საკრუიზო გემი, რომელზეც ჰანტავირუსი დაფიქსირდა, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში ჩავიდა - მედიკოსები მგზავრებს ელოდებიან

 

საკრუიზო გემ MV Hondius-ზე ჰანტავირუსით პირველი მგზავრის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, გემი კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში ჩავიდა.

BBC-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური მზადება გემის გრანადილის პორტში მისაღებად და 100-ზე მეტი ადამიანის ნაპირზე გადასაყვანად და რეპატრიაციისთვის.

კუნძულთან მიახლოებისას გემის გარშემო ერთი საზღვაო მილის მანძილზე უსაფრთხოების პერიმეტრი იქნება დაცული.

ვირუსის იშვიათი შტამის გავრცელების თავიდან მიმდინარე ოპერაციაში 23 ქვეყანაა ჩართული. ოპერაცია საგულდაგულოდ არის დაგეგმილი მაქსიმალური უსაფრთხოებისა და უკმაყოფილო ადგილობრივების შეშფოთების დასაკმაყოფილებლად. მათ შორისაა კანარის კუნძულების პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ „არ იქნება მშვიდად" მანამ, სანამ ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი არ წავა.

პორტში უსაფრთხოების ზომები შაბათს მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ესპანეთის სამხედრო პოლიციამ და კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფებმა დიდი მისაღები კარვები განათავსეს და სანაპირო ზოლზე წვდომა შეზღუდულია.

დღეს გემზე სამედიცინო ჯგუფები ავლენ, რათა ყველა ადამიანი ვირუსის ნიშნებზე შეამოწმონ. ბოლო ინფორმაციით, სიმპტომები არავის აღენიშნება.

შემდეგ ადამიანები ეროვნების მიხედვით ჯგუფებად დაყოფენ და პატარა ნავებით სანაპიროზე გადაიყვანენ. მანამდე, ადგილობრივი აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მათი რეპატრიაციისთვის ჩარტერულ თვითმფრინავებს გაამზადებენ.

ტენერიფეს კანდელარიას საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის ათობით სპეციალისტია მობილიზებული იმ შემთხვევისთვის, თუ გემზე მყოფი რომელიმე ადამიანი მძიმედ იქნება დაავადებული. მკაცრი იზოლაციის დაწესებულებაში ერთი საწოლია სრულად აღჭურვილი ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, ტესტირებისთვის საჭირო ნაკრებითა და ვენტილატორით.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი გემზე მყოფი ადამიანების გადმოსხდომის ზედამხედველობის მიზნით ტენერიფეში იმყოფება.

 

 





მსგავსი სიახლეები
მასუდ პეზეშკიანი - მოლაპარაკებები არ ნიშნავს დანებებას ან უკან დახევას
ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღზე - „მიწა დავკარგეთო, ამბობენ, მაგრამ როგორ იყო ეს მიწა ჩვენი? ავაშენეთ იქ სკოლა, ბაღი, ქარხანა? ვცხოვრობდით, დასახლება გვქონდა?“
ილჰამ ალიევი - სომხეთის ჩვენგან დაცვა საჭირო არ არის, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გვსურდა
უკრაინამ რუსეთი სამდღიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა
ვლადიმერ პუტინი - როგორ დაიწყო ყველაფერი უკრაინაში? - ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობით
Bloomberg: იაპონია მოსკოვში რუსეთში დარჩენილი კომპანიების აქტივების დასაცავად დელეგაციის გაგზავნაზე ფიქრობს
საკრუიზო გემი, რომელზეც ჰანტავირუსი დაფიქსირდა, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში ჩავიდა - მედიკოსები მგზავრებს ელოდებიან
,,უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის''- პუტინი
პეტერ მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა
პოლონეთი მზად არის, დამატებითი ამერიკული სამხედრო კონტინგენტი მიიღოს -პოლონეთის თავდაცვის მინისტრი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის გარეშე ევროპული არქიტექტურა არასრულია, ევროკავშირს უფრო მეტად სჭირდება თურქეთი, ვიდრე თურქეთს კავშირი
ვლადიმერ პუტინი - გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ჩვენი იქნება
დონალდ ტრამპი - სრულიად შესაძლებელია, რუსეთსა და უკრაინას შორის ზავი გახანგრძლივდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები, რომლებიც გერმანიას დატოვებენ, შესაძლოა, პოლონეთში გაემგზავრონ
დონალდ ტრამპი - მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის ომში
პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება დაიწყო
„უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მცდელობები ჩიხში შევიდა“ - მარკო რუბიო
აშშ-მ ირანის ორ ნავთობტანკერს ცეცხლი გაუხსნა - Reuters
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხვალინდელი დღე იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რას მოვისმენთ რუსეთისგან დღეს
გროზნოს უპილოტო აპარატებით თავს დაესხნენ