კობა კობალაძემ და შპს ''ლუკოილ- ჯორჯიას'' წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონს ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს

ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და შპს "ლუკოილ -ჯორჯიას" წარმომადგენლები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის მკვიდრს, ეთერ ბრაჭულს ოჯახში ესტუმრნენ, გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს, ფაშიზმის დამარცხებაში გაწეული ღვაწლისთვის მის მიმართ მადლიერება და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატეს და საჩუქრები გადასცეს.


ვეტერან ქალბატონს გადაეცა, როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სიმბოლური საჩუქრები, ასევე, შპს "ლუკოილ- ჯორჯიას" მიერ წელს, უკვე მეორედ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის მომზადებული სასაჩუქრე კალათები.



აღსანიშნავია, რომ შპს ''ლუკოილ-ჯორჯიას'' მიერ მომზადებული სასაჩუქრე კალათები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ბენეფიციარებს, პირადად გადასცეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უახლესი მონაცემებით, დღეს, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 46 მონაწილეა დარჩენილი, რომელთა უმრავლესობის ასაკიც, საუკუნეზე მეტია. მათგან უხუცესი კი თბილისის მკვიდრი, 1922 წელს დაბადებული მარიამ ბეჟაშვილია.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, კიდევ ერთხელ, უხდის მადლობა შპს "ლუკოილ- ჯორჯიას" მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დაფასებისა და ამ ღირსეული ადამიანების მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატული თანადგომისთვის. 





მსგავსი სიახლეები
25 ივნისის ამინდის პროგნოზი
ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება
ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
24 ივნისის ამინდის პროგნოზი
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი CERN-ის მეცნიერებს შეხვდა
23 ივნისის ამინდის პროგნოზი
,,დღეს, ყველა, ვინც მას იცნობდა, ან, თუნდაც, ერთხელ შეხვედრია, დაამწუხრა თემურ უგულავას გარდაცვალებამ!'' - გენერალ-მაიორი კობა კობალაძე
Google Street View საქართველოში ოპერირებას ოფიციალურად იწყებს
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული
ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, შიო III აბიტურიენტებს დალოცავს - საპატრიარქო
22 ივნისის ამინდის პროგნოზი
სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი - მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს
ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა
ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა
ატესტატების გაცემა 22 ივნისიდან იწყება