საგანმანათლებლო პროექტი "ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი" წარმატებით დასრულდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი" წარმატებით დასრულდა.
თბილისის 221-ე საჯარო სკოლაში პროექტის მონაწილეებს კურსის დასრულება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. მოსწავლეებს „სკოლის საარჩევნო ამბასადორის" სტატუსი მიენიჭათ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, პროექტი ხელს უწყობს საარჩევნო საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას სკოლის ასაკიდან და ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. მისი თქმით, პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაიაზრონ საკუთარი როლი ქვეყნის განვითარებაში და ქმნის საფუძველს გრძელვადიან პერსპექტივაში საარჩევნო კულტურის განვითარებისთვის.
სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამა აერთიანებს როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კომპონენტებს, რაც მოსწავლეებს დაეხმარება, მიღებული ცოდნა ეფექტიანად გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ღონისძიებას ასევე დაესწრო სკოლის დირექტორი ინგა სააკაშვილი, რომელმაც თავის მისასალმებელ სიტყვაში ასევე ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე.
საპილოტე პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი" ერთი თვის განმავლობაში 6 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტში დედაქალაქის მასშტაბით 50 საჯარო სკოლის, VII-X კლასების, 900-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ახალგაზრდებმა სამდღიანი ინტერაქციული კურსის განმავლობაში შეისწავლეს დემოკრატიული არჩევნების არსი, მედიაწიგნიერების საფუძვლები, ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობა და გაიღრმავეს ცოდნა სასკოლო თვითმმართველობის არჩევნების პროცესის შესახებ. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა პროექტი დადებითად შეაფასეს.
პროექტი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის ამაღლება, არჩევნების პოპულარიზაცია, არჩევნების მნიშვნელობის გააზრება, ცესკოსა და სწავლების ცენტრის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელდა. მიღებული დადებითი გამოცდილებისა და მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პროექტის განხორციელების ეტაპებისა და შედეგების შეფასების შემდეგ, სამომავლოდ, პროექტის საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ეტაპობრივი დანერგვა იგეგმება.
(R)
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება
საგანმანათლებლო პროექტი "ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი" წარმატებით დასრულდა
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა "სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან"
რუსეთში ყველაზე დიდი ქართული ტაძარი გაიხსნა
თამარ ტალიაშვილი - საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას ვუმასპინძლეთ, რომელიც ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მოწვევით იმყოფებოდა
პატრიარქობის კანდიდატი, მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: არის მცდელობები ეკლესიაში შფოთის შემოტანისა და ადამიანების დაბნევის, მრევლი კი ამ ყველაფერს არ უნდა აჰყვეს
,,უფალი სულიწმინდის მადლს იძლევა, თუ ადამიანი ითხოვს ამას, თუ მთელი გულით ცხოვრობს ამისთვის''- საპატრიარქოს პრესსამსახური მეუფე შიოს ქადაგების ტექსტს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკუთარი პროგრამული ხედვის ძირითადი პრინციპები გამოაქვეყნა
ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლებს შეხვდა
მეუფე შიო - მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
კახა კალაძე: "რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების" პროგრამა საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა
6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს - სამი ლოცვა, რომელიც გიორგობას ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს
გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დიდ დიღომში გაზის მიწოდება 4200 აბონენტს შეუწყდება
მიხეილ სარჯველაძე - გაგრძელდება დიუშენის მედიკამენტების შესწავლა, თანხა არ იქნება დაზოგილი, როცა სამკურნალო საშუალებას რეალური ეფექტების მოტანა შეუძლია და ეჭვქვეშ არ დგას უსაფრთხოება
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა
გამოცხადდა 2026 წლის ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს, 18:00 საათზე იწურება