პაველ ჰერჩინსკი - რამდენიმე სამართალდამცველი დემონსტრაციებზე ჩადენილი ძალადობისთვის დააკავეს, რაც სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, დაუსჯელობა არის მიუღებელი

არის გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები, როგორც იქნა, დემონსტრაციებზე ჩადენილი ძალადობისთვის დააკავეს პოლიციის რამდენიმე ოფიცერი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, იმედი აქვს, რომ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება.

 

„არსებობს ევროპული საბჭოს დასკვნები. ეს არის დოკუმენტები, რომლებიც ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ შეათანხმა, რომელშიც ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, თუ რას ველოდებით კანდიდატი ქვეყნებისგან და, მათ შორის, საქართველოსგან. ასე რომ, ჩახედეთ დოკუმენტებს, არსებობს გაფართოების შესახებ ძალიან ფართო დასკვნა, რომელიც შარშან მოვამზადეთ. ის ნოემბერში გამოქვეყნდა. ვწუხვარ, რომ ამის თქმა ღიად მიწევს, ეს ანგარიში იყო კატასტროფული საქართველოსთვის. ახლა ვმუშაობთ გაფართოების ახალ ანგარიშზე, რომელიც წელს ნოემბერში გამოქვეყნდება. ბოლო დასკვნები, რომლებიც შეთანხმებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურების დონეზე, არის მიღებული შარშან, დეკემბერში. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ამ დოკუმენტებს, სადაც წერია, რა ნაბიჯებს ველოდებით საქართველოსგან, რათა ის დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი საქართველოს ხელშია. ჩვენს მხარეს უკვე გადავწყვიტეთ. ახლა ჩვენ საქართველოს ველოდებით. სამწუხაროდ, დრო იწურება. ძალიან ბევრ დროს ვფლანგავთ. ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო.

 

უკვე არის გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები. ის ფაქტი რომ, როგორც იქნა, პოლიციის რამდენიმე ოფიცერი დააკავეს ძალადობისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს დემონსტრაციების დროს. ჩემი აზრით, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, დაუსჯელობა არის მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ ძალადობას ყველა მხრიდან. არის სხვა ნაბიჯებიც. მე გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ჩვენ კი ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად, მხარდასაჭერად, რჩევის მისაცემად. თუმცა ჩვენ გვჭირდება გულწრფელი ვალდებულება და ევროკავშირი არის დაფუძნებული ძალიან მკაფიო წესებზე. ევროკავშირის წევრები ვართ ოჯახი, რომელიც ეფუძნება თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. ყველა ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, უნდა ეყრდნობოდეს ერთსა და იმავე ღირებულებებს და პრინციპებს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

 





მსგავსი სიახლეები
მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი - ზაფხულის უსიამოვნო თანამგზავრი. როგორ შევირგოთ ზაფხულის დასვენება დისკომფორტის გარეშე
აშშ-ის საელჩო – DFC-მა კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა, დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობას მოხმარდება
ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უჩივლა
პრემიერი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები
მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს "კვებავენ"-რომის პაპი
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
ირაკლი კობახიძე -"ჯარის ბანაკი" ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში
თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს სანდო და ძლიერი ალტერნატივა
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგზე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს
ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ -მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე
ლაშა ფარულავა - თინა ბოკუჩავას განცხადებას არ ვეთანხმები, ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი
,,არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი''- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმებზე
ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს
,,უკრაინულმა ძალებმა ყირიმში ტიტანის მწარმოებელ მსხვილ ქარხანას დაარტყეს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა''- მედია
თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC-ს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა