The Wall Street Journal: ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ნავთობის ექსპორტი
ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლსა და ახლახან დაწესებულ მოსაკრებლებიდან მიღებულ შემოსავლებს იყენებს იმ დეფიციტის შესავსებად, რომელიც აშშ-ის ბლოკადამ გამოიწვია, რამაც ქვეყნის ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობა თითქმის სრულად გაანადგურა, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
ირანის სამხედრო უწყების განცხადებით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც ამ სტრატეგიული მარშრუტის გადაკვეთა სურს, ეს მათი „ზედამხედველობის" ქვეშ უნდა განახორციელოს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, თუ რას გულისხმობს ეს პროცესი.
ბოლო კვირების განმავლობაში, ირანი დაჟინებით მოითხოვს, რომ სრუტეში გამავალმა გემებმა ნებართვა აიღონ. ბროკერების ინფორმაციით, ქვეყანა თითოეულ ხომალდზე 2 მილიონ დოლარამდე მოსაკრებელს აწესებს.
„ეს კოორდინირებული და სინერგიული კონტროლი, რეგიონზე ირანის მონიტორინგისა და სუვერენიტეტის გაძლიერებასთან ერთად, ქვეყნისთვის ნავთობის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალზე ორჯერ მეტ თანხას წარმოშობს", - განაცხადა ირანის სამხედრო სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა მოჰამედ აკრამინიამ.
ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, გასულ წელს ირანის მიერ ნედლი ნავთობის გაყიდვებმა მთლიანობაში დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი შეადგინა. მათივე თქმით, ამ თანხიდან ირანი მოგების სახით დაახლოებით ორ მესამედს იტოვებს.
აკრამინიას თქმით, ირანის სამხედრო უწყების მიერ ნაოსნობაზე ზედამხედველობა უზრუნველყოფს „გავლას ყოველგვარი ზიანის გარეშე".
მსგავსი სიახლეები
Financial Times: დონალდ ტრამპი სი ძინპინისგან მოითხოვს, რომ ჩინეთი ამერიკული ბიზნესისთვის გახსნას
The Wall Street Journal: ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ნავთობის ექსპორტი
რადოსლავ სიკორსკი - ჩვენ პოლიტიკური კრიზისის დროში ვცხოვრობთ, შავი ღრუბლები ერთდროულად რამდენიმე მხრიდან გროვდება
პროკურორმა სასამართლო პროცესზე უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი უფროსის, ანდრეი ერმაკისა და მკითხავის მიმოწერა გაასაჯაროვა
მეფე ჩარლზი - სულ უფრო სახიფათო და არასტაბილური სამყარო გაერთიანებულ სამეფოს საფრთხეს უქმნის, ამის უახლესი მაგალითია ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი
ჩინეთში დონალდ ტრამპის ვიზიტი დაიწყო
ანდრეი სიბიგა - უკრაინას ომი დღიურად დაახლოებით 450 მილიონი დოლარი უჯდება
დონალდ ტრამპი ჩინეთში გაემგზავრა
დონალდ ტრამპი - გჯერათ თუ არა, უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას მივაღწევთ
,,ამ დროისთვის „ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს''- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომი ამ დროისთვის 29 მილიარდი დოლარი დაუჯდა - პენტაგონის წარმომადგენელი
ანდრეი ერმაკის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 13 მაისს გამოაცხადებს
ცნობილია პირველი ინფიცირებულის ვინაობა, რომელმაც საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის გავრცელება გამოიწვია
„სქაი ნიუსი“ - ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციისთვის აშშ 53 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის სესხად გაცემას გეგმავს
დროა, აშშ-მა აზერბაიჯანთან "დიდი შეთანხმება" გააფორმოს, რაც შეიძლება, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს -"ატლანტიკური საბჭო"
საკრუიზო გემიდან, სადაც ჰანტავირუსი გავრცელდა, 28 მგზავრი თვითმფრინავით ნიდერლანდებში გადაიყვანეს
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველოდები ვიზიტს ჩინეთში, დიდი რამ მოხდება ორივე ქვეყნისთვის
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ანდრეი ერმაკს კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა
კირილ ბუდანოვი - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი მოულოდნელად არ შედგება