მეფე ჩარლზი - სულ უფრო სახიფათო და არასტაბილური სამყარო გაერთიანებულ სამეფოს საფრთხეს უქმნის, ამის უახლესი მაგალითია ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი

გაერთიანებულ სამეფოს სულ უფრო სახიფათო და არასტაბილური სამყარო საფრთხეს უქმნის, რომლის უახლესი მაგალითიც ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტია, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა ლორდთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ბრიტანეთის მონარქის თქმით, გამოიცდება ქვეყნის ენერგეტიკული, თავდაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ყველა ელემენტი.

 

„ჩემი მთავრობა ამ სამყაროს ძლიერად უპასუხებს და მიზნად ისახავს ისეთი ქვეყნის შექმნას, რომელიც ყველასთვის სამართლიანი იქნება. ჩემი მინისტრები მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დაიცავს გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკულ, თავდაცვით და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. ისინი დაიცავენ ბრიტანულ ღირებულებებს, როგორებიცაა წესიერება, ტოლერანტობა და განსხვავებულობის პატივისცემა ჩვენი საერთო დროშის ქვეშ და გამოიყენებენ იმ სიამაყის პოტენციალს, რომელსაც მთელი ქვეყანა განიცდის თავისი თემების მიმართ", - აღნიშნა მეფე ჩარლზმა.

 

გაერთიანებული სამეფოს მონარქმა წარადგინა მთავრობის დღის წესრიგის ფართო ელემენტები, დაწყებული ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად სასწრაფო ზომების მიღებით და ყველა თემის უსაფრთხოების უზრუნველყოფით.

 

ჩარლზის თქმით, მთავრობა მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური უსაფრთხოება დამოკიდებულია ცხოვრების დონის ამაღლებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

„ჩემი მინისტრები მხარს დაუჭერენ სტაბილურობის შენარჩუნებისა და ცხოვრების ხარჯების კონტროლის ღონისძიებებს. ისინი გამოიყენებენ სახელმწიფო ინვესტიციებს ბაზრების ფორმირებისა და შემდგომი კერძო ინვესტიციების მოსაზიდად. ისინი გამოიყენებენ სახელმწიფოს ძალას ბიზნესთან პარტნიორობით და უზრუნველყოფენ რეფორმებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უფრო მაღალ ზრდას და სამართლიან შეთანხმებას მშრომელი ადამიანებისთვის", - აღნიშნა ბრიტანეთის მეფემ.

 

ჩარლზის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება და მთავრობა წარადგენს კანონპროექტებს „ევროკავშირთან კავშირების გასაძლიერებლად", „მცირე ბიზნესისთვის დაგვიანებული გადახდების პრობლემის მოსაგვარებლად" და „არასაჭირო რეგულაციების ტვირთის შესამცირებლად".

 

ბრიტანეთის მონარქმა საჯარო სერვისების განახლებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ წარდგენილი იქნება კანონმდებლობა პოლიციის, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის, სისხლის სამართლის სისტემის და იმიგრაციისა და თავშესაფრის სისტემის რეფორმირების შესახებ.

 

მთავრობის დღის წესრიგში ასევე შედის კანონპროექტები „წყლის ინდუსტრიის მოწესრიგების და „დიდი ბრიტანეთის რკინიგზის შექმნის" შესახებ.

 

„ჩემი მინისტრები თვლიან, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს შანსს, მიაღწიოს წარმატებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში და არ იყოს ჩამორჩენილი სიღარიბის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ან პროფესიული განათლებისადმი პატივისცემის ნაკლებობის გამო", - აღნიშნა ჩარლზმა.

 

საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის მეფემ განაცხადა, რომ მთავრობა „გააგრძელებს ურყევი მხარდაჭერის გაწევას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, რომლებიც თავისუფლებისთვის ფრონტზე იბრძვიან". ქვეყნის მთავრობა ასევე „ეცდება, გააუმჯობესოს ურთიერთობები ევროპელ პარტნიორებთან, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში" და „გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობისთვის და ისრაელსა და პალესტინაში ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისთვის ხელშეწყობას".

 

ბრიტანეთის მონარქი კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის „ურყევ ერთგულებას ნატო-ს და ნატო-ს მოკავშირეების მიმართ" და აცხადებს, რომ „თავდაცვის ხარჯების მდგრადი ზრდა" იქნება. ბრიტანეთის მეფე ადასტურებს, რომ წარდგენილი იქნება კანონპროექტი, რომელიც „უცხო სახელმწიფო სუბიექტებისა და მათი მოკავშირეების მხრიდან მზარდი საფრთხის დაძლევას" უზრუნველყოფს.

 

ბრიტანული მედიის თანახმად, სავარაუდოდ, ეს, ძირითადად, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს" ეხება. შემდეგი საკითხი ენერგეტიკული უსაფრთხოებაა.

 

ბრიტანეთის მეფის თქმით, მინისტრები თვლიან, რომ ეს ეროვნულ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული და „გრძელვადიან ინვესტიციებსა და რეფორმებს" მოითხოვს. მისი განცხადებით, მწვანე ენერგიის წარმოების გაზრდა ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ „მტრებმა" ვერ „შეუტიონ" დიდი ბრიტანეთის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

 





მსგავსი სიახლეები
Financial Times: დონალდ ტრამპი სი ძინპინისგან მოითხოვს, რომ ჩინეთი ამერიკული ბიზნესისთვის გახსნას
The Wall Street Journal: ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ნავთობის ექსპორტი
რადოსლავ სიკორსკი - ჩვენ პოლიტიკური კრიზისის დროში ვცხოვრობთ, შავი ღრუბლები ერთდროულად რამდენიმე მხრიდან გროვდება
პროკურორმა სასამართლო პროცესზე უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი უფროსის, ანდრეი ერმაკისა და მკითხავის მიმოწერა გაასაჯაროვა
მეფე ჩარლზი - სულ უფრო სახიფათო და არასტაბილური სამყარო გაერთიანებულ სამეფოს საფრთხეს უქმნის, ამის უახლესი მაგალითია ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი
ჩინეთში დონალდ ტრამპის ვიზიტი დაიწყო
ანდრეი სიბიგა - უკრაინას ომი დღიურად დაახლოებით 450 მილიონი დოლარი უჯდება
დონალდ ტრამპი ჩინეთში გაემგზავრა
დონალდ ტრამპი - გჯერათ თუ არა, უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას მივაღწევთ
,,ამ დროისთვის „ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს''- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომი ამ დროისთვის 29 მილიარდი დოლარი დაუჯდა - პენტაგონის წარმომადგენელი
ანდრეი ერმაკის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 13 მაისს გამოაცხადებს
ცნობილია პირველი ინფიცირებულის ვინაობა, რომელმაც საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის გავრცელება გამოიწვია
„სქაი ნიუსი“ - ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციისთვის აშშ 53 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის სესხად გაცემას გეგმავს
დროა, აშშ-მა აზერბაიჯანთან "დიდი შეთანხმება" გააფორმოს, რაც შეიძლება, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს -"ატლანტიკური საბჭო"
საკრუიზო გემიდან, სადაც ჰანტავირუსი გავრცელდა, 28 მგზავრი თვითმფრინავით ნიდერლანდებში გადაიყვანეს
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველოდები ვიზიტს ჩინეთში, დიდი რამ მოხდება ორივე ქვეყნისთვის
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ანდრეი ერმაკს კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა
კირილ ბუდანოვი - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი მოულოდნელად არ შედგება