მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს

ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დიუშენით დაავადებულ ბავშვებს შეეხებოდა.

 

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ საკითხი ძალიან სენსიტიურია.

 

„რომ გითხრათ, განსაკუთრებული კომპეტენცია გამაჩნია ამ მიმართულებით, ნამდვილად მოგატყუებთ და ამას არ ვაპირებ. რაც შემიძლია ძალიან ზოგადად და გულწრფელად გითხრათ, არის ის, რომ ეს არის ყველაზე სენსიტიური საკითხი, რაზეც შეიძლება ახლა ჩვენ აქ ვისაუბროთ და ყველას სიტყვას უნდა მოვუფრთხილდეთ ალბათ. ერთი მხრივ, ბევრ რამეზე ვერ ლაპარაკობ ადამიანი საჯაროდ, მეორე მხრივ, თქვენგან გავიგე მე ეს ინფორმაცია - დღეს რომ მიიღო დიდმა ბრიტანეთმა მედიკამენტი და კიდევ 90 დღე რომ სჭირდება, ტექნიკური დეტალების ჩაშვება ჯერ დიდ ბრიტანეთსაც კი რომ არ გადაუწყვეტია, საქართველოში ამ თემის რეალიზება როგორ უნდა მოვახდინოთ. ეს რამდენად შესაძლებელია, რამდენად სწორია, ექსპერიმენტულობის ხარისხი რამდენად მაღალია. იმდენად ბევრწახნაგოვანი თემაა, რომ ამაზე პასუხისმგებლობის აღება არის ურთულესი რამ. ერთი მხრივ, ადამიანურად, მორალურად, ძალიან გიჭირს ამაზე საუბარი ადამიანს, იმიტომ რომ მშობელი, ნებისმიერი, ჩვენი ჩათვლით, ვისაც შვილები გვყავს, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავის შვილს რაღაც თეორიული შანსიც კი გაუჩინოს, რომ რაღაც საკითხი გაუხანგრძლივოს, პოზიტიურ კონტექსტში ვგულისხმობ და იცით ალბათ, რომ არ არის სხვა მხრივ უფრო სერიოზულ შედეგებზე გათვლილი ეს წამალი, დეტალებში აქ აღარ შევალ. მეორე მხრივ, ექსპერიმენტულობის ხარისხი და ა.შ. უამრავი საკითხია, რაც გადაწყვეტილების მარტივად მიღების საშუალებას გართმევს. ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
24 ივნისის ამინდის პროგნოზი
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი CERN-ის მეცნიერებს შეხვდა
23 ივნისის ამინდის პროგნოზი
,,დღეს, ყველა, ვინც მას იცნობდა, ან, თუნდაც, ერთხელ შეხვედრია, დაამწუხრა თემურ უგულავას გარდაცვალებამ!'' - გენერალ-მაიორი კობა კობალაძე
Google Street View საქართველოში ოპერირებას ოფიციალურად იწყებს
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული
ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, შიო III აბიტურიენტებს დალოცავს - საპატრიარქო
22 ივნისის ამინდის პროგნოზი
სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი - მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს
ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა
ატესტატების გაცემა 22 ივნისიდან იწყება
როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
21 ივნისს წლის ყველაზე გრძელი დღე იქნება - 23 ივნისიდან ღამე მატებას დაიწყებს
21 ივნისის ამინდის პროგნოზი
გზების დეპარტამენტი მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს