ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ადგილზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დიდ ბრიტანეთში მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში ლონდონის ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სარეკლამო ბილბორდები განთავსდა.

მათივე ცნობით, საერთო ჯამში, 46 გარე სარეკლამო ბანერი, რომელიც მოიცავს როგორც ციფრულ, ასევე სტატიკურ რეკლამას.

„კამპანიის მიზანია საქართველოს, როგორც ტურისტულად მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი მიმართულების პოპულარიზაცია ბრიტანულ ბაზარზე. კამპანიის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში ლონდონში საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებსა და ფოტოკოლაჟებს 17 მილიონზე მეტი ადამიანი იხილავს", - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2026 წლის პირველ კვარტალში, გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში +45.7%-ით მეტი ვიზიტი შედგა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თბილისსა და ლონდონს შორის პირდაპირ ფრენებს ასრულებენ ავიაკომპანიები: British Airways და Easyjet.

 

 





მსგავსი სიახლეები
25 ივნისის ამინდის პროგნოზი
ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება
ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
24 ივნისის ამინდის პროგნოზი
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი CERN-ის მეცნიერებს შეხვდა
23 ივნისის ამინდის პროგნოზი
,,დღეს, ყველა, ვინც მას იცნობდა, ან, თუნდაც, ერთხელ შეხვედრია, დაამწუხრა თემურ უგულავას გარდაცვალებამ!'' - გენერალ-მაიორი კობა კობალაძე
Google Street View საქართველოში ოპერირებას ოფიციალურად იწყებს
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული
ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, შიო III აბიტურიენტებს დალოცავს - საპატრიარქო
22 ივნისის ამინდის პროგნოზი
სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი - მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს
ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა
ატესტატების გაცემა 22 ივნისიდან იწყება