2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადებების მიღება 14 ივნისის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ პროცედურების განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, პირებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით საფასური ზედმეტად ან შეცდომით გადაიხადეს, შესაძლებლობა აქვთ, 2026 წლის 14 მაისიდან 14 ივნისის 18:00 საათამდე თანხის დაბრუნების მოთხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართონ.

 

„განცხადების წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალურად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფისში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ გადაგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eFlow) გამოყენებით.

 

საფასურის დაბრუნების მოთხოვნით ცენტრისთვის მიმართვა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც რეგისტრაციის საფასური განსაზღვრულზე მეტი ოდენობით გადაიხადეს, საფასური გადაიხადეს, თუმცა სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში არ გაიარეს რეგისტრაცია და ასევე იმ აპლიკანტებს, რომლებმაც რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გამოცდაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

 

იმ შემთხვევაში, თუ პირმა რეგისტრაციის საფასური გადაიხადა, თუმცა არ გაიარა რეგისტრაცია, ვალდებულია შეავსოს ამობეჭდილი განცხადების ფორმა და წარადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ხოლო რეგიონებში შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

 

წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს გამოსაცდელის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ განმცხადებელი სხვა პირია წარმომადგენლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (მინდობილობა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა), ასევე ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები (ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება), აგრეთვე ანგარიშის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. თანხის ჩარიცხვა განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე განხორციელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ყურადღებით გაეცნონ პროცედურებს და განცხადებები დადგენილ ვადებში წარადგინონ. დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტების, ასევე განცხადების ფორმის შესახებ, იხილეთ ბმულზე ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადებების მიღება 14 ივნისის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი
17 მაისს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს, რომელსაც სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები დაესწრებიან
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს
14 მაისს ,,მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს
14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
14 მაისის ამინდის პროგნოზი
ირაკლი კობახიძემ ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დანელიას ქუჩაზე ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესი შეჩერებულია
"ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე..." - მარკეტების ქსელ "გვირილას" განცხადება
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხს შეეხება
N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
საქართველოს რაგბის კავშირი World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
13 მაისის ამინდის პროგნოზი
ჯუზეპე პაზოტო შიო III-ს - გქონდეთ ჩვენი სიტყვისა და საქმის იმედი - ვითხოვთ თქვენს უწმიდესობაზე სულიწმიდის მადლის სიუხვეს
"ილია II შეირაცხოს წმინდანად და ეწოდოს მას მოციქულთა სწორი"- მეუფე ნიკოლოზი მიმართვას ავრცელებს
,,ეკლესიის უმთავრესი მოვალეობა არის წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოების უბიწოდ დაცვა''- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
დღეს "ევროვიზია 2026"-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება - "ბზიკები" დიდ სცენაზე წარდგებიან