" გამართულ „Unlimited Summit"-ზე, რომელმაც 500-მდე ფრილანსერი და 50 სპიკერი გააერთიანა.
ღონისძიების მონაწილეებს პირველებს მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ სპეციალური პირობებით, რომლებიც სრულად ითვალისწინებს მათი საქმიანობის სპეციფიკას და სთავაზობს 24/7 სატელეფონო ასისტანსს, პირადი ედვაიზერის მომსახურებას, სწრაფ ანაზღაურებასა და მაღალ დაფარვებს.
„ვაიზერის" დაზღვევა მომხმარებელს იცავს იმ შემთხვევაშიც, თუ უბედური შემთხვევის შედეგად დროებით შრომისუუნარო ხდება.
მსგავსი სიახლეები
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა "სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან"
რუსეთში ყველაზე დიდი ქართული ტაძარი გაიხსნა
თამარ ტალიაშვილი - საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას ვუმასპინძლეთ, რომელიც ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მოწვევით იმყოფებოდა
პატრიარქობის კანდიდატი, მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: არის მცდელობები ეკლესიაში შფოთის შემოტანისა და ადამიანების დაბნევის, მრევლი კი ამ ყველაფერს არ უნდა აჰყვეს
,,უფალი სულიწმინდის მადლს იძლევა, თუ ადამიანი ითხოვს ამას, თუ მთელი გულით ცხოვრობს ამისთვის''- საპატრიარქოს პრესსამსახური მეუფე შიოს ქადაგების ტექსტს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკუთარი პროგრამული ხედვის ძირითადი პრინციპები გამოაქვეყნა
ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლებს შეხვდა
მეუფე შიო - მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
კახა კალაძე: "რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების" პროგრამა საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა
6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს - სამი ლოცვა, რომელიც გიორგობას ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს
გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დიდ დიღომში გაზის მიწოდება 4200 აბონენტს შეუწყდება
მიხეილ სარჯველაძე - გაგრძელდება დიუშენის მედიკამენტების შესწავლა, თანხა არ იქნება დაზოგილი, როცა სამკურნალო საშუალებას რეალური ეფექტების მოტანა შეუძლია და ეჭვქვეშ არ დგას უსაფრთხოება
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა
გამოცხადდა 2026 წლის ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს, 18:00 საათზე იწურება
5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მაისის ამინდის პროგნოზი