მეუფე შიო - მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის, ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი
მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ეს არის დიდი გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა.
„ვევედროთ ჩვენ უფალს, რომ მოგვცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს, მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი. ღვთის ნებით ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო. ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენ ეკლესიაში და ჩვენ ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთის მსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობის და გაერთიანების, მსახურების და თავგანწირული მსახურების. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო",- განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, ხვალ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
მეუფე შიო - მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის, ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი
მეუფე ანდრია - ძალიან კარგი და ღვთივკურთხეული დღე გველოდება - ღმერთი ყოველივეს სასიკეთოდ განაგებს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 142-ე კათოლიკოს პატრიარქს ხვალ აირჩევს - გაფართოებული კრება 13:00 საათზე დაიწყება
,,გელა მთივლიშვილის თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო'' - შსს
10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ტემპერატურა +29 გრადუსამდე დათბება - 10 მაისის ამინდის პროგნოზი
კობა კობალაძემ და შპს ''ლუკოილ- ჯორჯიას'' წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონს ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს
კობა კობალაძემ მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-ამდე მედიკამენტზე განსაზღვრავს
,, ყველაზე მეტი – 120 ათასი ქართველი, ქერჩის ბრძოლებში დაიღუპა''- 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღეა
9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
9 მაისის ამინდის პროგნოზი
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ
„ახლოვდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება“ - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ადგილზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში უმასპინძლეს
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე" - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს
კახა კალაძე 100 წლის ექიმ რეზო აბესაძეს სტუმრობდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დიპლომატიის აკადემია იქმნება