ანდრეი ერმაკის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 13 მაისს გამოაცხადებს

 

უკრაინის ანტიკორუფციული სასამართლო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის საქმეზე გადაწყვეტილებას 13 მაისს გამოაცხადებს.

დღეს სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილების გამოცხადება ორი მიზეზით გადაიდო - დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმე 16 ტომს მოიცავს და ადვოკატები მასალებს სრულად ჯერჯერობით ვერ გაეცნენ. ამასთან, პროკურატურას გარკვეული მტკიცებულებების საჯაროდ გამჟღავნება არ სურს.

კანონის მიხედვით, გადაწყვეტილება მაქსიმუმ 72 საათში უნდა მიიღონ.

როგორც უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კლიმენკომ ბრიფინგზე განაცხადა, უწყება ანდრეი ერმაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ალტერნატიულ ზომად, პროკურატურა 180 მილიონი გრივნის (დაახლოებით ოთხი მილიონი დოლარი) ოდენობის გირაოს განიხილავს.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 11 მაისს განაცხადეს, რომ ანდრეი ერმაკს ბრალი ედება ორგანიზებული ჯგუფის წევრობაში, რომელიც 460 მილიონი გრივნის (დაახლოებით ათი მილიონი დოლარი) გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. ზელენსკის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი წარედგინა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება) გულისხმობს. აღნიშნული მუხლი რვიდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავად ერმაკი ბრალდებებს უარყოფს.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ამ დროისთვის „ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს''- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომი ამ დროისთვის 29 მილიარდი დოლარი დაუჯდა - პენტაგონის წარმომადგენელი
ანდრეი ერმაკის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 13 მაისს გამოაცხადებს
ცნობილია პირველი ინფიცირებულის ვინაობა, რომელმაც საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის გავრცელება გამოიწვია
„სქაი ნიუსი“ - ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციისთვის აშშ 53 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის სესხად გაცემას გეგმავს
დროა, აშშ-მა აზერბაიჯანთან "დიდი შეთანხმება" გააფორმოს, რაც შეიძლება, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს -"ატლანტიკური საბჭო"
საკრუიზო გემიდან, სადაც ჰანტავირუსი გავრცელდა, 28 მგზავრი თვითმფრინავით ნიდერლანდებში გადაიყვანეს
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველოდები ვიზიტს ჩინეთში, დიდი რამ მოხდება ორივე ქვეყნისთვის
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ანდრეი ერმაკს კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა
კირილ ბუდანოვი - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი მოულოდნელად არ შედგება
დონალდ ტრამპი - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ახლა წარმოუდგენლად სუსტია, აპარატზეა შეერთებული
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტიცია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში - კაია კალასი
ჩვენ არ გვაქვს, არ გვქონია და არც გვექნება რუსეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მიზანი - ნიკოლ ფაშინიანი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა
გიდეონ საარი: ევროკავშირმა თვითნებურად და პოლიტიკური მოტივებით გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს ისრაელის მოქალაქეებს და სუბიექტებს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე
ირანმა აშშ-ის წინადადებაზე, რომელიც ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა პასუხი გაგზავნა
მასუდ პეზეშკიანი - მოლაპარაკებები არ ნიშნავს დანებებას ან უკან დახევას
ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღზე - „მიწა დავკარგეთო, ამბობენ, მაგრამ როგორ იყო ეს მიწა ჩვენი? ავაშენეთ იქ სკოლა, ბაღი, ქარხანა? ვცხოვრობდით, დასახლება გვქონდა?“
ილჰამ ალიევი - სომხეთის ჩვენგან დაცვა საჭირო არ არის, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გვსურდა