შიო მესამე - გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს

 ამ წუთებში განსაკუთრებით ვგრძნობ, რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მწყემსმთავრობის გზა. როგორც მორჩილ და მოყვარულ შვილებს გვმართებს, მოვუფრთხილდეთ მის სულიერ მემკვიდრეობას და გავაგრძელოთ მისი გზა, გზა ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მსახურებისა, – ამის შესახებ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.


ერთგულებით ვიშრომოთ ეკლესიისა და რწმენის განსამტკიცებლად, ხალხში სიყვარულის გასამრავლებლად, ერთობისა და მშვიდობის დასამკვიდრებლად. დღეს თქვენ წინაშე მდგარი კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩვენი ეკლესიის და ერის ღვთივკურთხეულ წარსულს, მის მფარველ წმინდანებს, გმირ წინაპრებს, წმინდა მეფე-დედოფლებს და კიდევ უფრო ძალუმად მიპყრობს ჩემი სიმწირის და ადამიანური უძლურების განცდა. შეუძლებელია, უფლის განზრახვის ამოცნობა და განგებულების ამოცნობა, პასუხის მოძიება კითხვაზე, რატომ დაუშვა ღმერთმა, რატომ ინება ასეთი დიდი მადლის და მსახურების ტვირთვა ჩემზე, თუმცა კი გაცნობიერებული მაქვს მისი პატივიც, სიდიადეც და სიმძიმეც. ვსასოებ ყოვლადმოწყალე უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდა ანდრია მოციქულს და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდათა დასს, ღირს შიო მღვიმელს, ღირს ალექსი სენაკელს (შუშანია), ვმადლობ მათ და ვთხოვ შეწევნას და კურთხევას კათოლიკოსპატრიარქობის ურთულეს გზაზე, განაცხადა შიო მესამემ.


პატრიარქმა სინოდის მღვდელმთავრებს და ხალხს თანამდგომისთვის და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.


მადლობას ვუხდი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოვლენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გითხრათ თქვენ, ჩვენს საყვარელ ხალხს, მრევლს ამ რთულ დღეებსა და წუთებში ლოცვისა და თანამდგომისთვის. მადლობა, მინდა, ვუთხრა, როგორც იტყოდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ჩვენს საამაყო სამღვდელოებას და საამაყო სამონაზვნო დასს ლოცვებისთვის, თანამდგომისთვის და სიყვარულისთვის. გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. დაე, სიყვარულით და რწმენით განმტკიცებულნი ერთობით ვადიდებდეთ უფალს და ვიყოთ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს, აღნიშნა შიო მესამემ.





მსგავსი სიახლეები
"ოპოზიციის ალიანსი" ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 ივნისიდან
ირაკლი კობახიძე - რეფორმის განხორციელებასთან ერთად, საჭიროა მუდმივად ზრუნვა უნივერსიტეტების რესურსების გაძლიერებაზე, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კომპლექსური რეფორმის კონცეფცია და ამ კონცეფციის სრულფასოვანი განხორციელება თავისთავად გამოიწვევს დანახარჯების ეტაპობრივ ზრდას
ირაკლი კობახიძე - აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 216 000-ით, ანუ 5,2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა 10 წლის თავზე, 2014 წლიდან 2024 წლამდე
ირაკლი კობახიძე - დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას, წინასწარი ღონისძიებების გატარებამ უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი
მდინარე ალაზანზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება
მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში
მარიამ ქვრივიშვილი – ქართველი მეზღვაურები დღეს მსოფლიოს წამყვან ფლოტებში წარმატებით საქმიანობენ და თავიანთი პროფესიონალიზმით ადასტურებენ, რომ საქართველო ძლიერი საზღვაო ტრადი
ირაკლი კობახიძე – საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმების შემცირებას მხარი დაუჭირა
25 ივნისის ამინდის პროგნოზი
ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება
ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
24 ივნისის ამინდის პროგნოზი
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი CERN-ის მეცნიერებს შეხვდა
23 ივნისის ამინდის პროგნოზი
,,დღეს, ყველა, ვინც მას იცნობდა, ან, თუნდაც, ერთხელ შეხვედრია, დაამწუხრა თემურ უგულავას გარდაცვალებამ!'' - გენერალ-მაიორი კობა კობალაძე