პროკურორმა სასამართლო პროცესზე უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი უფროსის, ანდრეი ერმაკისა და მკითხავის მიმოწერა გაასაჯაროვა

 

უკრაინის პროკურატურამ გამოაქვეყნა მკითხავის რჩევები, რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი უფროსი ანდრეი ერმაკი იღებდა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

მკითხავს, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, ზელენსკის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი კონსულტაციებისთვის მიმართავდა, ჰქონდა სპეციალური ტელეფონი, რომელსაც მხოლოდ მასთან კავშირისთვის იყენებდა.

ბრალდების მხარემ მათი მიმოწერის ფრაგმენტები 13 მაისის სასამართლო სხდომაზე წარადგინა.

„უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მოქალაქე ვერონიკა ფიოდოროვნა ანიკეევიჩთან (სავარაუდოდ მკითხავი, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კონსულტაციებისთვის მიმართავდა) ერმაკის მიმოწერის ოქმი წაიკითხა.

გამოძიების ინფორმაციით, 2025 წლის 24 დეკემბერს, როდესაც ერმაკის მძღოლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა, საკონტაქტო პირმა, „ანდრეი 2025"-მა (სავარაუდოდ ერმაკი) ვერონიკას გაუგზავნა შემდეგი შეტყობინება: „კლიმენკო, კრივონოსი". როგორც ცნობილია, ეს არის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელების გვარები.

როგორც უკრაინული მედია წერს, ვერონიკამ აღნიშნა, რომ „ანდრეის" ოპონენტები მასზე ზეწოლას აძლიერებდნენ და მოუწოდა მას უფრო მკაცრი და აქტიური წინააღმდეგობისკენ:

„დღეს ძალიან გაბრაზებული ვარ და წინასწარ ბოდიშს გიხდით სიმკაცრისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძლოა, ჩემმა სიმკაცრემ სხვა ტალღაზე გადაგიყვანოთ. ყველაფერი იწყება იმ სიტყვებით, რომლებსაც საკუთარ თავს და სხვებს ვეუბნებით. ბოლო თვეების განმავლობაში თქვენ არ ახდენთ ესკალაციას, მხოლოდ იტანთ თავდასხმებსა და დამცირებას პასუხის გარეშე. ესკალაციას ისინი ახდენენ, თქვენ ამის საშუალებას აძლევთ. თქვენი მხრიდან არანაირ ესკალაციაზე არ იქნება საუბარი, რაიმეს გაკეთებას თუ დაიწყებთ. ესკალაცია კი არა, ეს ელემენტარული თავდაცვაა, მაგრამ არ აკეთებთ. თქვენ ორივეს ფსიქოლოგიურად განადგურებენ. თქვენ დუმხართ. ყოველი ახალი ისტორიის შემდეგ ვითარება უარესდება, მაგრამ თქვენ ისევ დუმხართ. კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ მოქმედება დაიწყოთ? და მანაც დაიწყოს მოქმედება. მას (სავარაუდოდ საუბარია პრეზიდენტ ზელენსკიზე) ყველა მისი ადამიანი „შეუჭამეს" და ის დუმდა. როცა თქვენც „შეგჭამენ", გარწმუნებთ, შემდეგ მასაც მიუბრუნდებიან. სირაქლემას სტრატეგიას თუ გააგრძელებთ, ასე იქნება. მზად ხართ, თავი მსხვერპლად გაწიროთ მხოლოდ იმისთვის, რომ მისთვის კარგი იყოთ? ისინი მოსვენებას არ მოგცემენ. მათ ძალაუფლება სჭირდებათ და თუ არ შეაჩერებთ, მიიღებენ კიდეც. საკითხავია, რას გააკეთებთ თქვენ და სად იქნებით".

 

პროკურორის თქმით, საპასუხოდ ერმაკმა ვერონიკას მისწერა: „ფიალა, უკრაინსკაია პრავდა, ტკაჩი, მუსაევი, ჟელეზნიაკი, არახამია, გონჩარენკო. ყველაფრისთვის მზად ვარ. ყველაფრისთვის მზად ვარ. ხვალ მზად ვარ."

„უკრაინკსაია პრავდას" ცნობით, ვერონიკა ფიოდოროვნა ანიკეევიჩმა ერმაკს უპასუხა: „ახლა თქვენ დოკუმენტებზე და შესაძლო დაკავებაზე ნერვიულობთ. რაღაც შედარებით მოკლე პერიოდით. ეს, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, არავის უნდა, მაგრამ ამ ეტაპზე თქვენ გყავთ მეგობარი-გარანტი და სერიოზული მტკიცებულებები არ არსებობს, რის შემდეგაც გიჩნდებათ მორალური და იურიდიული უფლება, ისინი გაანადგუროთ. მაგრამ თუ ისინი ძალაუფლებას მიიღებენ, უფრო სერიოზულად იმოქმედებენ - აღარ იქნება მეგობარი-გარანტი და მეტი უფლებამოსილება ექნებათ. და საუკეთესო ვარიანტი იქნება... თუ მოასწრებთ და შეძლებთ საზღვარგარეთ წასვლას, დაფიქრდით ამაზე".

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 11 მაისს განაცხადეს, რომ ანდრეი ერმაკს ბრალი ედება ორგანიზებული ჯგუფის წევრობაში, რომელიც 460 მილიონი გრივნის (დაახლოებით ათი მილიონი დოლარი) გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. ზელენსკის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი წარედგინა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება) გულისხმობს. აღნიშნული მუხლი რვიდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავად ერმაკი ბრალდებებს უარყოფს.

ანდრეი ერმაკის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს, 13 მაისს გამოაცხადებს.

 

 





მსგავსი სიახლეები
Financial Times: დონალდ ტრამპი სი ძინპინისგან მოითხოვს, რომ ჩინეთი ამერიკული ბიზნესისთვის გახსნას
The Wall Street Journal: ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ნავთობის ექსპორტი
რადოსლავ სიკორსკი - ჩვენ პოლიტიკური კრიზისის დროში ვცხოვრობთ, შავი ღრუბლები ერთდროულად რამდენიმე მხრიდან გროვდება
პროკურორმა სასამართლო პროცესზე უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი უფროსის, ანდრეი ერმაკისა და მკითხავის მიმოწერა გაასაჯაროვა
მეფე ჩარლზი - სულ უფრო სახიფათო და არასტაბილური სამყარო გაერთიანებულ სამეფოს საფრთხეს უქმნის, ამის უახლესი მაგალითია ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი
ჩინეთში დონალდ ტრამპის ვიზიტი დაიწყო
ანდრეი სიბიგა - უკრაინას ომი დღიურად დაახლოებით 450 მილიონი დოლარი უჯდება
დონალდ ტრამპი ჩინეთში გაემგზავრა
დონალდ ტრამპი - გჯერათ თუ არა, უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას მივაღწევთ
,,ამ დროისთვის „ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს''- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომი ამ დროისთვის 29 მილიარდი დოლარი დაუჯდა - პენტაგონის წარმომადგენელი
ანდრეი ერმაკის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 13 მაისს გამოაცხადებს
ცნობილია პირველი ინფიცირებულის ვინაობა, რომელმაც საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის გავრცელება გამოიწვია
„სქაი ნიუსი“ - ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციისთვის აშშ 53 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის სესხად გაცემას გეგმავს
დროა, აშშ-მა აზერბაიჯანთან "დიდი შეთანხმება" გააფორმოს, რაც შეიძლება, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს -"ატლანტიკური საბჭო"
საკრუიზო გემიდან, სადაც ჰანტავირუსი გავრცელდა, 28 მგზავრი თვითმფრინავით ნიდერლანდებში გადაიყვანეს
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველოდები ვიზიტს ჩინეთში, დიდი რამ მოხდება ორივე ქვეყნისთვის
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ანდრეი ერმაკს კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა
კირილ ბუდანოვი - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი მოულოდნელად არ შედგება