,,ხდება პროცედურების გამარტივება, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს კონკრეტული ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებას''- ჭეიშვილი
ხდება პროცედურების, მექანიზმების დახვეწა, გამარტივება, ისევ და ისევ იმისთვის, რომ უფრო მეტად ეფექტიანად იმუშაოს სისტემამ და ნებისმიერი ინსინუაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამით ვინმე გარკვეულ გულგრილ დამოკიდებულებას აჩენს სათანადო საჭიროების მქონე პირებისადმი, თუ სოციალურად დაუცველი ოჯახებისადმი, რა თქმა უნდა, ეს არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, სოციალურად დაუცველთა ოჯახების სიებიდან ამოღების საკითხზე საუბრისას.
თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, სამუშაოები მიმდინარეობს პროცედურების გასამარტივებლად და მექანიზმის დასახვეწად, რაც შეიძლება დაედოს საფუძვლად კონკრეტული ოჯახების სოციალურად დაუცველთა სიიდან ამოღებას, რომლებსაც თვეების განმავლობაში უფიქსირდებათ მაღალი შემოსავალი. მისივე თქმით, მათ სურვილის შემთხვევაში ექნებათ უფლება იმისა, რომ მოითხოვონ კვლავ შემოწმება.
„კეთილი რჩევა იქნება უბრალოდ მათდამი, რომ ჯერ კარგად გაერკვნენ საკითხში, ჩაიხედონ რეალურად რა ცვლილებასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში, ხდება დახვეწა მექანიზმისა, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს კონკრეტული ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებას. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახები, რომლებიც თვეების განმავლობაში აფიქსირებენ მაღალ შემოსავალს სიღრმისეული გადამოწმების გარეშე შეიძლება იქნენ ამორიცხულნი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან, თუმცა, რა თქმა უნდა, თავის მხრივ, ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და თუ კი კონკრეტული ოჯახი მაინც მოითხოვს თავადვე, რომ მოხდეს მათი საკითხის კვლავ დღის წესრიგში დაბრუნება და მისი შემოწმება, რა თქმა უნდა, აღნიშნული განხორციელდება. შესაბამისად, ძალიან მარტივია ამ შემთხვევაში დასკვნა - ხდება პროცედურების, მექანიზმების დახვეწა, გამარტივება, ისევ და ისევ იმისთვის, რომ უფრო მეტად ეფექტიანად იმუშაოს სისტემამ და ნებისმიერი ინსინუაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამით ვინმე გარკვეულ გულგრილ დამოკიდებულებას აჩენს სათანადო საჭიროების მქონე პირებისადმი, თუ სოციალურად დაუცველი ოჯახებისადმი, რა თქმა უნდა, ეს არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი,"-განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ისრაელის საელჩო, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
,,ხდება პროცედურების გამარტივება, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს კონკრეტული ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებას''- ჭეიშვილი
სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე - გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ საკითხში, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, საუკეთესო გზა არის დიალოგი და არა სანქციები
ელინა ვალტონენი - მხარს ვუჭერთ ქართველებს და გვაქვს მომავლის იმედი, მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რომ ახლო მომავალში საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იზრუნოს ხალხის თავისუფლებაზე
ანდრეი სიბიგა - გვსურს, ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ, მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად, უახლოეს მომავალში მოლდოვაში მაკა ბოჭორიშვილს შევხვდები
შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში ჩართვას არ აპირებს, სლოვაკეთის მხარდაჭერა ძალიან ფასეულია
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია
ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - შედეგები ხვალვე გამოცხადდება
,, ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რაც არის ისტორიული უმადურობა მსხვერპლის წინაშე''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - არის მცდელობა, საზოგადოება გაყონ, ასეთი მომენტები კარგი ინდიკატორია, ამოვიცნოთ, ვინ მტრობს ქართულ საზოგადოებას
,,უნდა შეწყდეს, გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება''- შალვა პაპუაშვილი
ევროპული ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ - შალვა პაპუაშვილი
„სამწუხაროა, რაც პეტერ ფიშერმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს გაუკეთა“- შალვა პაპუაშვილი
,, საქართველოსგან მტრის ხატის შექმნა უნდა შეწყდეს''- შალვა პაპუაშვილი
მეუფე საბა - ხვალინდელი დღე არის ისტორიული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ ყოფილა
მიხეილ სარჯველაძე - არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
,,ფულის შოვნა არ შეიძლება იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცა. პირიქით უნდა იყოს''- მიხეილ სარჯველაძე