სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე - გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ საკითხში, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, საუკეთესო გზა არის დიალოგი და არა სანქციები
სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა გაიმართა, რათა გაძლიერდეს და გაუმჯობესდეს ორი ქვეყნის საპარლამენტო თანამშრომლობა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრატისლავაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ისტორიული ვიზიტია ბრატისლავაში. მოხარული ვარ, რომ ეს არის ჩვენი დიალოგის გაგრძელება, რომელიც გასულ წელს ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში დავიწყეთ და რასაც აპრილში საქართველოს პრეზიდენტის ბრატისლავაში ვიზიტი მოჰყვა. მინდა, გაგიზიაროთ ჩვენი შეხვედრის ძირითადი ასპექტები. უპირველეს ყოვლისა, სლოვაკეთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვინაიდან დღეს ქვეყნების მთლიანობა ირღვევა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სლოვაკეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჩვენ შევხვდით, რათა გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ საპარლამენტო თანამშრომლობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები, რომლებიც კავშირში იქნებიან საქართველოს პარლამენტთან. წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლები - განათლების, სოციალური საკითხების, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით, რადგან ბევრი სფეროა, სადაც შეგვიძლია გამოცდილების გაცვლა, ასევე თემები, სადაც შეგვიძლია, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან", - განაცხადა რიხარდ რაშიმ.
როგორც რიხარდ რაშიმ აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო საყრდენია.
„საქართველო არის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული სატრანსპორტო გზა. შესაძლოა, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რომ გვჭირდება კონკრეტული ადგილები, საიდანაც ენერგორესურსებს მივიღებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, გვჭირდება უსაფრთხო სატრანსპორტო გზა. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომ ძალიან ეფექტურად მუშაობს რესურსების დივერსიფიკაციის მიმართულებით, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რაც ხდება უკრაინის კონფლიქტსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველო დარჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო საყრდენად. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც სლოვაკეთი სხვადასხვა საგრანტო პროგრამით უჭერს მხარს. სლოვაკეთსა და საქართველოს შორის იქნება ერთმილიონიანი თანამშრომლობა. ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვანი და დინამიკურია არა მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის წინა ვიზიტის გამო, არამედ იმის გამოც, რომ სხვადასხვა მინისტრმა უკვე მოინახულა სლოვაკეთი. ჩვენ შევქმენით სამთავრობათაშორისო კომისია თანამშრომლობისთვის. პირდაპირი საჰაერო მიმოსვლით სლოვაკეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო. ქართველებისთვისაც უფრო მარტივი გახდა სლოვაკეთში ჩასვლა. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამები ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთა გაფართოებასაც ვგეგმავთ. შესაბამისად, არსებობს დიდი პოტენციალი ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ვისაუბრეთ კულტურის სფეროში თანამშრომლობაზეც - ეს არის სფერო, სადაც ორივე ქვეყანას შეუძლია ერთმანეთისთვის კულტურის გაზიარება და წარმოჩენა. შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ახალგაზრდული მიმართულებითაც, ახალგაზრდულ პარლამენტებთან და იმ პროგრამებზე, რომლებსაც ვამზადებთ საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. ვიმედოვნებ, შევძლებთ თანამშრომლობის განვითარებას ისე, რომ სლოვაკ სტუდენტებს შევთავაზოთ საქართველოს პარლამენტის მუშაობის გაცნობა", - განაცხადა რიხარდ რაშიმ.
რიხარდ რაშიმ ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთს სურს, დაეხმაროს საქართველოს ყველა იმ საკითხში, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
„ჩვენ ასევე გავიხსენეთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. გავიარეთ ყველა ის ეტაპი, რაც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ექსპერტების დონეზე - რა იყო საჭირო რეალურად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. სლოვაკეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ სტრატეგიული დიალოგი. გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ საკითხში, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გზა არის დიალოგი და არა სანქციები, მიუხედავად იმისა, რომელ სფეროს ეხება საკითხი. დიალოგი ეხმარება, ხოლო სანქციები ადამიანების ცხოვრებას აზიანებს. გვსურს თქვენი ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელება, თანამშრომლობის გაძლიერება. გვინდა, კულტურა, ახალგაზრდობა და ეკონომიკა გახდეს ჩვენი ურთიერთობების განვითარების ძირითადი სფეროები და ჩვენი ურთიერთობები მომავალშიც ისე განვითარდეს, როგორც აქამდე", - აღნიშნა რიხარდ რაშიმ.
მსგავსი სიახლეები
სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე - გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ საკითხში, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, საუკეთესო გზა არის დიალოგი და არა სანქციები
ელინა ვალტონენი - მხარს ვუჭერთ ქართველებს და გვაქვს მომავლის იმედი, მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რომ ახლო მომავალში საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იზრუნოს ხალხის თავისუფლებაზე
ანდრეი სიბიგა - გვსურს, ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ, მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად, უახლოეს მომავალში მოლდოვაში მაკა ბოჭორიშვილს შევხვდები
შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში ჩართვას არ აპირებს, სლოვაკეთის მხარდაჭერა ძალიან ფასეულია
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია
ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - შედეგები ხვალვე გამოცხადდება
,, ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რაც არის ისტორიული უმადურობა მსხვერპლის წინაშე''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - არის მცდელობა, საზოგადოება გაყონ, ასეთი მომენტები კარგი ინდიკატორია, ამოვიცნოთ, ვინ მტრობს ქართულ საზოგადოებას
,,უნდა შეწყდეს, გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება''- შალვა პაპუაშვილი
ევროპული ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ - შალვა პაპუაშვილი
„სამწუხაროა, რაც პეტერ ფიშერმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს გაუკეთა“- შალვა პაპუაშვილი
,, საქართველოსგან მტრის ხატის შექმნა უნდა შეწყდეს''- შალვა პაპუაშვილი
მეუფე საბა - ხვალინდელი დღე არის ისტორიული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ ყოფილა
მიხეილ სარჯველაძე - არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
,,ფულის შოვნა არ შეიძლება იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცა. პირიქით უნდა იყოს''- მიხეილ სარჯველაძე
,,როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველა - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს - ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან,''- ალექსანდრე რაქვიაშვილი
„ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდადაა დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე“ - ჯანდაცვის მინისტრი