მამუკა მდინარაძე გიორგი უძილაურზე - ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება, ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო
ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ სუს-ის ხელმძღვანელს, გეკა გელაძეს თხოვა, გიორგი უძილაურთან დაკავშირებით რამდენიმე ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნოს.
როგორც მდინარაძემ გიორგი უძილაურის დაკავების შესახებ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, უნდა გამოქვეყნდეს ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს.
„მე შემიძლია, ვთხოვო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს. ჩვენ ვერ გამოვაქვეყნებთ ჩანაწერს, თუ რა ინფორმაციას გადასცემდა. ერთ ადამიანსაც კი რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება და სივრცე არ დარჩეს, ეს თხოვნა იქნება ჩემი მხრიდან", - აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანას აქვს ძალა, რომ ათეულობით ადამიანზე მიღებული სხვადასხვა ინფორმაციით გააკეთოს მინიშნებები სხვადასხვა ქვეყნის მიმართ.
„ჩვენ ვცდილობთ, ეს არ გავაკეთოთ, რადგან ამას თავისი წესი აქვს, მათ შორის სპეცსამსახურების ურთიერთობას. ამიტომ, ზედმეტებს, ჩვენ რასაც არ ვკადრულობთ სხვაგან, თვითონ ნუ იკადრებენ, ეს თხოვნა მექნება", - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, საქართველოში 2005-2006 წლებში იყო რამდენიმე ადამიანი დაკავებული ჯაშუშობის ბრალდებით, მას შემდეგ კი ქვეყანაში ჯაშუშობის ფაქტზე არავინ დაუკავებიათ.
„რეალური კონტრდაზვერვითი სამუშაოები უკვე ათწლეულებია, ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა. თუ გახსოვთ, 2005-2006 წლებში იყო რამდენიმე დაკავება და ისიც მხოლოდ ერთი ქვეყნის მიმართულებით, რაც საპიაროდ კარგად გამოდგებოდა. დღესაც შეიძლება, ეს საპიაროდ კარგი იყოს, მაგრამ ჩვენ პიარზე არ უნდა ვიფიქროთ. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ ჩვენი ქვეყნის რეალურ ინტერესებზე, შემდეგი კი ბატონო, პროპაგანდა გასაგებია. ამის შემდეგ ამ ქვეყანაში ჯაშუშობაზე ბრალდებული რეალურად არავის დაუკავებია. შემდეგ გახსოვთ ერთი-ორი შემთხვევა, რომელიც მხოლოდ საჩვენებელი ხასიათის იყო და იყო დაბრალებებიც უამრავი. თქვენ გახსოვთ სუსი-ს პირველი ბრიფინგი, რომელიც ბატონმა ლაშა მაღრაძემ გამართა, სადაც გაკეთდა პირველი მინიშნება, ოღონდ იმ შემთხვევაში კონტრდაზვერვით სამუშაოების შედეგად სპეცსამსახურმა დააკავა ყალბ დოკუმენტებზე კონკრეტული პირი. ეს მინიშნება, როგორც მიხვდით, სწორად ვერ გაიგეს, შემდეგი იყო ერთი მიმართულებით დაკავებული ჯაშუში და ორი პასუხისგებაში მიცემული კონკრეტული ადამიანი. შემდეგ იყო ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი. ჩვენ დღე ნახევარია უკვე, იმასაც ვხედავთ, რომ ეჭვის შეტანას ცდილობენ ამ საკითხშიც კი", - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა გიორგი უძილაურის დაკავების შესახებ 5 მაისს განაცხადა. უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მსგავსი სიახლეები
სხდომის დახურვის მიზეზი პროცესის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება გახდა - პროკურორი ლაშა გამყრელიძე
ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
მამუკა მდინარაძე გიორგი უძილაურზე - ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება, ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო
სუს-ი გიორგი უძილაურთან დაკავშირებით ვიდეომასალას აქვეყნებს
ირაკლი კობახიძე - სამართალდამცავთა გამართული მუშაობის დამსახურებაა, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ოთხი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ, მადლობა თითოეულ თანამშრომელს
პროკურატურა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, თორნიკე მჭედლიშვილის, ნიკა გვენცაძის, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას განაჩენზე ინფორმაციას ავრცელებს
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა
გურიაში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა
პაატა მანჯგალაძე - ბატონო მოსამართლევ, საჭიროა, თქვენს თავში იპოვოთ ძალა, საქმეზე მიიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება და არ დამსაჯოთ აქციაზე ჩემს ხალხთან ყოფნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიესაჯათ - პროკურატურის განცხადება
პროკურატურამ სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ბექა ძამაშვილი - პენიტენციური სისტემა წამებისგან თავისუფალია, 2012 წლის შემდეგ გაერო-ს კომიტეტებსა და სტრასბურგის სასამართლოში წამების შესახებ საქართველოდან ერთი საჩივარიც კი არ დაუშვიათ
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საჯარო მოხელე დააკავა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აბაშაში ერთი პირი დააკავა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს