„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ.
„ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე იმსჯელეს.
„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხდომაზე განიხილეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული მნიშვნელოვანი მიმართულებები და ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებული პროცესები.
სხდომაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ მიმართულებებს, მათ შორის, ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას. დეტალურად განიხილეს, თუ რა ნაბიჯებია დაგეგმილი აღნიშნული მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში, ასევე, იმსჯელეს აღმასრულებელი რგოლის მიგნებებსა და შეფასებებზე.
ამასთან, უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს ეკონომიკური ზრდის საკითხიც და აღინიშნა, რომ შესაბამისი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება", - აღნიშნულია „ქართული ოცნების" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვან საერთაშორისო ვიზიტებსა და უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, განიხილეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი და მისი მნიშვნელობა.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო მინისტრის როლს, განვლილ გზას და მის მიერ წარმატებით განხორციელებული საქმიანობის შეფასებას. ამ კუთხით, ხაზი გაესვა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებს.
სხდომაზე საუბარი შეეხო ძალადობის ფაქტებზე დაკავებული ყოფილი და მოქმედი ძალოვანების საკითხსაც და აღინიშნა, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს და ინდულგენცია ვერ გავრცელდება ვერცერთი პროფესიის წარმომადგენელზე", - ნათქვამია „ქართული ოცნების" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ასევე, განიხილეს 4 ოქტომბრის საქმესთან და ჯაშუშების გამოვლენასთან დაკავშირებული საკითხები.
სხდომაზე იმსჯელეს პლენარულ სესიებზე წარსადგენ და მისაღებ საკანონმდებლო ინიციატივებზეც.
მსგავსი სიახლეები
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
მთავრობის ახალი დადგენილება
ისრაელის საელჩო, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
,,ხდება პროცედურების გამარტივება, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს კონკრეტული ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებას''- ჭეიშვილი
სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე - გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ საკითხში, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, საუკეთესო გზა არის დიალოგი და არა სანქციები
ელინა ვალტონენი - მხარს ვუჭერთ ქართველებს და გვაქვს მომავლის იმედი, მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რომ ახლო მომავალში საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იზრუნოს ხალხის თავისუფლებაზე
ანდრეი სიბიგა - გვსურს, ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ, მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად, უახლოეს მომავალში მოლდოვაში მაკა ბოჭორიშვილს შევხვდები
შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში ჩართვას არ აპირებს, სლოვაკეთის მხარდაჭერა ძალიან ფასეულია
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია
ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - შედეგები ხვალვე გამოცხადდება
,, ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რაც არის ისტორიული უმადურობა მსხვერპლის წინაშე''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - არის მცდელობა, საზოგადოება გაყონ, ასეთი მომენტები კარგი ინდიკატორია, ამოვიცნოთ, ვინ მტრობს ქართულ საზოგადოებას
,,უნდა შეწყდეს, გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება''- შალვა პაპუაშვილი
ევროპული ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ - შალვა პაპუაშვილი
„სამწუხაროა, რაც პეტერ ფიშერმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს გაუკეთა“- შალვა პაპუაშვილი
,, საქართველოსგან მტრის ხატის შექმნა უნდა შეწყდეს''- შალვა პაპუაშვილი
მეუფე საბა - ხვალინდელი დღე არის ისტორიული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ ყოფილა
მიხეილ სარჯველაძე - არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ