Financial Times: დონალდ ტრამპი სი ძინპინისგან მოითხოვს, რომ ჩინეთი ამერიკული ბიზნესისთვის გახსნას

 

დონალდ ტრამპი ოთხშაბათს პეკინში ჩავიდა და ჩინეთის ლიდერისგან, სი ძინპინისგან ამერიკული კორპორაციებისთვის ქვეყნის „გახსნა" მოითხოვა - ამით მან სცადა, რომ ორდღიანი სამიტის ფარგლებში თავისი ვიზიტის ცენტრალურ თემად უფრო მჭიდრო ბიზნესკავშირები ექცია, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდება, რომელიც ჩინეთში მაღალი რანგის ბიზნესმენების თანხლებით იმყოფება, ხუთშაბათისა და პარასკევის შეხვედრების წინ გაჟღერდა.

აღნიშნულ შეხვედრებს ჩრდილს აყენებს გეოპოლიტიკური დაძაბულობა ირანისა და ტაივანის ირგვლივ, ასევე სავაჭრო და ტექნოლოგიური კონფლიქტი, რამაც მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის ურთიერთობები დაძაბა.

ტრამპმა განაცხადა, რომ მისი „პირველივე თხოვნა" სი ძინპინისადმი წამყვანი ამერიკული კომპანიებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნა იქნება, რომლებიც დიდი ხანია ჩივიან ჩინეთში საქმიანობისას არსებულ მარეგულირებელ დაბრკოლებებზე.

აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დასტაბილურებას ცდილობს მას შემდეგ, რაც გასულ წელს ვაშინგტონის მიერ ჩინურ იმპორტზე გაზრდილი ტარიფების დაწესებამ პეკინს იშვიათი წიაღისეულის ექსპორტის შეზღუდვისკენ უბიძგა. გასულ ოქტომბერში, სამხრეთ კორეაში შეხვედრისას, ტრამპი და სი ერთწლიან სავაჭრო ზავზე შეთანხმდნენ.

 

 





მსგავსი სიახლეები
Financial Times: დონალდ ტრამპი სი ძინპინისგან მოითხოვს, რომ ჩინეთი ამერიკული ბიზნესისთვის გახსნას
The Wall Street Journal: ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ნავთობის ექსპორტი
რადოსლავ სიკორსკი - ჩვენ პოლიტიკური კრიზისის დროში ვცხოვრობთ, შავი ღრუბლები ერთდროულად რამდენიმე მხრიდან გროვდება
პროკურორმა სასამართლო პროცესზე უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი უფროსის, ანდრეი ერმაკისა და მკითხავის მიმოწერა გაასაჯაროვა
მეფე ჩარლზი - სულ უფრო სახიფათო და არასტაბილური სამყარო გაერთიანებულ სამეფოს საფრთხეს უქმნის, ამის უახლესი მაგალითია ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი
ჩინეთში დონალდ ტრამპის ვიზიტი დაიწყო
ანდრეი სიბიგა - უკრაინას ომი დღიურად დაახლოებით 450 მილიონი დოლარი უჯდება
დონალდ ტრამპი ჩინეთში გაემგზავრა
დონალდ ტრამპი - გჯერათ თუ არა, უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას მივაღწევთ
,,ამ დროისთვის „ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს''- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომი ამ დროისთვის 29 მილიარდი დოლარი დაუჯდა - პენტაგონის წარმომადგენელი
ანდრეი ერმაკის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 13 მაისს გამოაცხადებს
ცნობილია პირველი ინფიცირებულის ვინაობა, რომელმაც საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის გავრცელება გამოიწვია
„სქაი ნიუსი“ - ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციისთვის აშშ 53 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის სესხად გაცემას გეგმავს
დროა, აშშ-მა აზერბაიჯანთან "დიდი შეთანხმება" გააფორმოს, რაც შეიძლება, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს -"ატლანტიკური საბჭო"
საკრუიზო გემიდან, სადაც ჰანტავირუსი გავრცელდა, 28 მგზავრი თვითმფრინავით ნიდერლანდებში გადაიყვანეს
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველოდები ვიზიტს ჩინეთში, დიდი რამ მოხდება ორივე ქვეყნისთვის
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ანდრეი ერმაკს კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა
კირილ ბუდანოვი - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი მოულოდნელად არ შედგება