გიდეონ საარი: ევროკავშირმა თვითნებურად და პოლიტიკური მოტივებით გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს ისრაელის მოქალაქეებს და სუბიექტებს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე

 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც წევრმა სახელმწიფოებმა ისრაელის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს.

გიდეონ საარის განცხადებით, ისრაელი ამ გადაწყვეტილებას არ ცნობს და მას თვითნებურს უწოდებს. მინისტრის განმარტებით, ევროკავშირმა სანქციები პოლიტიკური ნიშნით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააწესა.

"ისრაელი კატეგორიულად უარყოფს ისრაელის მოქალაქეების და ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას.

ევროკავშირმა, სრულიად თვითნებურად და პოლიტიკური მოტივებით, გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს ისრაელის მოქალაქეებს და სუბიექტებს მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.

ასევე, აღმაშფოთებელია ის მიუღებელი შედარება, რომელიც ევროკავშირმა ისრაელის მოქალაქეებსა და "ჰამასის" ტერორისტებს შორის გაავლო. სრულად არის დამახინჯებული ეს მორალური გათანაბრება.

ისრაელი იცავდა, იცავს და კვლავაც დაიცავს ებრაელი ხალხის უფლებას, დამკვიდრდეს საკუთარი ისტორიული სამშობლოს გულში. მსოფლიოში არცერთ სხვა ხალხს არ გააჩნია საკუთარ მიწაზე ისეთი დოკუმენტირებული და ლეგიტიმური უფლება, როგორიც ებრაელ ერს ისრაელის მიწაზე. ეს არის მორალური და ისტორიული უფლება, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით და ვერცერთი აქტორი მას ებრაელ ხალხს ვერ წაართმევს. სანქციების მეშვეობით პოლიტიკური ნების თავსმოხვევის მცდელობა დაუშვებელია და წარმატებას ვერ მიაღწევს", - წერს გიდეონ საარი X-ზე.

 

 





მსგავსი სიახლეები
ანდრეი ერმაკს კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა
კირილ ბუდანოვი - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი მოულოდნელად არ შედგება
დონალდ ტრამპი - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ახლა წარმოუდგენლად სუსტია, აპარატზეა შეერთებული
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტიცია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში - კაია კალასი
ჩვენ არ გვაქვს, არ გვქონია და არც გვექნება რუსეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მიზანი - ნიკოლ ფაშინიანი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა
გიდეონ საარი: ევროკავშირმა თვითნებურად და პოლიტიკური მოტივებით გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს ისრაელის მოქალაქეებს და სუბიექტებს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე
ირანმა აშშ-ის წინადადებაზე, რომელიც ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა პასუხი გაგზავნა
მასუდ პეზეშკიანი - მოლაპარაკებები არ ნიშნავს დანებებას ან უკან დახევას
ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღზე - „მიწა დავკარგეთო, ამბობენ, მაგრამ როგორ იყო ეს მიწა ჩვენი? ავაშენეთ იქ სკოლა, ბაღი, ქარხანა? ვცხოვრობდით, დასახლება გვქონდა?“
ილჰამ ალიევი - სომხეთის ჩვენგან დაცვა საჭირო არ არის, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გვსურდა
უკრაინამ რუსეთი სამდღიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა
ვლადიმერ პუტინი - როგორ დაიწყო ყველაფერი უკრაინაში? - ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობით
Bloomberg: იაპონია მოსკოვში რუსეთში დარჩენილი კომპანიების აქტივების დასაცავად დელეგაციის გაგზავნაზე ფიქრობს
საკრუიზო გემი, რომელზეც ჰანტავირუსი დაფიქსირდა, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში ჩავიდა - მედიკოსები მგზავრებს ელოდებიან
,,უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის''- პუტინი
პეტერ მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა
პოლონეთი მზად არის, დამატებითი ამერიკული სამხედრო კონტინგენტი მიიღოს -პოლონეთის თავდაცვის მინისტრი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის გარეშე ევროპული არქიტექტურა არასრულია, ევროკავშირს უფრო მეტად სჭირდება თურქეთი, ვიდრე თურქეთს კავშირი
ვლადიმერ პუტინი - გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ჩვენი იქნება