ანდრია ჯაღმაიძე - სინოდი იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული, რომ პატრიარქის არჩევნები იქნება ისეთივე ღირსეული და სანიმუშო, როგორც პატრიარქის გარდაცვალების შემდგომი პერიოდი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დღეს შეიკრიბნენ მღვდელმთავრები, რათა საბოლოოდ შეეთანხმებინათ გაფართოებული კრების თარიღი. ამის შესახებ ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, მღვდელმთავრებმა ასევე ამოწურეს პროცედურული საკითხები, რათა გაფართოებული სხდომის დროს სხვა საკითხები განსასჯელად აღარ დარჩენილიყო და კრება მხოლოდ პატრიარქის არჩევნებს მიძღვნოდა.

 

„ამიტომ, მრავალი საკითხი - პროცედურულად რის მერე რა უნდა შესრულდეს ისე, რომ ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად იყოს განსაზღვრული, საჭირო იყო თათბირი. დღეს სწორედ ამას მიეძღვნა ეპისკოპოსების შეხვედრა. დელეგატებზეც იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიის წარმომადგენლებს, ანუ თითოეული ეპარქიის წარმომადგენელს ექნება საშუალება, სიტყვით გამოვიდეს. ზოგადად, მათი უფლება არ იზღუდება, თუმცა მღვდელმთავრები ასე თანხმდებიან, რომ ასე სჯობს, რადგან ძალიან ბევრი წარმომადგენელია და თავისუფალი არჩევნის შემთხვევაში, შესაძლოა, სხდომა ძალიან გაგრძელდეს", - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

 

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სამი კანდიდატიდან თუ რომელიმე მიიღებს 50 პროცენტზე მეტ ხმას, ანუ 20 ხმას, მეორე ტური აღარ გაიმართება.

 

„თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20 ხმას, მაშინ კენჭისყრა ორი უპირატესიდან იქნება და 39 ეპისკოპოსი ამ ორიდან ამოირჩევს", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, გაფართოებულ კრებაზე იქნება თუ არა საჯარო კანდიდატების გამოსვლები და დელეგატების მიმართვები, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ეთერი არ იქნება, თუმცა გავრცელდება ჩანაწერი.

 

ამასთან, როგორც ჯაღმაიძემ განაცხადა, პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი განისაზღვრება არჩევნების შემდეგ, რადგან თარიღი უკვე არჩეულმა პატრიარქმა უნდა დაადგინოს.

 

კითხვას იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდში კანდიდატებთან დაკავშირებით ბრალდებები ისმის, ჯაღმაიძემ უპასუხა:

 

„ზოგადად, ვფიქრობ, საზოგადოება მიჩვეულია საერო არჩევნებს და იქ მოყოლილ რაღაც დაპირისპირებებს. სინოდში ასეთი რამ არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ იყო არაკორექტული გამოსვლები და ემოციური კომენტარებიც, დღევანდელი სინოდი, შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული იმაზე, რომ, როგორც აქამდე, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, მთელი ეს პერიოდი ღირსეულად მიმდინარეობდა სინოდი, სხვა პროცესიები, ასევე სამაგალითო და სანიმუშო იქნება ეს არჩევნებიც. ეს იყო მთავარი, მათი სულისკვეთება. ასე რომ, მცდელობები, წარმოაჩინონ ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება, არარეალურია.

 

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება.

 





მსგავსი სიახლეები
ანდრია ჯაღმაიძე - სინოდი იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული, რომ პატრიარქის არჩევნები იქნება ისეთივე ღირსეული და სანიმუშო, როგორც პატრიარქის გარდაცვალების შემდგომი პერიოდი
მეუფე ნიკოლოზი - გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე თითოეული ეპარქიიდან იქნება ორი მღვდელი, ასევე მონასტრებიდან ორ-ორი წარმომადგენელი, დელეგატები გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და აზრს არ გამოთქვამენ
მიხეილ ყაველაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება
საგანმანათლებლო პროექტი "ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი" წარმატებით დასრულდა
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა "სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან"
რუსეთში ყველაზე დიდი ქართული ტაძარი გაიხსნა
თამარ ტალიაშვილი - საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას ვუმასპინძლეთ, რომელიც ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მოწვევით იმყოფებოდა
პატრიარქობის კანდიდატი, მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: არის მცდელობები ეკლესიაში შფოთის შემოტანისა და ადამიანების დაბნევის, მრევლი კი ამ ყველაფერს არ უნდა აჰყვეს
,,უფალი სულიწმინდის მადლს იძლევა, თუ ადამიანი ითხოვს ამას, თუ მთელი გულით ცხოვრობს ამისთვის''- საპატრიარქოს პრესსამსახური მეუფე შიოს ქადაგების ტექსტს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკუთარი პროგრამული ხედვის ძირითადი პრინციპები გამოაქვეყნა
ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლებს შეხვდა
მეუფე შიო - მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
კახა კალაძე: "რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების" პროგრამა საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა
6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს - სამი ლოცვა, რომელიც გიორგობას ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს
გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დიდ დიღომში გაზის მიწოდება 4200 აბონენტს შეუწყდება
მიხეილ სარჯველაძე - გაგრძელდება დიუშენის მედიკამენტების შესწავლა, თანხა არ იქნება დაზოგილი, როცა სამკურნალო საშუალებას რეალური ეფექტების მოტანა შეუძლია და ეჭვქვეშ არ დგას უსაფრთხოება