ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ. ინფორმაცია თავად ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს.
გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ახალგაზრდული ორგანიზაციები გამოხატავენ მადლიერებას, ერთგულებასა და პატივისცემას ევროკავშირის მიმართ, საქართველოსადმი მრავალწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისათვის.
„ევროპის დღესთან დაკავშირებით, ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები მისალოცი, ღია წერილით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების პრეზიდენტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას. ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს. ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსსა და ევროკომისარს თაობათაშორისი სამართლიანობის, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის საკითხებში, გლენ მიკალეფს. ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ამ ნაბიჯით ისინი გამოხატავენ მადლიერებას, ერთგულებასა და პატივისცემას ევროკავშირის მიმართ, საქართველოსადმი მრავალწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისათვის. ამასთან, ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავენ ინიციატივით, დაიწყოს პირდაპირი და მუდმივი ახალგაზრდული დიალოგი. მათი შეთავაზებით, უნდა შეიქმნას სპეციალური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ კომუნიკაციას, იდეების გაცვლასა და ქართველი ახალგაზრდების უფრო აქტიურ მონაწილეობას საერთო ევროპული მომავლის ფორმირების პროცესში. ორგანიზაციების განცხადებით, დღეს, როდესაც ევროპა მრავალი უსაფრთხოების, მშვიდობისა და დემოკრატიული გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ჩართულობას, თაობათაშორის თანამშრომლობასა და ერთიანობას", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
ღია წერილში აღნიშნულია, რომ ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროპული არჩევანი უცვლელია და ევროინტეგრაცია ღირებულებითი ხედვაა, რომელიც თავისუფლებას, დემოკრატიასა და ადამიანის ღირსებას ეფუძნება.
„ქართველი ახალგაზრდების სახელით, გულითადად გილოცავთ ევროპის დღეს. თარიღს, რომელიც გვახსენებს ევროპული ერთიანობის ძალას, მშვიდობის მნიშვნელობასა და იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს ჩვენს კონტინენტზე მცხოვრებ ხალხებსა და თაობებს. ევროპის დღე ჩვენთვის იმ იდეის სიმბოლოა, რომ განსხვავებული ხალხებისა და სახელმწიფოების მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელია, როდესაც უმაღლეს ღირებულებად ადამიანი გვევლინება. ამ იდეაზე დაფუძნებით ევროკავშირი იქცა მშვიდობის ყველაზე წარმატებულ პროექტად. სწორედ ეს იდეა აძლევს იმედსა და ძალას ჩვენს თაობას და გვარწმუნებს სოლიდარობის მნიშვნელობაში. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ქართველი ახალგაზრდების არჩევანი უცვლელია. ჩვენთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არ არის მხოლოდ პოლიტიკურ ასპირაცია, ეს არის ღირებულებითი არჩევანი და ხედვა, რომელიც ეფუძნება თავისუფლებას, დემოკრატიასა და ადამიანის ღირსებას.
გამოვხატხავთ მადლიერებას იმ მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, რომელსაც ევროკავშირი წლების განმავლობაში უწევს ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს. ამ მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდებისათვის არაერთი შესაძლებლობის შექმნაში და ჩვენი თაობა ევროპულ სივრცესთან დაახლოა. შედეგად, ჩვენი თაობის არაერთი წარმომადგენელი საკუთარ მომავალს ხედავს ევროპულ ოჯახში და სურს, უფრო აქტიურად იყოს ჩართული საერთო ევროპული მომავლის ფორმირებაში. დღეს, როდესაც ევროპა კვლავ დგას მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის არაერთი გამოწვევის წინაშე, გვჯერა, რომ სწორედ ერთიანობა და თაობებს შორის თანამშრომლობა არის საერთო ევროპული მომავლის გაძლიერების საფუძველი.
ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ მხარდაჭერას, ჩვენი სურვილი თანამონაწილეობაა. ქართველი ახალგაზრდები მზად ვართ, ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ, როგორც დემოკრატიული საქართველოს, ისე ძლიერი, ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის მომავლის შენების საქმეში.ამ მიზნით, გთავაზობთ ინიციატივას, შეიქმნას ქართველი ახალგაზრდებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის მუდმივი ახალგაზრდული დიალოგის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ კომუნიკაციას, იდეების გაცვლასა და გააძლიერებს ახალგაზრდების მონაწილეობას საერთო ევროპული მომავლის ფორმირებაში. ევროპის დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. გვჯერა, რომ ახალგაზრდების ხმა, ჩართულობა და პასუხისმგებლობა იქნება ის ძალა, რომელიც ჩვენს ისტორიულ, ცივილიზაციურ არჩევანს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს", - ნათქვამია ღია წერილში.
მისალოცი წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები: ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის; საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი; ევროპული ახალგაზრდული ცენტრი; ახალგაზრდები დემოკრატიისათვის; საქართველოს თანასწორობის ასოციაცია; საქართველოს ახალგაზრდული სივრცე; საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია; ქართულ-ევროპული მოძრაობა; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველო; პლატფორმა „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის"; ახალგაზრდული ორგანიზაცია „ვექტორი"; საქართველოს ახალგაზრდული ევროატლანტიკური კოალიცია; JEF Georgia; მწვანე იმპულსი; AEGEE-Tbilisi; სამეცნიერო მისია; საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაცია; ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა კავშირი; ორგანიზაცია „მომავლის ხმა"; ორგანიზაცია Climate Hub; ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი - LAG Upper Svaneti.
მსგავსი სიახლეები
ბერდია სიჭინავა – ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა
,,რასაც უქადდნენ საქართველოს, ის მოუვიდათ თვითონ''- ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე
ლევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, უბრალოდ, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს: თავმჯდომარე გაქცეულია გერმანიაში, როცა გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად გაუზრდელი კაცი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა
ირაკლი კობახიძე - ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?
,, მათთვის უფრო მისაღებია, რომ მათ თავმჯდომარეს „თვალთხარიას" მაგივრად ერქვას უთავმოყვარეო''- პრემიერი
,,სამწუხაროა, რაც საზოგადოებამ დღეს სხდომათა დარბაზში იხილა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მთავარი შედეგი რაც აქვს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არის ის, რომ 14 წლის განმავლობაში ჩვენ უწყვეტად შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევაჩერეთ ინტერვენციის ყველა ფორმა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას
შალვა პაპუაშვილი - „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა იცით სინამდვილეში, რაც მოხდა და რაც იკადრა თქვენმა კოლეგამ
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი
პრემიერი - ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის
მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ჩემი სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით
პრემიერი - დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკური ზრდა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში
შალვა პაპუაშვილმა ტატა ხვედელიანს მიმართა – ჩინურს, ეთნიკურ ეპითეტს იყენებთ დამაკნინებელი მნიშვნელობით? ეს არის თქვენი დამოკიდებულება? ყოჩაღ, ასე გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა?
ირაკლი კობახიძე: არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ აშშ-ის ჩინეთით ჩანაცვლებაზე, დღესვე ვართ მზად, სუფთა ფურცლიდან აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ველოდებით პასუხს
,, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში რაც საქართველოს აახლოებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან, ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება