ანდრეი სიბიგა - უკრაინას ომი დღიურად დაახლოებით 450 მილიონი დოლარი უჯდება

უკრაინას ომი დღიურად დაახლოებით 450 მილიონი დოლარი უჯდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სტრატეგიული არკის კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიისას განაცხადა.

„წლევანდელი წელი, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს უკრაინისთვის მშვიდობის მიღწევის თვალსაზრისით. ომი დღიურად დაახლოებით 450 მილიონი დოლარი ჯდება. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, რადგან ძალიან დიდ ფასს ვიხდით", - თქვა სიბიგამ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო პროცესში აუცილებელია აშშ-ის ჩართულობა.

„მე არ მჯერა ან ვთლი, რომ არარეალურია, ამერიკული მხარის გარეშე მივაღწიოთ ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევის დასრულების რეალურ პროცესს. ეს შეუძლებელია. ჩვენ გვჭირდება მათი მონაწილეობა, მაგრამ ამავე დროს გვჭირდება მათი გავლენა და ზეწოლა რუსეთზე", -აღნიშნა სიბიგამ.

​სიბიგას ასევე ჰკითხეს, თუ როგორი მშვიდობა იქნებოდა მისაღები უკრაინისთვის, რათა ეს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა იყოს.

„უკრაინა არ მიიღებს არცერთ ფორმულას ან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს დათმობებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კუთხით", - განაცხადა სიბიგამ კითხვის საპასუხოდ.

 





მსგავსი სიახლეები
ანდრეი სიბიგა - უკრაინას ომი დღიურად დაახლოებით 450 მილიონი დოლარი უჯდება
დონალდ ტრამპი ჩინეთში გაემგზავრა
დონალდ ტრამპი - გჯერათ თუ არა, უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას მივაღწევთ
,,ამ დროისთვის „ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს''- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომი ამ დროისთვის 29 მილიარდი დოლარი დაუჯდა - პენტაგონის წარმომადგენელი
ანდრეი ერმაკის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 13 მაისს გამოაცხადებს
ცნობილია პირველი ინფიცირებულის ვინაობა, რომელმაც საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის გავრცელება გამოიწვია
„სქაი ნიუსი“ - ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციისთვის აშშ 53 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის სესხად გაცემას გეგმავს
დროა, აშშ-მა აზერბაიჯანთან "დიდი შეთანხმება" გააფორმოს, რაც შეიძლება, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს -"ატლანტიკური საბჭო"
საკრუიზო გემიდან, სადაც ჰანტავირუსი გავრცელდა, 28 მგზავრი თვითმფრინავით ნიდერლანდებში გადაიყვანეს
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველოდები ვიზიტს ჩინეთში, დიდი რამ მოხდება ორივე ქვეყნისთვის
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ანდრეი ერმაკს კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა
კირილ ბუდანოვი - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი მოულოდნელად არ შედგება
დონალდ ტრამპი - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ახლა წარმოუდგენლად სუსტია, აპარატზეა შეერთებული
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტიცია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში - კაია კალასი
ჩვენ არ გვაქვს, არ გვქონია და არც გვექნება რუსეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მიზანი - ნიკოლ ფაშინიანი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა
გიდეონ საარი: ევროკავშირმა თვითნებურად და პოლიტიკური მოტივებით გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს ისრაელის მოქალაქეებს და სუბიექტებს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე
ირანმა აშშ-ის წინადადებაზე, რომელიც ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა პასუხი გაგზავნა