უკრაინამ რუსეთი სამდღიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა

 

უკრაინამ ზავის დროს განხორციელებული რუსული დარტყმის შესახებ განაცხადა: ხარკოვს უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს. როგორც ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა 9 მაისს საღამოს განაცხადა, დრონები ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ სართულს მოხვდა. დაშავდა 5 ადამიანი.

დრონებით დარტყმების შესახებ ასევე განაცხადა დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე განჟამ. მისი თქმით, შეტევა ოლქის ორ რაიონს შეეხო. სინელნიკოვოს რაიონში დაშავდა სამი წლის გოგონა, რომელიც საშუალო სიმძიმის მდგომარეობით ჰოსპიტალიზებულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ შუაღამიდან რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 27 დრონი გაუშვა, მათ შორის „შაჰედის" ტიპის დამრტყმელი დრონები. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ყველა მათგანი ჩამოაგდეს და ნგრევა არ დაფიქსირებულა. დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხარკოვზე დარტყმა ამ მონაცემებში არ შესულა.

გამარჯვების დღის აღსანიშნავად სამდღიანი ზავის შესახებ 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. რუსეთმა და უკრაინამ 9, 10 და 11 მაისს ცეცხლის შეწყვეტა დაადასტურეს.

 

 





მსგავსი სიახლეები
მასუდ პეზეშკიანი - მოლაპარაკებები არ ნიშნავს დანებებას ან უკან დახევას
ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღზე - „მიწა დავკარგეთო, ამბობენ, მაგრამ როგორ იყო ეს მიწა ჩვენი? ავაშენეთ იქ სკოლა, ბაღი, ქარხანა? ვცხოვრობდით, დასახლება გვქონდა?“
ილჰამ ალიევი - სომხეთის ჩვენგან დაცვა საჭირო არ არის, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გვსურდა
უკრაინამ რუსეთი სამდღიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა
ვლადიმერ პუტინი - როგორ დაიწყო ყველაფერი უკრაინაში? - ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობით
Bloomberg: იაპონია მოსკოვში რუსეთში დარჩენილი კომპანიების აქტივების დასაცავად დელეგაციის გაგზავნაზე ფიქრობს
საკრუიზო გემი, რომელზეც ჰანტავირუსი დაფიქსირდა, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში ჩავიდა - მედიკოსები მგზავრებს ელოდებიან
,,უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის''- პუტინი
პეტერ მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა
პოლონეთი მზად არის, დამატებითი ამერიკული სამხედრო კონტინგენტი მიიღოს -პოლონეთის თავდაცვის მინისტრი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის გარეშე ევროპული არქიტექტურა არასრულია, ევროკავშირს უფრო მეტად სჭირდება თურქეთი, ვიდრე თურქეთს კავშირი
ვლადიმერ პუტინი - გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ჩვენი იქნება
დონალდ ტრამპი - სრულიად შესაძლებელია, რუსეთსა და უკრაინას შორის ზავი გახანგრძლივდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები, რომლებიც გერმანიას დატოვებენ, შესაძლოა, პოლონეთში გაემგზავრონ
დონალდ ტრამპი - მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის ომში
პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება დაიწყო
„უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მცდელობები ჩიხში შევიდა“ - მარკო რუბიო
აშშ-მ ირანის ორ ნავთობტანკერს ცეცხლი გაუხსნა - Reuters
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხვალინდელი დღე იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რას მოვისმენთ რუსეთისგან დღეს
გროზნოს უპილოტო აპარატებით თავს დაესხნენ