ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ​სეიედ აბას არაღჩი შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს.

 

„სახელითა უზენაესისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობა შიო III-ს, მე როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქართველი ერის უძველესი ისტორიის, სულიერი იდენტობისა და ფასდაუდებელი მემკვიდრეობისადმი ღრმა პატივისცემის გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება და ყურადღება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიმდინარე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მოვლენებზე.

 

ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან მტკიცედ დააკავშირა თავისი რწმენა, რელიგია, ეროვნული კულტურა და ისტორიული იდენტობა, ხოლო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საზოგადოების ერთიანობის, ზნეობრივი ურთიერთობების, ტრადიციებისა და ქრისტეანობაზე დაფუძნებული ეროვნული ერთსულოვნების განმტკიცებაში.

 

ასეთი მდგომარეობა ცხადყოფს იმ ერის ღრმა ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც აღმავლობისა თუ ძნელბედობის მიუხედავად, ყოველთვის მყარად იდგა თავის სულიერ და ზნეობრივ პრინციპებზე.

 

იმ ვითარებაში, როდესაც თანამედროვე სამყარო რთული კულტურული და სოციალური გამოწვევების წინაშე დგას, რელიგიური ინსტიტუტების როლი მშვიდობის, სოციალური ერთიანობისა და თანასწორობის შენარჩუნებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ მხრივ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდში კოლექტიურ სიბრძნეზე, წინდახედულობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული პროცესები უაღრესად საყურადღებოა, რაც წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაში რელიგიური სიბრძნის უძველესი ტრადიციის უწყვეტობას.

ირანის ისლამური რესპუბლიკა, მორალური პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფის ფონზე, რაც გამოხატულია დიდი სახელმწიფოების აგრესიულ და ოკუპაციურ მოქმედებებში, ყოველთვის პატივს სცემს სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებს, რელიგიურ რწმენას და რელიგიური ინსტიტუტების ადგილს ერების იდენტობაში.

 

ირანი მიიჩნევს, რომ რელიგიებსა და კულტურებს შორის დიალოგით მომზადდება სათანადო ნიადაგი ურთიერთგაგების, მდგრადი მშვიდობისა და ერებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობისთვის.

 

ვიმედოვნებთ, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი და რელიგიური პასუხისმგებლობა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ მსახურებაში, სიბრძნესთან, ზომიერებასთან და მშვიდობასთან ერთად, კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, იმედს და სულიერ სრულყოფილებას მოუტანს ქართულ საზოგადოებას.

 

ყოვლისშემძლე უფალს შევთხოვთ თქვენი უწმინდესობის წარმატებას, მისი უწმინდესობა ილია II-ის სულის მარადიული დიდებას და საქართველოს ხალხის დღეგრძელობას, ღირსებას, მშვიდობასა და წინსვლას", - აღნიშნულია მილოცვაში.

   ]





მსგავსი სიახლეები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს
14 მაისს ,,მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს
14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
14 მაისის ამინდის პროგნოზი
ირაკლი კობახიძემ ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დანელიას ქუჩაზე ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესი შეჩერებულია
"ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე..." - მარკეტების ქსელ "გვირილას" განცხადება
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხს შეეხება
N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
საქართველოს რაგბის კავშირი World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
13 მაისის ამინდის პროგნოზი
ჯუზეპე პაზოტო შიო III-ს - გქონდეთ ჩვენი სიტყვისა და საქმის იმედი - ვითხოვთ თქვენს უწმიდესობაზე სულიწმიდის მადლის სიუხვეს
"ილია II შეირაცხოს წმინდანად და ეწოდოს მას მოციქულთა სწორი"- მეუფე ნიკოლოზი მიმართვას ავრცელებს
,,ეკლესიის უმთავრესი მოვალეობა არის წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოების უბიწოდ დაცვა''- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
დღეს "ევროვიზია 2026"-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება - "ბზიკები" დიდ სცენაზე წარდგებიან
ვინ იყვნენ შიო I და შიო II
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი გულითადად ულოცავს შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას, გვჯერა, თქვენი უწმინდესობის სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის
პრემიერ-მინისტრი სვეტიცხოვლის ტაძარში ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას დაესწრო