ზურაბ ქადაგიძე: ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაში ბაზარზე არსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია, თუმცა გადაჭრის გზები ბუნდოვანია
ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას გამოეხმაურა პარტია "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე და განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი დოკუმენტს პარტია "ხალხის ძალამ".
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა კარგი ნაშრომია და პრობლემების იდენტიფიცირება სწორად მოხდა, მასში მკაფიოდ არ ჩანს ის მექანიზმები, რომლებიც კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ.
„მხარი არ დავუჭირეთ ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას, პირველ რიგში იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვა მოლოდინი იყო შექმნილი. დასკვნა უდავოდ კარგი ნაშრომია. ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის, სუბიექტური მოლოდინი იყო, რომ ამ დასკვნის შემდეგ ჩვენ ვნახავდით კონკრეტულ მექანიზმებს, თუ რა ნაბიჯებს დაგეგმავდა და გადადგამდა სახელმწიფო.
რეკომენდაცია და დასკვნა როდესაც ვნახე, დავინახე, რომ პრობლემის იდენტიფიცირება ძალიან კარგად მოხდა, მაგრამ პრობლემის გადაჭრის გზები არ ჩანს, ან ბუნდოვანი იყო. მე ძალიან მინდა, რომ ამ დასკვნის საფუძველზე ხელისუფლებამ გამონახოს ისეთი მექანიზმები, რომ შემდეგში ამ თემაზე საუბრისას ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ვთქვა, რომ მე ვცდებოდი. პირველი მთავარი პრობლემა, რაც წინა სესიაზეც გავაჟღერე, არის ის, რომ ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობა უნდა ხდებოდეს. ნებსით თუ უნებლიედ ჩამოყალიბდა ისე, რომ თავისუფალი ბაზრის აღქმა გვაქვს და ვხედავთ 5-6 კომპანიას, რომელიც გიგანტია - გვიმტკიცებენ, რომ ფასს არ განსაზღვრავენ ბაზარზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ფასი ყველგან ერთია. ეს კითხვა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთანაც დავსვი. დასკვნა თავისთავად ძალიან კარგი მოვლენაა, კარგი ნაშრომია, მაგრამ თუ ეს დასკვნა შექმნის იმ ბერკეტს, რომლის საფუძველზეც მიზანს მიაღწევს და მოხდება ფასების კორექტირება, ეს იქნება ძალიან კარგი,"- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
მსგავსი სიახლეები
,,ასამბლეაში საქართველოს არყოფნა არის დანაკარგი ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის''- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი
ალან ბერსე – საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნამ არ გააუმჯობესა ვითარება, შეკითხვაა, როგორ შეგვიძლია ამის მოგვარება შესაძლო მაქსიმალური შედეგისთვის, იზოლაცია გადაწყვეტა არ არის
,,2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა ''- სახალხო დაცველი
თბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
სტრასბურგში წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას - ბექა ძამაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
ლევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: მისასალმებელია, რომ, როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ხოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ევროპარლამენტი "აპრავებდა" ადამიანების წამებას, გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ
პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
ლევან მაჭავარიანი – რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე მათ არანაირი ფასი არ ექნება და ყურადღებას არ მივაქცევთ
მამუკა მდინარაძემ სდსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 ივნისს საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს
ისტორიის გაკვეთილები "ევროპაში ღირსებით შესვლისა" და "ევროპის იმედად" ყოფნის შესახებ ❗️❗️❗️-ჯონდი ბაღათურია
პრემიერი - ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა
დღეს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ-ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის
მიხეილ სააკაშვილი - ნანუკამ გააჟღერა, მიშა ციხეში ზის და მის აზრს მნიშვნელობა, შეიძლება, არც ჰქონდესო, მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა