ვლადიმერ პუტინი - როგორ დაიწყო ყველაფერი უკრაინაში? - ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობით

 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ერევნის გეგმები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს, რადგან რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტი სწორედ კიევის მიერ ასეთი განზრახვის გამოთქმის შემდეგ დაიწყო.

„თქვენ გესმით, რომ ამჟამად ჩვენ განვიცდით ყველაფერს, რაც უკრაინის მიმართულებით ხდება. და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით, ან გაწევრიანების მცდელობით. ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო... შემდეგ ეს ყველაფერი მივიდა სახელმწიფო გადატრიალებამდე, ყირიმის საქმემდე, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის პოზიციამდე და საბრძოლო მოქმედებებამდე. აი, სადამდე მივიდა ეს ყველაფერი", - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, სომხეთმა არ უნდა გადადოს გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობა.

„ჩემი აზრით, სწორი იქნება, რომ სომხეთის მოქალაქეებმა და ჩვენ, როგორც მათმა მთავარმა ეკონომიკურმა პარტნიორმა, რაც შეიძლება მალე გადავწყვიტოთ ეს საკითხი. მაგალითად, რეფერენდუმის ჩატარებით. ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ სრულიად ლოგიკური იქნებოდა სომხეთის მოქალაქეებისთვის იმის კითხვა, როგორი იქნებოდა მათი არჩევანი", - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთიც საკუთარ დასკვნებს გამოიტანს და შესაძლოა, „ინტელიგენტური და ორმხრივად სასარგებლო განქორწინების" გზას დაადგეს.

„შესაბამისად, ჩვენც გამოვიტანდით შესაბამის დასკვნებს და რბილი, ინტელექტუალური და ორმხრივად სასარგებლო განქორწინების გზას დავადგებოდით", - აღნიშნა პუტინმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ერევანი კავშირში მნიშვნელოვან უპირატესობებს იღებს.

„სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მნიშვნელოვან უპირატესობებს იღებს. ეს ეხება სოფლის მეურნეობას, გადამამუშავებელ მრეწველობას, საბაჟო და სხვა გადასახადებს და ა.შ. ეს ასევე ეხება მიგრაციის სფეროს", - აღნიშნა პუტინმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
მასუდ პეზეშკიანი - მოლაპარაკებები არ ნიშნავს დანებებას ან უკან დახევას
ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღზე - „მიწა დავკარგეთო, ამბობენ, მაგრამ როგორ იყო ეს მიწა ჩვენი? ავაშენეთ იქ სკოლა, ბაღი, ქარხანა? ვცხოვრობდით, დასახლება გვქონდა?“
ილჰამ ალიევი - სომხეთის ჩვენგან დაცვა საჭირო არ არის, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გვსურდა
უკრაინამ რუსეთი სამდღიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა
ვლადიმერ პუტინი - როგორ დაიწყო ყველაფერი უკრაინაში? - ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობით
Bloomberg: იაპონია მოსკოვში რუსეთში დარჩენილი კომპანიების აქტივების დასაცავად დელეგაციის გაგზავნაზე ფიქრობს
საკრუიზო გემი, რომელზეც ჰანტავირუსი დაფიქსირდა, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში ჩავიდა - მედიკოსები მგზავრებს ელოდებიან
,,უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის''- პუტინი
პეტერ მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა
პოლონეთი მზად არის, დამატებითი ამერიკული სამხედრო კონტინგენტი მიიღოს -პოლონეთის თავდაცვის მინისტრი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის გარეშე ევროპული არქიტექტურა არასრულია, ევროკავშირს უფრო მეტად სჭირდება თურქეთი, ვიდრე თურქეთს კავშირი
ვლადიმერ პუტინი - გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ჩვენი იქნება
დონალდ ტრამპი - სრულიად შესაძლებელია, რუსეთსა და უკრაინას შორის ზავი გახანგრძლივდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები, რომლებიც გერმანიას დატოვებენ, შესაძლოა, პოლონეთში გაემგზავრონ
დონალდ ტრამპი - მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის ომში
პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება დაიწყო
„უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მცდელობები ჩიხში შევიდა“ - მარკო რუბიო
აშშ-მ ირანის ორ ნავთობტანკერს ცეცხლი გაუხსნა - Reuters
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხვალინდელი დღე იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რას მოვისმენთ რუსეთისგან დღეს
გროზნოს უპილოტო აპარატებით თავს დაესხნენ