ისრაელის საელჩო, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს​

 

ისრაელის საელჩო საქართველოში და ელჩი ვალიდ აბუ ჰაია, სრულიად საქართველოს, კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევას ულოცავენ. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ისტორიული და მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხისთვის, ხოლო ახალ პატრიარქს სიბრძნეს, მშვიდობასა და ნაყოფიერ მსახურებას უსურვებენ. 

"ისრაელის საელჩო საქართველოში და ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას.

ქართველი ხალხისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამ მნიშვნელოვან და ისტორიულ მომენტში, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ვუსურვებთ სიბრძნეს, სიმტკიცეს, მშვიდობასა და ნაყოფიერ მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლის წინამძღოლობაში, რწმენით, თანაგრძნობითა და ერთობით.

ისრაელისა და საქართველოს ხალხებს შორის ურთიერთობა საუკუნოვან მეგობრობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება. ქართველები და ებრაელები თაობების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთმანეთის გვერდით - ღრმა ისტორიული კავშირებით, კულტურული ურთიერთგაგებითა და მტკიცე მეგობრობით.
დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ერებსა და ხალხებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მშვიდობის, ტოლერანტობისა და ადამიანის ღირსების ღირებულებებზე დაყრდნობით.

ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს", - წერია განცხადებაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
მთავრობის ახალი დადგენილება
ისრაელის საელჩო, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს​
,,ხდება პროცედურების გამარტივება, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს კონკრეტული ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებას''- ჭეიშვილი
სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე - გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ საკითხში, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, საუკეთესო გზა არის დიალოგი და არა სანქციები
ელინა ვალტონენი - მხარს ვუჭერთ ქართველებს და გვაქვს მომავლის იმედი, მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რომ ახლო მომავალში საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იზრუნოს ხალხის თავისუფლებაზე
ანდრეი სიბიგა - გვსურს, ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ, მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად, უახლოეს მომავალში მოლდოვაში მაკა ბოჭორიშვილს შევხვდები
შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში ჩართვას არ აპირებს, სლოვაკეთის მხარდაჭერა ძალიან ფასეულია
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია
ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - შედეგები ხვალვე გამოცხადდება
,, ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რაც არის ისტორიული უმადურობა მსხვერპლის წინაშე''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - არის მცდელობა, საზოგადოება გაყონ, ასეთი მომენტები კარგი ინდიკატორია, ამოვიცნოთ, ვინ მტრობს ქართულ საზოგადოებას
,,უნდა შეწყდეს, გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება''- შალვა პაპუაშვილი
ევროპული ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ - შალვა პაპუაშვილი
„სამწუხაროა, რაც პეტერ ფიშერმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს გაუკეთა“- შალვა პაპუაშვილი
,, საქართველოსგან მტრის ხატის შექმნა უნდა შეწყდეს''- შალვა პაპუაშვილი
მეუფე საბა - ხვალინდელი დღე არის ისტორიული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ ყოფილა
მიხეილ სარჯველაძე - არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა