ძნელია, გამოვხატო ჩემი განწყობა, რაც თან ახლავს არჩევანს, რომელმაც მარგუნა პატივიც და მძიმე ჯვარიც, გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ჩვენი ერის მომავლისთვის-სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე
ძნელია, ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო ჩემი სულიერი განწყობა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ განაცხადა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამებაში გამართული დიდი საეკლესიო კრების შემდეგ, სასულიერო პირებსა და მრევლს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი და ამავე დროს პასუხისმგებლობაა, იწოდებოდეს ახალ პატრიარქად.
„უპირველესად, მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიღო. მადლობა ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მფარველს, ალექსი სენაკელს და სხვა ჩვენ სასიქადულო მოღვაწეებს შემწეობისთვის. მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი დღის ღირსეულად წარმართვისთვის. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის, მათთან ერთად ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის. დიდი მადლი და წყალობაა ღვთისა, ამავდროულად, მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა. შეუძლებელია, უფლის განგებულების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება, თუ რატომ ინება ღმერთმა ასეთი მადლის ბოძება. ვაცნობიერებ, ერთი მხრივ, ამ მოწოდების სიდიადეს, პატივს და მეორე მხრივ, ჩემი ადამიანური სიმწირესა და უძლურებას. გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ერის მომავლისთვის, რათა სიყვარულით და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს. სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იწოდება შიო მესამედ. მღვდელმთავრებმა სამ კანდიდატს შორის გააკეთეს არჩევანი. კენჭისყრის შედეგად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 22 ხმა მიიღო, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) - ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) - შვიდი ხმა. გაფართოებულ კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობდნენ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრები.
მსგავსი სიახლეები
დეკანოზი შალვა კეკელია - გვჯერა, რომ ახალი პატრიარქი გააგრძელებს იმ გზას, რაც ილია მეორემ დაიწყო, ეკლესია არის ერთიანი და მყარი
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება, წმინდა სინოდი, ყველანი შეეხიდებიან
კახა კალაძე - 11 მაისი სამუდამოდ დარჩება უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადიულ ფასეულობას, რაზეც დგას საქართველო - „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“
ირაკლი კობახიძე - შიო მესამეს ვულოცავ უაღრესად საპატიო მისიაზე გამორჩევას, გვწამს, ღირსეულად განაგრძობთ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც განსაკუთრებული სიბრძნით ქმნიდა პატრიარქი ილია მეორე
ძნელია, გამოვხატო ჩემი განწყობა, რაც თან ახლავს არჩევანს, რომელმაც მარგუნა პატივიც და მძიმე ჯვარიც, გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ჩვენი ერის მომავლისთვის-სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე
"ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით" -სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე
"დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა"-ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს
საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საპატრიარქო კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დასრულდა
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - გაფართოებულ კრებას სინოდი სრული შემადგენლობით ესწრება
მეუფე შიო - დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, სამების ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ ეკლესიის ახალი მწყემსთავარი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება დახურულ რეჟიმში გრძელდება
სამებაში გაფართოებული საეკლესიო კრება მიმდინარეობს, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე - იმედი მაქვს, მშვიდობიანად ჩატარდება ყველაფერი და არჩევანი იქნება ისეთი, როგორც უფალი განაგებს
მეუფე გრიგოლი - ყველაფერი კარგად იქნება, გჯეროდეთ, გწამდეთ
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა, ეზოში დამონტაჟებულია ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრებას
საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს დღეს აირჩევენ
11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
11 მაისის ამინდის პროგნოზი
„პეგასუსი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს