შალვა პაპუაშვილი – უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუს-მა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ვხედავთ სუს-ის საქმიანობის შედეგებს

კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. დეტალებიც არ ვიცი. იცით, რომ მათ შორის დახურული არის სხდომები. თუმცა, ვთქვი და გავიმეორებ, რომ მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრდაზვერვითი საქმიანობა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის საქმეზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის დროს იყო სწორედ ის, რომ ეს მიმართულება, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის დღევანდელი გამოწვევების ფონზე, საჭიროებდა განსაკუთრებულ გაძლიერებას და „ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შედეგებს".

 

პაპუაშვილის განცხადებით, საზოგადოება ხედავს ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მტრულ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, საჭიროა, რომ ამ ვითარებაში საქართველომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს.

 

„მე დარწმუნებულო ვარ, რომ უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შედეგად შესაძლებელი იქნება, რომ განეიტრალდეს ყველა ისეთი მავნე ქმედება, რომელიც გარე ჩარევით საქართველოში ხდება. ითქვა კიდევაც, რომ ევროპული ქვეყანა იყო ამ ყველაფერში ჩართული. არ არის საჯაროდ გაცხადებული, თუ რომელი ევროპული ქვეყანაა, თუმცა ვფიქრობ, თავად ეს ფაქტიც მოწმობს, რომ დღევანდელ სამყაროში რთულია ვინმეს ენდო. ესეც გვახსოვს წარსულიდან, როდესაც მაგალითად, გერმანიის კანცლერისთვის მიყურადება ხდებოდა მეორე სახელმწიფოს მხრიდან მესამე სახელმწიფოს გამოყენებით. ასე რომ განსაკუთრებით დღესდღეობით, როდესაც ვხედავთ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მიერ გამოხატულ მტრულ პოლიტიკას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს შევხედოთ ეჭვის თვალით. სამწუხაროდ, ნდობა დაკარგული აქვს ბევრ ქვეყანას ქართველი ხალხის თვალში და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად იყოს საზოგადოება, მათ შორის ზოგიერთი ევროპული ხელისუფლების თუ ჯგუფების მხრიდან საქართველოზე გავლენის მოხდენის საკითხებში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ცნობისთვის, სასამართლომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუს-მა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ვხედავთ სუს-ის საქმიანობის შედეგებს
ირაკლი კირცხალია: მამუკა მდინარაძის საქმიანობა უკვე კონკრეტულ შედეგებში აისახა
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არ ვერევით, რა კანონს მიიღებენ ესტონეთში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
ამირან სალუქვაძე: ვერ ეშვება ჩვენი ე.წ. ოპოზიცია პროვოკაციებს, პატივი უნდა სცენ 26 მაისს
პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
კახა კალაძე - უკრაინასთან მიმართებით რა პოზიციაც გვქონდა, იმავე პოზიციაზე ვრჩებით, გვინდა, უკრაინაში იყოს მშვიდობა
შალვა პაპუაშვილი - დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება
პაატა სალია - ტელევიზიებს, რომლებსაც მოიხსენიებენ პროპაგანდისტულ არხებად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე არ გაუშუქებია ისეთი ინფორმაცია, რომელიც განსხვავდებოდა მსოფლიო მედიის მასალისგან
შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - მალტა საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია, განსხვავებით იმ განწყობებისგან, რასაც ბრიუსელი გვაჩვენებს ხოლმე, მათი პოზიცია ყოველთვის დიალოგი და თანამშრომლობაა
მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარზე:ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოტახანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს - თამარ იოსელიანი
,,6 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მე-13 გადაწყვეტილება მიიღო''- საგარეო უწყება
უკრაინული მხარის ინიციატივით, მაკა ბოჭორიშვილსა და ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ანგარიშვალდებულებას მხოლოდ მათ მიმართ გრძნობს, ვისგანაც დაკვეთას იღებს, ანგარიშვალდებულება არ აქვთ მათ შორის მხარდაჭერების მიმართ
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია
შალვა პაპუაშვილი - მიჭირს იმის ყურება, როდესაც ვხედავთ დაპირისპირებულ კომენტარებს თავად ეკლესიის შიგნიდან, ყველას მიმართ მექნება თხოვნა, ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი
პაველ ჰერჩინსკი - წელს საქართველოში ევროპის დღე მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო