მამუკა მდინარაძე - ხშირად ეროვნებით ქართველები მონაწილეობენ ქვეყნის გარედან მომდინარე დარტყმებში, მონაწილეობენ პროექტებში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება
ძალიან ხშირად ეროვნებით ქართველი ადამიანები მონაწილეობენ იმ დარტყმებში, რომელი დარტყმებიც ქვეყნის გარედან მომდინარეობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოველში განუცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, უნდა ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციონერი, „ენჯეოს" წარმომადგენელი, რადგან არ შეიძლება მონაწილეობა ქვეყნის მიმართ დარტყმებში.
„ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვარჩევთ საიდან, რომელიც ქვეყნიდან ვისგან მომდინარეობს დარტყმა, სამწუხაროა, ყოველთვის, რომ ქართველი იღებს საქართველოს მიმართ დარტყმებში მონაწილეობას და ქმნიან ამ დასარტყმელად გამზადებულ პროექტებს, რომლებიც შემდეგ რეზოლუციების სახეს იღებს ხოლმე. ვფიქრობ, თუ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ რაც არ უნდა ოპოზიციონერი იყო, რაც არ უნდა არ მოგწონდეს ხელისუფლება, რაც არ უნდა აკრიტიკებდე, არ მიიღო მონაწილეობა. უბრალოდ ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციონერი, ენჯეოს წარმომადგენელი. არ შეიძლება, მიიღო მონაწილეობა ქვეყნის მიმართ დარტყმებში, მერე უფრო ლოგიკური განვითარებაც ექნება ჩვენს ურთიერთობებს. პარადოქსულია ერთი მხრივ, ლაპარაკობენ ხოლმე ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, დათბობაზე ევროპის ქვეყნებთან, აშშ-სთან და მეორე მხრივ, ისინი მონაწილეობენ პროექტების შექმნაში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი თავის სამშობლოში იყო, სადაც ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იქნა მიღებული, ამ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორია
შალვა პაპუაშვილი - შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული, ეს არის ერის და ეკლესიის კანონიც
შალვა პაპუაშვილი - ბატონი პეტერ ფიშერი პენსიაზე გადის, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ვეღარ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც ეს შეძლო ქართულ-გერმანული ურთიერთობების შემთხვევაში
მამუკა მდინარაძე - ხშირად ეროვნებით ქართველები მონაწილეობენ ქვეყნის გარედან მომდინარე დარტყმებში, მონაწილეობენ პროექტებში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
მთავრობის ახალი დადგენილება
ისრაელის საელჩო, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
,,ხდება პროცედურების გამარტივება, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს კონკრეტული ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებას''- ჭეიშვილი
სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე - გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ საკითხში, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, საუკეთესო გზა არის დიალოგი და არა სანქციები
ელინა ვალტონენი - მხარს ვუჭერთ ქართველებს და გვაქვს მომავლის იმედი, მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რომ ახლო მომავალში საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იზრუნოს ხალხის თავისუფლებაზე
ანდრეი სიბიგა - გვსურს, ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ, მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად, უახლოეს მომავალში მოლდოვაში მაკა ბოჭორიშვილს შევხვდები
შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში ჩართვას არ აპირებს, სლოვაკეთის მხარდაჭერა ძალიან ფასეულია
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია
ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - შედეგები ხვალვე გამოცხადდება
,, ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რაც არის ისტორიული უმადურობა მსხვერპლის წინაშე''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - არის მცდელობა, საზოგადოება გაყონ, ასეთი მომენტები კარგი ინდიკატორია, ამოვიცნოთ, ვინ მტრობს ქართულ საზოგადოებას
,,უნდა შეწყდეს, გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება''- შალვა პაპუაშვილი
ევროპული ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ - შალვა პაპუაშვილი