შალვა პაპუაშვილი - ბატონი პეტერ ფიშერი პენსიაზე გადის, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ვეღარ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც ეს შეძლო ქართულ-გერმანული ურთიერთობების შემთხვევაში
ვიცით, რომ როცა პიტერ ფიშერი თავისმა სამინისტრომ გაიწვია კონსულტაციებზე ბერლინში, შემდეგ დაბრუნდა იმ პირობით, რომ თავდასხმებს აღარ ექნებოდა ადგილი. სამწუხაროდ, ეს პირობა დარღვეულია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როგორც ჩანს, ვერც ელჩი პეტერ ფიშერი და ვერც მისი სამინისტრო პირობას ვერ იცავენ.
მისივე თქმით, პეტერ ფიშერმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
„მე უკვე არანაირი ხალისი არ მაქვს, ამ ადამიანის მტრულ თავდასხმებზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. თუ საჭიროდ ჩათვლის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შეუძლია, დაიბაროს და შესაბამისი გასაუბრება ჰქონდეს, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ როცა ის თავისმა სამინისტრომ გაიწვია კონსულტაციებზე ბერლინში, შემდეგ დაბრუნდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმ პირობით, რომ ასეთ თავდასხმებს აღარ ექნებოდა ადგილი, ეს პირობა, სამწუხაროდ, დარღვეულია როგორც ელჩის მხრიდან, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც, რომელიც, როგორც ჩანს, ამ პირობას ვერ იცავს.
იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება სათანადო რეაგირება, როცა საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ასეთი მტრული თავდასხმებით გამოირჩევა სახელმწიფოს და მისი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. ბატონი პეტერი რამდენიმე კვირაში დატოვებს საქართველოს. ის აქედან პირდაპირ გადის პენსიაზე, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ის ვეღარ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც ეს, სამწუხაროდ, შეძლო ქართულ-გერმანული ურთიერთობების შემთხვევაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფოს და ეკლესიას ერთი და იგივე სახეები ებრძვიან, ეს არის ბრძოლა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს, მის სახელმწიფოებრივ თუ სულიერ მხარეს
შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიციის ბოროტი თესლიდან სიბოროტე აღმოცენდება მხოლოდ, იგივე ხაზი, რაც მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახლა ამუშავებულია ეკლესიის წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი თავის სამშობლოში იყო, სადაც ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იქნა მიღებული, ამ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორია
შალვა პაპუაშვილი - შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული, ეს არის ერის და ეკლესიის კანონიც
შალვა პაპუაშვილი - ბატონი პეტერ ფიშერი პენსიაზე გადის, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ვეღარ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც ეს შეძლო ქართულ-გერმანული ურთიერთობების შემთხვევაში
მამუკა მდინარაძე - ხშირად ეროვნებით ქართველები მონაწილეობენ ქვეყნის გარედან მომდინარე დარტყმებში, მონაწილეობენ პროექტებში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
მთავრობის ახალი დადგენილება
ისრაელის საელჩო, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
,,ხდება პროცედურების გამარტივება, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს კონკრეტული ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებას''- ჭეიშვილი
სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე - გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ საკითხში, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, საუკეთესო გზა არის დიალოგი და არა სანქციები
ელინა ვალტონენი - მხარს ვუჭერთ ქართველებს და გვაქვს მომავლის იმედი, მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რომ ახლო მომავალში საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იზრუნოს ხალხის თავისუფლებაზე
ანდრეი სიბიგა - გვსურს, ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ, მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად, უახლოეს მომავალში მოლდოვაში მაკა ბოჭორიშვილს შევხვდები
შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში ჩართვას არ აპირებს, სლოვაკეთის მხარდაჭერა ძალიან ფასეულია
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია
ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - შედეგები ხვალვე გამოცხადდება
,, ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რაც არის ისტორიული უმადურობა მსხვერპლის წინაშე''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - არის მცდელობა, საზოგადოება გაყონ, ასეთი მომენტები კარგი ინდიკატორია, ამოვიცნოთ, ვინ მტრობს ქართულ საზოგადოებას