ირაკლი კობახიძემ ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ვეტერან „დინამოელებს" ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა 1981 წლის „თასების მფლობელთა თასზე" თბილისის „დინამოს" გამარჯვების ისტორიულ მნიშვნელობას  და ვეტერან „დინამოელებს" ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„13 მაისი განსაკუთრებული დღეა არა მარტო ქართული ფეხბურთისთვის და ქართული სპორტისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ საქართველო არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, თუმცა რა ეროვნული სიამაყის განცდაც მოუტანა 13-მა მაისმა მაშინ ქართველებს, ალბათ ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას შეშურდებოდა და ეს სიამაყის განცდა დღემდე მოჰყვება თითოეულ ჩვენგანს. 45 წელი გავიდა 13 მაისის შემდეგ და როცა ვუყურებდით კადრებს, მატჩის მომენტებს, გოლებს, დღემდე არ ნელდება ეს ემოციები, რომელიც თავის დროზე რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მძაფრი იყო, მაგრამ აბსოლუტურად განსაკუთრებული ემოციებით გვავსებს ეს ყველაფერი. დღემდე ჩვენი სიამაყის საგანია ის ფინალი, ის დინამო, თბილისის დინამოს ოქროს თაობა და მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა დინამოს ოქროს თაობას, რომლებმაც შექმენით, დაწერეთ განსაკუთრებული ისტორია არა მარტო ფეხბურთისთვის, ქართული სპორტისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ეს გამარჯვება გახდა განსაკუთრებული შთაგონების წყარო სპორტსმენების არაერთი თაობისთვის, ფეხბურთელებისთვის და სპორტის სხვა სახეობებისთვის. სწორედ თქვენი მიღწევის დამსახურებაა ის, რომ ქართული სპორტი მუდმივად ვითარდება, აღწევს ახალ და ახალ გამარჯვებებსა და წარმატებებს. მე მინდა, ქართულ ფეხბურთს ვუსურვო ძალიან დიდი გამარჯვებები მომავალში და თითოეულ თქვენგანს, ოქროს თაობის დინამოელებს მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ განსაკუთრებული სიამაყის გრძნობისთვის, რომელიც გვაჩუქეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტული საზოგადოების  წარმომადგენლები დაესწრნენ. 





მსგავსი სიახლეები
14 მაისს ,,მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს
14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
14 მაისის ამინდის პროგნოზი
ირაკლი კობახიძემ ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დანელიას ქუჩაზე ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესი შეჩერებულია
"ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე..." - მარკეტების ქსელ "გვირილას" განცხადება
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხს შეეხება
N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
საქართველოს რაგბის კავშირი World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
13 მაისის ამინდის პროგნოზი
ჯუზეპე პაზოტო შიო III-ს - გქონდეთ ჩვენი სიტყვისა და საქმის იმედი - ვითხოვთ თქვენს უწმიდესობაზე სულიწმიდის მადლის სიუხვეს
"ილია II შეირაცხოს წმინდანად და ეწოდოს მას მოციქულთა სწორი"- მეუფე ნიკოლოზი მიმართვას ავრცელებს
,,ეკლესიის უმთავრესი მოვალეობა არის წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოების უბიწოდ დაცვა''- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
დღეს "ევროვიზია 2026"-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება - "ბზიკები" დიდ სცენაზე წარდგებიან
ვინ იყვნენ შიო I და შიო II
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი გულითადად ულოცავს შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას, გვჯერა, თქვენი უწმინდესობის სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის
პრემიერ-მინისტრი სვეტიცხოვლის ტაძარში ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო