ირაკლი კობახიძე - "ნაცმოძრაობა" ნიშნავს მედიის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას
ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც პირდაპირ უპირისპირდება, როგორც ევროპული ბიუროკრატია, ისე საქართველოში მოქმედი აგენტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ქეთი დევდარიანის განცხადებას ეხებოდა ტელეკომპანია „იმედთან" დაკავშირებით.
„ეს ადამიანი არის ერთ-ერთი სახე კოლექტიური „ნაცმოძრაობის". მათთვის მისაღები იყო, რაც მოხდა თავის დროზე, 2007 წელს იმედის წინააღმდეგ. შესაბამისად, მათთვის მიუღებელია ის, რომ თავის დროზე, ხელისუფლების შეცვლის და დემოკრატიული გარდატეხის შემდეგ ტელეკომპანია დაუბრუნა კანონიერ მფლობელს. მათ ერჩივნათ საკუთარ მფლობელობაში ჰქონოდათ უკანონოდ, როგორც ტელეკომპანია „იმედი", ასევე სხვა ტელეკომპანიები. ზოგადად, ეს არის მათი სახე, მედიის თავისუფლების სრული უგულებელყოფა. მათთვის საერთოდ არავითარი ღირებულება არ არის მედიის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მაღალი მატერიები ამ ადამიანებისთვის არის სრულიად უცხო. დღეს ვსაუბრობთ ჩვენ ევროპულ ღირებულებებზე. ტრადიციული ევროპული ღირებულებები არის მათთვის სრულიად უცხო. დღეს რომ ეს ადამიანები საუბრობენ ევროპაზე, ეს თავისთავად მეტყველებს ყველაფერთან დაკავშირებით. ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც პირდაპირ უპირისპირდება, როგორც ევროპული ბიუროკრატია, ისე საქართველოში მოქმედი აგენტურა და ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც განასახიერებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" არის სწორედ თქვენს მიერ დასახელებული ადამიანი. არავითარი ფასი არ აქვს ამ ადამიანის განცხადებებს, გარდა ერთისა, ეს განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენ „ნაცმოძრაობის" სახეს. „ნაცმოძრაობა" ნიშნავს მედიის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვას, დემოკრატიული ღირებულებების ფეხქვეშ გათელვას, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას და ამაზე ისინი საუბრობენ ძალიან თამამად იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი სახე გამოაჩინონ და აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ ამას", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
საგამოძიებო სამსახურმა 53 მილიონი ლარის ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავა, სამ პირზე ძებნა გამოცხადდება
ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უჩივლა
პრემიერი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები
მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს "კვებავენ"-რომის პაპი
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
ირაკლი კობახიძე -"ჯარის ბანაკი" ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში
თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს სანდო და ძლიერი ალტერნატივა
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგზე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს
ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ -მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე
ლაშა ფარულავა - თინა ბოკუჩავას განცხადებას არ ვეთანხმები, ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი
,,არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი''- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმებზე
ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს
,,უკრაინულმა ძალებმა ყირიმში ტიტანის მწარმოებელ მსხვილ ქარხანას დაარტყეს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა''- მედია
თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC-ს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სოფო ხორგუანი - მივმართავ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა - მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის მიერ ცხინვალის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები