კობა კობალაძემ მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

 

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, ასევე, იმყოფებოდნენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები - მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, თბილისის მერი კახა კალაძე, მოხალისეთა ორგანიზაციის ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის" დირექტორი ედუარდ ჯიშკარიანი, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ოჯახის წევრები.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უახლესი მონაცემებით, დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 46 მონაწილეა დარჩენილი, რომელთა უმრავლესობის ასაკიც საუკუნეზე მეტია. მათგან უხუცესი კი თბილისის მკვიდრი, 1922 წელს დაბადებული მარიამ ბეჟაშვილია.

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი, სოციალური დახმარების სახით 2000 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის მეუღლე და დაბადებიდან შშმ შვილი, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი - 1000 ლარს.

 

მეორე მსოფლიო ომი ფაშისტურ გერმანიას, მის მოკავშირეებსა და დანარჩენ სამყაროს შორის 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა და დაახლოებით 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან 20 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ომში 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%) მონაწილეობდა, ბრძოლები კი 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი.

 

ფაშისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი 1941 წლის 21 ივნისს დაიწყო. საქართველოდან ამ ომში 700 000-მდე ჯარისკაცი და მოხალისე იმყოფებოდა, 300 000-ზე მეტი კი ფრონტიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა; მათ შორის ბევრია უგზო-უკვლოდ დაკარგულიც; საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან საქართველომ პროცენტულად ფაშიზმის დასამარცხებლად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო; ყველაზე მეტი - 120 ათასი ქართველი, ქერჩის ბრძოლებში დაიღუპა.

 

მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს დასრულდა. მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. საომარი მდგომარეობა ევროპაში 1945 წლის 8 მაისს (მოსკოვის დროით 9 მაისს) ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში - 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა.

 

 





მსგავსი სიახლეები
კობა კობალაძემ და შპს ''ლუკოილ- ჯორჯიას'' წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონს ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს
კობა კობალაძემ მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-ამდე მედიკამენტზე განსაზღვრავს
,, ყველაზე მეტი – 120 ათასი ქართველი, ქერჩის ბრძოლებში დაიღუპა''- 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღეა
9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
9 მაისის ამინდის პროგნოზი
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ
„ახლოვდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება“ - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ადგილზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში უმასპინძლეს
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე" - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს
კახა კალაძე 100 წლის ექიმ რეზო აბესაძეს სტუმრობდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დიპლომატიის აკადემია იქმნება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დუშეთის სოფელ ხონეში, მთის ფერდობზე დაშავებული მოქალაქე გადაარჩინეს
საქართველოში 9-11 მაისს დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
შეხვედრა ახალგაზრდებთან ლანჩხუთში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეფისქალაქი-რკონის გზის 13.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი